ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
გარგარი
(ლათ. Prúnus armeniáca) — ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია; ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად გლუვი კანი.
გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად 8-12 ტონა 1 ჰა-ზე.
გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში. გარგარის ნაყოფი შეიცავს შაქრებს (4-20 %), ვაშლის, ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინოვან ნივთიერებებს (0,38-1,27 %); კაროტინს (10 მგ %-მდე); თესლი — 29-58 % ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს (კომპოტი, წვენი და სხვა). ბაქტერიული კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებლებია — ცხვირგრძელები და პეწიანები.
იხ. ვიდეო
ახალი გარგარის რბილობი შეიცავს 4,7 – დან 27% –მდე შაქარს (საქაროზა ჭარბობს მწიფე ხილში), მცირე რაოდენობით დექსტრინი, ინულინი და სახამებელი. ბოჭკოვანი შემცველობა - 0,8%, ორგანული მჟავები - 1,3%.ახალი ხილი შეიცავს დაახლოებით 305 მგ კალიუმის მარილებს (გამხმარი - 5-6-ჯერ მეტი). ამიტომ გარგარი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ასევე არსებობს მინერალები - კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. მიკროელემენტები წარმოდგენილია რკინის მარილებით (2,1 მგ%) და იოდის ნაერთებით, რომლებიც განსაკუთრებით მრავლადაა სომხურ ჯიშის გარგარში.
Комментариев нет:
Отправить комментарий