воскресенье, 14 марта 2021 г.

ესპანეთის სამოქალაქო ომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             ესპანეთის სამოქალაქო ომი

რესპუბლიკური ბრიგადები 1937წ-ს

მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.).[5] ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.

რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკოჯენერალ მოტორსიფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.

იხ. ვიდეო ესპანეთის სამოქალაქო ომი



ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“, ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები. უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეიმართა გელჰორნი და რობერტ კაპა.

მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად, ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით, ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი, მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს. მებრძოლთა გარდა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული, ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები

იმ დროს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინარებდა, ესპანეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, რითაც დიდი სარგებელი ნახა. ეწეოდა ვაჭრობას არა მარტო ანტანტის ქვეყნებთან, არამედ გერმანიასთანაც1913-1918 წლებში ესპანეთის ოქროს მარაგი თითქმის გაოთხკეცდა. ომმა მხოლოდ დროებით გამოაცოცხლა გაძვალტყავებული და დაძაბუნებული ესპანეთის ეკონომიკა. ომის დასასრულისათვის, თუმცა ესპანეთში ქვანახშირის მოპოვება, თუჯისა და ფოლადის გამოდნობა გაორკეცდა, მაგრამ იგი რჩებოდა აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ფეოდალური გადმონაშთებით.

ომის დამთავრება მძიმედ დაეტყო ესპანეთის ეკონომიკას. დაიხურა ასობით ფაბრიკა და ქარხანა. გაიზარდა უმუშევართა რიცხვი მსუბუქ მრეწველობაში. დაიწყო ინფლაცია, გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე. 1917 წლის 13 აგვისტოს დაიწყო საყოველთაო-პოლიტიკური გაფიცვა, რომელიც თითქმის ორ კვირას გაგრძელდა და იგი პოლიციასთან შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...