суббота, 6 марта 2021 г.

ირმის ნახტომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ირმის ნახტომი

გალაქტიკის ბირთვი ინფრაწითელი გამოსახულებაში
, აგრეთვე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი (ლათ. Via Lacteaბერძ. Γαλαξίας გალაქსიას — „რძიანი გზა“) არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავიპლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.

გალაქტიკა შედგება ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისი აირის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე. ყველაზე ცნობილი ასაკიანი ვარსკლავების ასაკია -  13,2მლრდ. წ.,  

იხ. ვიდეო

ასტრონომებმა გაზომეს მოძრზოაბ 30- ათასზე მეტი ვარკლავების მოძრაობის სიცქარე ჩვენს გალაქტიკაში აღმოჩინეს, რომ 10მლრდ წ-ის წინ ჩვენი გალაქტიკა შეეჯეხა კრაკენ გალაქტიკას შედეგ კი რმის ნახტომი გაერთიანდა დიდი გაიაენცელადესთან. რამაც გამოიწვია სქელი დისკის ჩამოყალიბებას და მას გაბერილის ფორმა მიეცა.
ირმის ნახტომი მშვილდოსნის თანავარსკვლავედისკენ (გალაქტიკური ცენტრის ჩათვლით), როგორც ჩანს, ბნელი ადგილიდან, რომელსაც აქვს მცირე სინათლის დაბინძურება (შავი კლდის უდაბნო, ნევადა), ქვედა ობიექტის ნათელი ობიექტი არის იუპიტერი, ანტარესის ზემოთ.

გალაქტიკის ცენტრი არის ამოზნექილი და სიგანეში დაახლოებით 8 ათასი პასეკია. მის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი (მშვილდოსანი A*), რომლის გარშემო ბრუნავს საშუალო მასის შავი ხვრელი. მათი ერთობლივი გრავიატაცია აიძულებს მათ გარშემო მყოფ ვარსკვლავებს იბრუნონ უჩვეულო ტრაექტორიაზე.

გალაქტიკის ჰალოს აქვს სფეროსებური ფორმა დაახლოებით 5-10 ათასი სინათლის წელიწადის დიამეტრით და მისი ტემპერატურა დაახლოებით 5×105 კელვინია.

                                                                       

ვარსკვლავების 3 ‑ D რუკა მზის სამეზობლოში.
ვასრკლავთა რაოდება გალაქტიკაში თანამედროევე შეფასებით შეადგენს 200 - დან 400 მილრდს. მათ უმეტესობა განლაგებულია ბრტყელ  დისკზე. ირმის ნახტომი ასევე შეიცავს 25-დან 100მლრდ-მდე ყავისფერ ჯუჯას.







Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...