суббота, 27 марта 2021 г.

იეთიმ გურჯი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              იეთიმ გურჯი

ეთიმ გურჯის ძეგლი თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ტაძართან, მოქანდაკე : დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე, არქიტექტორი შოთა რავლაშვილი ბრინჯაო 1985
(ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი; დ. 1875თბილისი — გ. 15 ივლისი1940, იქვე) — ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
იხ.ვიდეო

იეთიმ გურჯი ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა.

1905-1907 წლებში იეთიმ გურჯი ბაქოს ნავთობის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. ის 1895 წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულსომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა „ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა „ახალი მგოსანი და სიმღერები" — 1911 წელს, „იეთიმის ახალი ლექსები" — 1913, „ტანგო" — 1914 და სხვა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები".

იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური ბოჰემა.

იეთიმ გურჯი დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშ

იხ. ვიდეო ეთიმ გურჯი გამარჯომა ჩემო თბილის ქალაქო






                                                                

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...