среда, 17 марта 2021 г.

მანგო

        ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   მანგო

მანგოს ხე 
კლსი - პრლებნიანი, ოჯახი - თუთუბოსებრნი,გვარი - მანგო
 (ლათ. Mangifera) — მარადმწვანე ხეების გვარი თუთუბოსებრთა ოჯახისა. გვარში 40-მდე სახეობაა, იზრდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკებში. ინდური მანგოს (ლათ. Mangifera indica) ხის სიმაღლე 10-45  აღწევს. აქვს ელიფსური ფოთლები, წვრილი ყვავილები და მომჟავო ან ტკბილი სურნელოვანი კურკიანა ნაყოფი. ტროპიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხეხილია.
ეტიმოლოგია - სიტყვა მანგო მომდინარეობს პორტოგალიური სიტყვიდან (manga) მალააზიურიდან (ავსტრონეზიური) mangga დრავიდული წარმოშიბის. მანგო ჩვ. წელთაღრიცხვამდე დაახლ. 1200 წელს დაწერილ ჰინდუისტურ ვედებში „ღმერთების სადილად“ მოიხსენიება. მის ხილს დღესაც მიართმევენ ღმერთებს სიმდიდრისა და ღვთიური სიტკბოს ნიშნად.

მიაკუთვნებენ ხილეულს. არსებობს მისი 1 000–ზე მეტი ჯიში. ეს ჯიშები ერთმანეთისაგან გასხვავდება ფორმით, ზომითა და გემოთი. მანგოს ნაყოფისაგან ამზადებენ წვენებს, კომპოტებს, ხილფაფებსა და ნაყინს.

ევროპის სამომხმარებლო ბაზარმა უკვე რამდენიმე წელია რაც მანგოს გემო გაუგო და მიუხედავად იმისა, რომ იგი მალბეჟვადობის გამო ძნელად ტრანსპორტირებად სახეობას მიეკუთვნება, რჩება გაყიდვაში. მანგოს ნაყოფი მომწიფებისას სულ უფრო სურნელოვანი ხდება და რბილდება, ხოლო უკვე სრულად დამწიფებული ხილი კი მცირე და საშუალო ზომის შავ წინწკლებს დაიკრავს.

აზიაში მკვახე მანგოს ბოსტნეულივით, ან მწვანილეულივით მიატანენ კერძებს

იხ. ვიდეო
100 გრამი მანგოს რბილობი შეიცავს დაახლოებით: ენერგიის ღირებულება: 270 კჯ / 70 კკალ ცილები: 0,51 გ ცხიმი: 0,27 გ ნახშირწყლები შაქარი: 14,8 გრ ბოჭკოვანი: 1.8 გ ვიტამინები და მინერალები (რეკომენდებული დღიური შემცველობის%) თიამინი (B1): 0,058 მგ (4%) რიბოფლავინი (B2): 0,057 მგ (4%) ნიაცინი (B3): 0.584 მგ (4%) პანტოთენური მჟავა (B5): 0,160 მგ (3%) ვიტამინი B6: 0.134 მგ (10%) ფოლიუმის მჟავა (B9): 14 მკგ (4%) ვიტამინი C: 27,7 მგ (46% DV) კალციუმი: 10 მგ (1%) რკინა: 0.13 მგ (1%) მაგნიუმი: 9 მგ (2%) ფოსფორი: 11 მგ (2%) კალიუმი: 156 მგ (3% DV) თუთია: 0,04 მგ (0%)


 


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...