понедельник, 29 марта 2021 г.

ბუდიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              ბუდიზმი  

ბუდას ქანდაკება, ტავანგ გომპა, ინდოეთი
(ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობისისლამისინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდე.
იხ. ვიდეო

ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

                                                                           

მე-19ს მონღოლური ფერწერა, ბუდა შაკიამუნი ბოდჰისატტვა ავალოკიტეშვრასა და მანჯუშრის შორის მჯდომარე

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.

მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლიშვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა — ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.

იხ. ვიდეო

ძველი წელთაღრიცხვის VI თუ V საუკუნეში თანამედროვე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვეს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცმა ბრძენმა ასიტამ მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო.ასიტამ გაიხარა მისი ხილვისას, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალიან მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

                                                                          

ბუდას ქადაკება. ტოკიოს ეროვნული მუზეომი, თარიღდება პირველი - მეორე საუკუნით

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შეართვეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

ერთ დღეს მან სნეულებისგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ,რომელიც ყოველ ადამიანს ემუქრება.

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს, ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს: ეს არის ასკეტი, რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისგანო.

და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრაბამ ვერ დაანახა ხსნის გზა. ბოლოს, ერთი ლეღვის ძირში დაჯდა ფეხმორთმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გამოიცვალა- ეს გამოღვიძებას ჰგავდა, ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გასხივოსნებულს“.

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრებას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა.






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...