понедельник, 8 марта 2021 г.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

     მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

ფიფა-ს მსოფლიო თასი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია - ბრაზილია, მოქედი ჩემპიონი საფრაგენთი (მეორე წოდება)

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია გერმანია.

ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.

დღემდე ჩატარებულ 21 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმარგენტინამ და საფრანგეთმა, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახლოებით 715,1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით.

იხ. ვიდოე 2022წ-ის მოსლფიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკიაციო ეტაპის კენჭისყრა

სოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება, მონაწილეობას იღებს 32 ეროვნული ნაკრები. ჩემპიონატი ორ ეტაპად ტარდება: ჯგუფური და პლეი-ოფი.

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რვა 4-გუნდიან ჯგუფებში ნაწილდება. ჯგუფში სულ სამი ტურია და თითოეული გუნდი სამჯერ თამაშობს (ყველა ნაკრებთან ერთხელ). მატჩის მოგების შემთხვევაში გუნდს 3 ქულა ენიჭება, ფრეს შემთხვევაში — ორივე გუნდს თითო-თითო ქულა, წაგების შემთხვევაში კი — ნული (1994 წლამდე მოგებისათვის გუნდს ორი ქულა ენიჭებოდა). ჯგუფის პირველ და მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები პლეი-ოფში გადიან.

ჯგუფში გუნდები შემდეგი მაჩვენებლებით ფასდებიან:

  • ქულათა უკეთესი რაოდენობის მიხედვით;
  • გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის მიხედვით;
  • გატანილი გოლების მიხედვით;
  • თუ ზემოთ ჩამოთვლილმა მაჩვენებლებმა ვერ გამოავლინა ჯგუფიდან გამსვლელი გუნდ(ებ)ის ვინაობა, მაშინ ის შეფასდება:
    • ქულათა უკეთესი რაოდენობის მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან მიმართებაში;
    • გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან მიმართებაში;
    • გატანილი გოლების მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან მიმართებაში;
  • თუ გამსვლელი გუნდ(ებ)ის ვინაობა მაინც ვერ გამოვლინდა, მაშინ ეს კენჭისყრით გადაწყდება.

პლეი-ოფის რაუნდში, გუნდი მხოლოდ ერთხელ თამაშობს, წაგების შემთხვევაში ეთიშება შეჯიბრს. მატჩში „ფრეს“ დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი დრო, შემდეგ — თერთმეტმეტრიანების სერია. პლეი-ოფი მერვედფინალური რაუნდით იწყება, შემდეგ მოყვება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, მატჩი მესამე ადგილისათვის (დამარცხებული ნახევარფინალისტები) და ფინალი.






Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...