суббота, 6 марта 2021 г.

შვეიცარია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              შვეიცარია

(გერმ. die Schweizფრანგ. la Suisseიტალ. Svizzeraრეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helveticaგერმ. Schweizerische Eidgenossenschaftფრანგ. Confédération suisseიტალ. Confederazione Svizzera) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, რომელიც ფედერაციულ რესპუბლიკას წარმოადგენს. დედაქალაქი — ბერნი.
დევიზი : Unus pro omnibus, omnes pro uno (ლათ. ერთი ყველასათვის, და ყველა ერთისთვის), პფიციალური ენებია გერმანული, ფრანგული, იტალიური, რეტორომანული.
იხ. ვიდეო
მთავრობა -საპარლამენტო რესპუბლიკა, მოსახლეოობა - 2011წ-ის შეფასებით - 7 952 600, მშპ - 2011წ-ს შეფასებით $ 339 890 მლრდ. 

ოფიციალური — შვეიცარიის კონფედერაცია. ეროვნული — Schweiz; Schweizerische Eidgenossenschaft (გერმანულად); Suisse; Confederation suisse (ფრანგულად); Confederazione Svizzera (იტალიურად); Confederaziun Svizera (რეტორომანულად). ქვეყნის ინგლისური დასახელება Switzerland მომდინარეობს სიტყვიდან Switzer რომელიც შვეიცარიელების მოძველებული ვარიანტია და გამოიყენებოდა XVI-XIX საუკუნეებში, რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა „ჭაობი“) და ერთ-ერთ იმ კანტონს ეწოდება, რომელიც შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ტოპონიმი პირველად 972 წელს ზემო ძველგერმანულ ენაში მოიხსენიება როგორც Suittes რაც ნიშნავს ადგილს რომელიც უნდა დაიწვას და შეესაბამება ტყის მასივს რომელიც გადაიწვა მშენებლობებისთვის. სახელი შემდგომში მთელს კანტონზე განივრცო, ხოლო 1499 წელს შვაბიური ომის შემდეგ სახელი მთელს კონფედერაცია ეწოდა.

ახალი ლათინური სახელწოდება, Confederatio Helvetica1848 წელს შვეიცარიის როგორც ფედერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ წარმოიქმნა, ეს დასახელება ნაპოლეონური ჰელვეციის რესპუბლიკიდან მოდიოდა. დსახელება გამოსახული ფედერალურ სასახლეზე და ოფიციალურ გერბზე გამოიყენებოდა 1902 წლამდე და 1948 წლის შემდეგ. ჰელვეცია ჰელვეტების გალური ტომისგან მომდინარეობს, რომლების შვეიცარიის ზეგანზე რომაულ პერიოდამდე ცხოვრობდნენ. ჰელვეცია შვეიცარიელებისთვის წარმოადგენს ეროვნული პერსონიფიკაციას, ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.

იხ. ვიდეო შევიცარია თითქმის იდეალური ქვეყანა

მოსახლეობა - 7,4 მლნ (2003), მათ შორის 61,5 % გერმანო-შვეიცარიელები, 17,1 % ფრანკო-შვეიცარიელები, 6,4 % იტალიელები, 3,4 % იტალო-შვეიცარიელები, 2,5 % გერმანელები. სახელმწიფო ენები - გერმანული (65 %), ფრანგული (18 %), იტალიური (12 %) და რეტორომანული (1 %). რელიგია - კათოლიციზმი (50 %), პროტესტანტობა (48 %). დედაქალაქი - ბერნი (123 ათასი). ქალაქები - ციურიხი (348), ჟენევა (179), ბაზელი (163), ლოზანა (117).  
ეკონომიკა - რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40 630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF). შვეიცარიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ბაზრის ეკონომიკაა. სერვის-სექტორმა მოახდინა მნიშვნელოვანი ეკონომიკური როლი, განსაკუთრებით შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია და ტურიზმი. შვეიცარიის ეკონომიკა პირველ რიგში მსოფლიოში 2014 წლის ინოვაციური ინდექსის და 2017 გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშშია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის შვეიცარია ლიხტენშტეინისა და ლუქსემბურტის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მესამე ქვეყანაა, ხოლო ნორვეგიასთან ერთად მხოლოდ სამი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ეშპ 70,000 აშშ დოლარს შეადგენს.





   

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...