воскресенье, 7 марта 2021 г.

ბერბერები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ბერბერები

ახალაგაზრდა ბერბერი ქალი ტრადიციულ სამოსში 1910წ

  (ბერბერ. ⵉⵎⴰⵣⵉⵖⴻⵏ Imazighen) — მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნილოსის ხეობის დასავლეთით. ისინი უწყვეტად სახლობენ ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტეში მდებარე სივას ოაზისამდე, ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე. ისტორიულად, ისინი ბერბერულ ენაზე ან მის სახესხვაობებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც აფრაზიული ენების ოჯახის ერთ-ერთი განშტოებაა. დღეისათვის, ბერბერების დიდი ნაწილი ბერბერულთან ერთად არაბულ ენაზე საუბრობს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად მაროკოში, ტუნისსა და ალჟირში ბერბერები განათლებას ფრანგულ ენაზე იღებენ. მაროკოსა და მის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ საჰარაში მცხოვრებთა გარკვეუულმა ნაწილმა ასევე იცის ესპანური, ლიბიაში კი იტალიური. ევროპული ენების ასეთი მდგომარეობა ბერბერული სამყაროს ევროპული ოკუპაციისა და კოლონიზაციის შედეგია. ამჟამად, ბერბერულზე მოლაპარაკე ხალხის უდიდესი ნაწილი მაროკოსა და ალჟირში სახლობს, მცირე ნაწილი კი მიმოფანტულია ტუნისში, ლიბიაში, მავრიტანიაში, მალისა და ნიგერში, ასევე ევროპაში არსებულ დიასპორებში.
                                                                        
ბერებერების დროშა

ბერბერებს შორის არაბული ენისა და მისი დიალექტების გავრცელება საუკუნეების წინ რეგიონში ისლამის გავრცელებისა და სხვადასხვა არაბული ტომების იმიგრაციის შედეგია. ბერბერული იდენტობა როგორც წესი, უფრო ფართოა ვიდრე ენა და ეთნიკურობა; იგი მთლიანი ჩრდილოეთ აფრიკის ისტორიასა და გეოგრაფიას გასდევს. ბერბერები არ არიან ერთგვაროვანი ეთნიკური ჯგუფი და ის მოიცავს ფენოტიპების მთელ რიგს, კულტურასა და წარმომავლობას. მთავარი გამაერთიანებელი ძალაა ბერბერული ენა, ბერბერული მიწა და ბერბერულ მემკვიდრეობასა და ისტორიასთან იდენტიფიცირება.

ბევრი ბერბერი საკუთარ თავს imazighen-ს უწოდებს, რაც შესაძლოა „თავისუფალ ხალხს“ ან „თავისუფალ და დიდსულოვან კაცს“ ნიშნავდეს.

ძველ, სახელგანთქმულ ბერბერებს შორის არიან ნუმიდიის მეფე მასინისა, მეფე იუგურტა, ბერბერ-რომაელი მწერალი აპულეიუსინეტარი ავგუსტინე და ბერბერ-რომაელი გენერალი ლუსიუს კვიეტუსი, რომელმაც 115–117 წლებში ებრაელთა ამბოხებების მთავარი ტალღები ჩაახშო. შუა საუკუნეების ცნობილ ბერბერებს შორის არიან ბერბერების ალმორავიდული იმპერიის მეფე იუსუფ იბნ ტაშფინიტარიქ იბნ ზიადი — გენერალი, რომელმაც ესპანეთი დაიპყრო, მკვლევარი იბნ ბატუტა, ამერიკის ადრეული მკვლევარი ესტანვანსიო და ა. შ. თანამედროვე ცნობილ ბერბერთაგან შეიძლება დასახელდეს ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი — საფრანგეთში დაბადებული, ალჟირელი კაბილების შთამომავალი, ლორინი — შვედეთში დაბადებული, ევროვიზიის 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული მომღერალი, ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი — გერმანიაში დაბადებული, მაროკოელი რიფიანების შთამომავალი.

იხ. ვიდეო

რისტეშობამდე 2000 წლით ადრე ბერბერული ენები გავრცელებული იყო ნილოსიდან ჩრდილოეთ საჰარამდე. ქრისტეშობიდან ბერბერები ძირითადად რომის, საბერძნეთისა და კართაგენის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

მეშვიდე საუკუნემდე, ანუ მუსლიმების მიერ ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობამდე, ბერბერების უმეტესობა ისტორიული წყაროების მიხედვით, ქრისტიანი იყო, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი — იუდეველი. მიუხედავად იმისა, რომ ბერბერების ისლამიზაცია საკმაოდ სწრაფად მოხდა და ერთ საუკუნეზე ნაკლები დასჭირდა, ისინი ეტაპობრივად მუსლიმთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგალითად, მეცხრე საუკუნეში მათ ფატიმიანთა დინასტიის მხარე დაიჭირეს ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობისას. იქამდე კი 739–740 წლებში ბერბერები პირველად აჯანყდნენ არაბების წინააღმდეგ და მოკლე დროით გამოეყვნენ კიდეც.

ბერბერული წარმოშობის სამეფოები, მაგალითად ნუმიდია და მავრიტანია ძვ. წ. II საუკუნეში რომის იმპერიის ნაწილი გახდა, მაგრამ სხვები შედარებით გვიან წარმოიქმნენ. არაბები ამ ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეებში გამოჩნდნენ. სწორედ მათს ჯარში იბრძოდნენ ბერბერები ესპანეთის ასაღებად. ამ პერიოდში იწყება ბერბერების ისლამიზაცია. დასაწყისიდანვე ისლამი იყო ერთგვარი იდეოლოგიური სტიმულის მიმცემი ბერბერების ახალი დინასტიების წარმოშობისათვის. XI და XIII საუკუნეებში ყველაზე დიდმა და ძლიერმა ბერბერულმა დინასტიებმა, ალმორავიდებმა და ალმოჰადებმა დაიპყრეს ისლამური ესპანეთი და ჩრდილოეთ აფრიკის დიდი ნაწილი. ბერბერების მემკვიდრეები, მარინიდები და ზიანიდები ჩრდილოეთ აფრიკის დიდ ტერიტორიაზე XVI საუკუნემდე ბატონოდნენ


Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...