среда, 24 марта 2021 г.

ტრაპიზონის იმპერია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ტრაპიზონის იმპერია

,,ორთავიანი არწივი'' დასავლური ევროპულ პორტუგალიებზე გასახული ტრაპიზონის გერბი

 
ტრაპეზუნტის იმპერია (ბერძ. Αυτοκρατορία της Τραπεζούντας) — სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ, არსებობდა 1204 წლიდან 1461 წლამდე. მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ძველი პონტოს სამეფოს ადგილზე. დედაქალაქი ტრაპიზონი. ძირითადი მოსახლეობა ლაზები და ბერძნები. მოსახლეთა უმრავლეოსობა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. ტრაპიზონის იმპერია იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად ანუ ვანდად, მაცუკის, გიმორის და ტრაპიზონის ვანდებად.
                                                               
ტრაპიზონის იმპერია (ყავოსფერი) და მიმდებარე ტერიტორია სახელწიფოები 1400წ-ს

იმპერია დაარსდა 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ საქართველოს სამეფო კარის (თამარ მეფე) ინიციატივითა და დახმარებით. პირველი იმპერატორი იყო ალექსი კომნენოსი. იგი კომნენოსთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ანდრონიკე I-ის შთამოამავალი იყო.

მანამდე აღნიშნული ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თამარს გადაწყვეტილი ჰქონდა ქართული მიწების საქართველოს ფარგლებში მოქცევა; ამისათვის საბაბად გამოიყენა ბიზანტიის კეისრის, ალექსი III-ის მიერ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ საეკლესიო მსახურთა გაძარცვა 1203 წელს. საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ჯარმა ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა ჭანეთიტრაპიზონილიმნიასამსუნისინოპიკერასუნტიკოტიორაამასტრისიჰერაკლეაპაფლაგონიისა და პონტოს სხვა ადგილები. ბიზანტიის იმპერატორმა ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან ჯვაროსნები შეესივნენ და აიღეს კიდეც. თამარმა ახლადჩამოყალიბებული ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე დასვა უფლისწულები, ძმები ალექსი და დავით კომნენოსები, წარმომავლობით ბერძნები. ისინი თამარ მეფის დის რუსუდანის შვილები  და საქართველოს სამეფო კარზე, ქართული ტრადიციებით აღზრდილი იყვნენ.

ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.

იხ. ვიდეო

ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.

1243 წელს ტრაპიზონელები რუმის სასულთნოს და ბიზანტიელებს შეუკავშირდნენ მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდნენ და ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მოხარკეებად გადაიქცნენ. 1282 წელს მეფე დავით VI ნარინმა აღადგინა ქართული ორიენტაციის ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. ქალაქებიდან გააძევა ბიზანტიელთა გარნიზონები და ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ბოლოს ქართველებმა ტრაპიზონიც აიღეს და ტახტზე ქართველ დიდებულთან დამოყვრებული დედოფალი თეოდორა დასვეს, მაგრამ დავით ნარინის სიკვდილისთანავე, 1293 წელს, ისევ დაკარგეს პოზიციები ტრაპიზონის იმპერიაში.

1297 წელს კი ტრაპიზონის კეისარმა ალექსი II-მ ბიზანტიის კეისარ ანდრონიკე II-ს დამოყვრებაზე უარი უთხრა და ცოლად შეირთო სამცხის მთავრის, ბექა ჯაყელის, ასული. ისევ გაიმარჯვა ქართულმა ორიენტაციამ ტრაპიზონში. ალექსი II-მ მესხების ჯარით თურქთა შემოტევაც უკუაგდო და ზღვიდან მოწოლილი მეკობრეებიც გაანადგურა. მაგრამ ალექსი II-ის სიკვდილის შემდეგ (1330 წ.) ისევ მომძლავრდნენ ბიზანტიელები. დაიწყო დევნა და ხოცვა ქართული დასის წარმომადგენლებისა. მაშინ დაიღუპნენ ტრაპიზონის გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი – დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე და მთავარსარდალი (დიდი დომესტიკოსი) ჯაბა. უკანასკნელად 1341 წელს გიორგი V ბრწყინვალემ აღადგინა ქართველთა ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. 1340-1349 წლებში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელიც ბიზანტირუი პარტიის გამარჯვებით და ალექსი III კომნენოსის გამეფებით დასრულდა. თემურლენგის შემოსევების დასაწყისში ქართველებმა სამუდამოდ დაკარგეს პირველობა ტრაპიზონში. 1456 წელს ოსმალები შეესივნენ და დახარკეს ტრაპიზონის სახელმწიფო. 1461 წელს სულთანმა მეჰმედ II-მ ტრაპიზონის იმპერია მთლიანად დაიპყრო და ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ პროვინციად აქცია.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...