понедельник, 15 марта 2021 г.

შვედეთი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                 შვედეთი

დროშა

 (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige[3]) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაშისკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო ფინეთი აღმოსავლეთიდან. . მთავრიბა კ- კონსტიტუციური მონარქია.  სამხრეთ-დასავლეთიდან ერესუნისკატეგატისა და სკაგერაკის სრუტეები გამოჰყოფს დანიისგან. დანიასთან დაკავშირებულია ერესუნის სრუტეზე გამავალი ამავე სახელწოდების ხიდით. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ბალტიის ზღვა და ბოტნიის ყურე. ზღვით ესაზღვრება დანიაგერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან და ესტონეთილატვიალიეტუვა და რუსეთი აღმოსავლეთიდან. შვედეთის შემადგენლობაშია კუნძულები გოტლანდი და ელანდი ბალტიის ზღვაში. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი უდიდესი ქვეყანაა ჩრდილოეთ ევროპაში, სიდიდით მესამე — ევროკავშირში, ხოლო სიდიდით მეხუთე — მთლიანად ევროპაში. დედაქალაქია სტოკჰოლმი. ოფიციალური ენაა შვედური. ეროვნული დღესასწაულეა 6 ივნისი, დროშის დღე. ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეულია შვედური კრონა. მოსახლეობა არის 10,3 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია – 22 ად/კმ² (198-ე მსოფლიოში). შვედეთის მოსახლეობის 85% ქალაქებში ცხოვრობს; მოსახლეობა კონცენტირებულია შვედეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.

                                                                       

განალგება შედეთის (მუქი-მწვანე ფერით) - ევროპაში (ღია მწვანე ფერით და მუქი-სერი) ევროკავშირში (ღია მწვანე)

გეოგრაფიულად არის ფენოსკანდინავიის ნაწილი. ზღვის გავლენის გამო ქვეყნის კლიმატი ზომიერია. მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, შვედეთში ხშირად ვხვდებით თბილ ზაფხულს. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ჩრდილოეთ ნაწილს ახასიათებს უფრო ცივი და თოვლიანი ზამთარი. ქვეყნის სამხრეთ მიწები ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები უმეტესად ტყით არის დაფარული. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შვედეთი იყოფა სამ რეგიონად: გეტალანდი, სვეალანდი და ნორლანდი.

მმრათველობის მხრივ არის კონსტიტუციური მონარქია და საპარლამენტო დემოკრატია, სადაც საკანონმდებლო ძალაუფლება გადაცემული აქვს 349-წევრიან რიქსდაგს. არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება 21 ლენისა და 290 მუნიციპალიტეტისგან. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (ნომინალი) მიხედვით არის მსოფლიოს მე-12 ქვეყანა; აგრეთვე ქვეყანაში მაღალ დონეზეა ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, განათლება, სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა, ეკონომიკური კონკურენცია, შემოსავლის თანასწორობაგენდერული თანასწორობა, კეთილდღეობა და ადამიანის განვითარება. შვედეთი ევროპის კავშირს 1995 წლის 1 იანვარს შეუერთდა, თუმცა უარი თქვა ნატოს წევრობაზე; აგრეთვე, 2003 წლის რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვა ევროზონის წევრობაზე. შვედეთი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისჩრდილოეთის საბჭოსევროპის საბჭოსმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი.

იხ. ვიდეო ცუდი კლიმატით და ყველაზე ბედნიერი ქვეყანა შვეიცარიის შემდეგ

                           პოლიტიკური სისტემა


შვედეთი კონსტიტუციური მონარქიაა. მოქმედებს შვედეთის კონსტიტუცია, რომელიც 4 აქტისგან შედგება. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი რიქსდაგი, რომელსაც ჰყავს 349 წევრი და დაარსებულია 1435 წელს. პარლამენტი საყოველთაო არჩევნებით ოთხ წელიწადში ერთხელ კომპლექტედება. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. შვედეთის სამეფოს სათავეში 1818 წლიდან დგას ბერნადოტების სახლი. შვედეთის მეფეები იყვნენ ოსკარ II (1872-1907), გუსტავ V (1907-1950), გუსტავ VI ადოლფი (1950-1973), კარლ XVI გუსტავი (1973-დან). მეფეს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის შვედეთის მთავრობას, რომელიც უფებამოსილია დაითხოვოს რიქსდაგი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ნიშნავს რიქსდაგი. მთავრობა ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. მოქმედი პრემიერ-მინისტრია სტეფან ლევენი (2014-დან).

შვედეთში რვა ძირითადი პოლიტიკური პარტიაა. შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია და შვედეთის ზომიერი პარტია მონაცვლეობით აკომპლექტებენ შვედეთის მთავრობას 1980-იანი წლებიდან დღემდე. სხვა მნიშვნელოვანი პარტიებია შვედეთის ცენტრის პარტიაშვედეთის მემარცხენე პარტია და შედარებით ახალი პოლიტიკური ძალა შვედი დემოკრატები (დაარსდა 1988 წელს).

ადმინისტრაციულად შვედეთი იყოფა 21 ოლქად, ლენად. ლენები შეიქმნა 1634 წელს, რამაც ჩაანაცვლა შვედეთის ისტორიულ პროვინციებად დაყოფის სისტემა. ლენები იყოფა მუნიციპალიტეტებად. შვედეთის კომუნებად. შვედეთში სულ 290 კომუნაა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესია დედაქალაქის, სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტი, ხოლო ყველაზე მცირე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რიცხვი 3 ათასზე ნაკლებია. შვედეთში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 35,6 ათას ადამიანს.

შვედეთის სახელმწიფო სიმბობლოებია შვედეთის გერბი და შვედეთის დროშა.

                                                                     დემოგრაფია

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10,380,245 ადამიანის ტოლია. 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ შვედები. შვედეთი, რომელიც 1980-იან წლებში ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანა იყო, გლობალიზაციის პარალელურად სულ უფრო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ხდება. დღესდღეობით ქვეყნის ყოველ მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ. მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობებია საამები და ფინელები.

მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 22,5 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმის მეტროპოლია 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებია არის გეტებორგი და მალმე. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია. სკონეს დასავლეთ ნაწილში, ერესუნის სრუტის გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ვხვდებით ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო და უფსალას გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.

1820-დან 1930-იან წლებამდე დაახლოებით 1,3 მილიონი შვედი, იმ დროს ქვეყნის მოსახლეობის მესამედი, ემიგრაციაში წავიდა ჩრდილოეთ ამერიკაში (უმეტესი მათგანი დასახლდა აშშ-ში). აშშ-ის აღწერის ბიუროს 2006 წლის მონაცემებით, 4,4 მილიონზე მეტი შვედი ამერიკელი ცხოვრობს აშშ-ში. კანადაში შვედების 330 000-ზე მეტი შთამომავალი ცხოვრობს

                                                   ეკონომიკა

შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ინტენსიური სოფლის მეურნეობა და ფართო საგარეო-ეკონომიკური კავშირები. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ($529,9 მილიარდი) მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $51 242-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით შვედეთი მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს. შვედეთის სამუშაო ძალა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა 86% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 12% მრეწველობაში, 2% სოფლის მეურნეობაში. მშპ-ის სტრუქტურაში წამყვანი როლი 65,4%-ით მომსახურების სექტორს უჭირავს. მრეწველობაზე მოდის მშპ-ის 33%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 1,6%.

                                                                      

ავტომობილი ვოლვო

შვედეთის ეკონომიკაში მაღალია სახელმწიფოს როლი. ესაა ექსპორტზე ორიენტირებული შერეული ეკონომიკა. 2014 წლის მონაცემებით სახელმწიფო ფლობს ეროვნული სიმდიდრის 24%-.ს  სახელმწიფო ფლობს წილებს სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia Sonera-სა და საავიაციო კომპანია SAS ჯგუფში. მაღალია სახელმწიფოს დანახარჯები კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველ ადგილს იყოფს ფინეთთან ერთად. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური კაპიტალი. შვედეთში მოქმედებს მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი, ვოლვოერიქსონი, ელექტროლუქსი და SKF. შვედეთს გააჩნია მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა კარგი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა. XX საუკუნეში სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტეენოლოგიების განვითარებამაც შეუწყო ხელი. შედარებით მცირე როლი აქვს ტურიზმს (მშპ-ის 2,9%). შვედეთს ძირითადად, მეზობელი ქვყენების ტურისტები სტუმრობენ. ყველაზე მონახულებაად ქვეყნებს შორის შვედეთი მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...