воскресенье, 14 марта 2021 г.

მხ.ფ "ნინო"

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           მხ.ფ "ნინო"

 ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია ლეო ესაკიას მიერ 1959 წელს. ფილმის პრემიერა შედგა თბილისში, 1959 წლის 5 სექტემბერს. დადგმულია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ.
ექიმი ნინო დიდ დროს უთმობს სამსახურს და ზრდის თავის ოთხ შვილს. მისი მეუღლე პროფესორ-გინეკოლოგი არჩილი — ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და კარგი მეოჯახე. მას შემდეგ, რაც არჩილი ოჯახს მიატოვებს და მომღერალ ეთერთან გადასახლდება, ნინოს მარტოს უწევს შვილების აღზრდა. შიშობს, რომელიმე მათგანი გზას არ ასცდეს. ეთერის უსაქმური ვაჟი კუკა არჩილს მომგებიან ობლიგაციას მოპარავს. არჩილი თავის შვილს, ნოდარს დაადანაშაულებს. ნოდარის სიმართლეში ეჭვი ნინოსაც შეეპარება. შეურაცხყოფილი ბავშვი სახლიდან გაიქცევა. დაძაბულობას თავად არჩილი განმუხტავს. იგი აღიარებს, რომ ობლიგაცია კუკას მოუპარავს. ცოლ-შვილს პატიებას თხოვს და ოჯახს დაუბრუნდება.
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...