четверг, 11 марта 2021 г.

ფემინიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ფემინიზმი

 (ლათ. femina — „ქალი“) — საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება მამაკაცებთან ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა.

ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა მდგომარეობას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში.

                                                                          

ვენერას ასტროლოგიური სიმბოლო

არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: ლიბერალურირადიკალურილესბოსურიეკოფემინიზმიმარქსისტულიანარქისტული, ე.წ. შავი ფემინიზმიანტირასისტულიეგალიტარულიკულტურულინეოფემინიზმიპოსტკოლონიალურიფსიქოანალიტიკურიჰუმანურიპოსტსტრუქტურალისტურიპოსტმოდერნისტული და ა.შ

მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა.

ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის  „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ და 1789 წლის „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „ადამიანი რაციონალური“ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების : ვოლტერისდიდროსმონტესკიესრუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად.

იხ. ვიდეო

მერი უოლსტოუნკრაფტი საკუთარ ნაშრომში „ქალის უფლებების დაცვა“[1] (1792) უპირისპირდება იმ ეპოქის აღზრდის სისტემას ჟან ჟაკ რუსოს მიხედვით, სადაც ნათქვამია, რომ ვაჟები სახელმწიფო მოღვაწეებად, მოქალაქეებად უნდა აღზარდონ, ხოლო გოგონები კი - დედებად და ცოლებად. ავტორი ამ მოსაზრებებს საკუთარ არგუმენტებს უპირისპირებს:

  1. ქალების ნაკლებად განვითარებული აზროვნების უნარი არა მათი სქესის ბუნებრივი ნიშანია, არამედ მაღალი კლასის წარმომადგენელი ქალბატონების პატივმოყვარეობის შედეგია. მათ ურჩევნიათ იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე, ვიდრე - გონებაზე.
  2. გონიერება ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად ახასიათებთ, განსხვავება ისაა, რომ ქალებს მისი განვითარების ნაკლები საშუალება და უფლება აქვთ.
  3. ადამინის ზნეობა ვერ იქნება სქესით განპირობებული. დედის/ცოლის თავისთავადი ზნეობა მამაკაცებმა მოიგონეს ქალების დასამორჩილებლად და მათი ასპარესის შესაზღუდად.
  4. ქალი, რომელმაც მხოლოდ მორჩილება იცის და თავის არჩევანში არ არის თავისუფალი, ვერ იქნება კარგი აღმზრდელი. მხოლოდ განათლებულ ქალს შეუძლია ღირსეული შთამომავლობის აღზრდა.

„მამაკაცებმა რომ ბორკილებისგან გაგვათავისუფლონ, მონური მორჩილების ნაცვლად რაციონალურ თანამშრომლობაზე დაგვთანხმდნენ, მაშინ ისინი ჩვენში უფრო ყურადღებიან ქალიშვილებს, უფრო მოსიყვარულე დებს, უფრო ერთგულ ცოლებს, უფრო გონიერ დედებს - ერთი სიტყვით, უკეთეს მოქალაქეებს დაინახავდნენ“

ქალებისთვის განათლების უფლების მინიჭებამ, როგორც ლიბერალური ფემინიზმის მონაპოვარმა, ასევე გზა გაუხსნა თანასწორობის იდეის აქტუალიზაციას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში, რაზეც XVIII-XIX საუკუნის მოაზროვნეთა მრავალი წელი დაიხარჯა.

                                                               

ფემინისტური მოძრაობის სიმბოლო -  შეკრული მუშტი (ბრძოლისადა წინაამღდეგობის სიმბოლო), ვენერას სარკეში (ქალის სიმბოლო). იასამნის ფონი ფერი - ფემინისზმის ტრადიციული ფერი

განათლებისა და სამოქალაქო - პოლიტიკური მონაწილეობის უფლებების მოპოვების შემდეგ კვლავ იწყება „ქალის“ და „ქალურობის“ კონცეფციების სიღრმისეული კვლევა, ურომლისოდაც სამყაროს შესახებ ცოდნა არასრულყოფილი და ნაკლოვანია. ამ ნაკლის დასაძლევად საჭიროა ცოდნა გაფართოვდეს და შეივსოს ახალი ხედვებითა და ფაქტორებით:

  1. ქალის რეპროდუქციული როლი განაპირობებს სამყაროს შესახებ ისეთ წარმოდგენებს, რომლებიც სცილდება „გამოთვლებისა“ და ფორმალური ლოგიკის სფეროს;
  2. ქალის გაფანტული მგრძნობელობა განაპირობებს მისი ცოდნის მრავალფეროვან ფორმებს.
  3. ქალის განსხვავებული გამოცდილება განაპირობებს განსხვავებულ ეთიკურ სისტემას (ზრუნვა, ერთგულება, პასუხისმგებლობა);
  4. ბავშვების აღმზრდელის როლი განაპირობებს ქალის აზროვნების განსაკუთრებულ წესს (პაციფიზმს)

ქეით მილეთი თავის ნაშრომში „სექსუალური პოლიტიკა“ აკრიტიკებს პატრიარქატს, როგორც აბსოლუტური მართვის სისტემას.


„თუკი ჩავთვლით, რომ პატრიარქალური მმართველობა არის სისტემა, სადაც მოხალისეობის ქალური ნახევარი მამაკაცური ნახევრის მიერ კონტროლდება, მაშინ პატრიარქატის პრინციპები ორმაგ ძალაუფლებას გულისხმობს: მამაკაცებისას - ქალებზე და უფროსებისას - უმცროსებზე.“

  

საზოგადოებათა უმრავლესობაში პატრიარქატი ასევე ემყარება ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას და გაუპატიურებას. ამ კონტექსტში ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა სხვა არაფერია, თუ არა მამაკაცური ძალაუფლების გამოვლინება. ამ წარმოდგენის დასამტკიცებლად ქეით მილეთი აანალიზებს XX საუკუნის ოთხი მწერლის შემოქმედებას (დევიდ ჰერბერტ ლოურენსიჰენრი მილერინორმან მაილერიჟანა ჟენე) სწორედ სექსუალური ცხოვრების აღწერა-გამოხატვის კუთხით და ახდენს სექსის, როგორ უხეში სექსუალური დათრგუნვის ინსტრუმენტის დეკონსტრუირებას 


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...