понедельник, 29 марта 2021 г.

ბართლომეს ღამე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ბართლომეს ღამე

,,ბართლომეს ღამე'' მასიუარი მკვლელობა ჰუგენოტ-პროტესტანტების პარიზში ორგანიზებული იყო  ფრანგი მეფსისშარლ IX მიერ და მისი დედის ეკატეწრინე მედიჩის მიერ (კათოლიკების) დაწყებული კვირას ღამით 24 აგვისტოს ( წმ. ბართლომეს დღესასსწალზე) ფრანსუა დიბუას ნახატი

ფრ.massacre de la Saint-Barthélemy კათოლიკეების მიერ ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა პარიზში 1572 წლის 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს.

სხვადასხვა მოანმაცემებით ტელ საფრაგენთის ტერიტორიაზე დახოცილი იყო 30 000 ჰუგენოტი ხოლო პარიზში კი 3000.

ამ მსოფლიოში ცნობილი ხოცვის მოთავეები იყვნენ საფრანგეთის მეფის შარლ IX-ის დედა ეკატერინე მედიჩი და კათოლიკეთა ბელადები - ჰერცოგი გიზები, რომლებსაც აშინებდათ ჰუგენოტებისა და მათი ბელადის გასპარ დე კოლინის გავლენის ზრდა შარლ IX-ზე. მათ ისარგებლეს ჰუგენოტების ერთ-ერთი ბელადის, ანრი ნავარელის (შემდგომში ანრი IV) და შარლ IX-ის დის მარგარეტ ვალუას ქორწილზე (18 აგვისტო) მრავალი ჰუგენოტის ჩამოსვლით. კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი პერსონა იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის ჰუგენოტების წინამძღოლი გასპარ დე კოლინიც. ანრი ნავარელმა და პრინცმა კონდემ სასწრაფოდ აღიარეს თავიანთ კონფესიად კათოლიციზმი და ამით უშველეს თავს. ხოცვა-ჟლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა და მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც, მაგ: ლიონსორლეანსრუანსმოსბორდოსა და სხვ. მიუხედავად ასეთი ბარბაროსული ძალადობრივი აქტისა ბართლომეს ღამემ ვერ გატეხა ჰუგენოტები და მათ გააგრძელეს ბრძოლა სარწმუნოებრივი თავისუფლებისთვის, რასაც მოჰყვა რელიგიური ომების განახლება (საფრანგეთის რელიგიური ომები). სწორედ, ამ ისტორიული მოვლენის შედეგად დამკვიდრდა მსოფლიოს ლიტერატურულ ლექსიკაში ტერმინი ,,ბართლომეს ღამე", როგორც მასობრივი ძალადობრივი აქტის სიმბოლო. ამ ფაქტს მიუძღვნა გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ თავისი ცნობილი რომანი დედოფალი მარგო. ასევე მისი ეკრანიზაიც მოხდა

იხ. ვიდეო ბართლომეს ღამე



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...