среда, 24 марта 2021 г.

სოლომონ დოდაშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               სოლომონ დოდაშვილი


 (დ. 17 მაისი1805, სოფ. მაღარო — გ. 20 აგვისტო1836ვიატკარუსეთი) — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში.

დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828–1832 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. აქტიური წევრი იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა (იხ. 1832 წლის შეთქმულება). 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში (რუსეთი).

1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.

იხ. ვიდეო

დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). სოლომონის მამა, ივანე (იგივე იოანე) დოდაშვილი,— წარმოშობით გლეხი იყო. დავითგარეჯა და შემდეგ ბოდბის სამონასტრო სკოლაში სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, იგი მღვდლად იქნა განწესებული სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის ეკლესიაში. ივანე დოდაშვილი თავისი დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული და მწიგნობრობის მოყვარული კაცი ჩანს. აღსანიშნავია, რომ მას ცხრიდან შვიდი შვილი შერჩა და შვიდივეს მიაღებინა განათლება. ივანე დოდაშვილის პიროვნების წარმოსადგენად საინტერესო დეტალს ვპოულობთ, მისი შვილის, სტეფანეს წერილში სოლომონისადმი: „მამამან ჩვენმა რაღაც პოლიტიკა იცოდა, ისიც დაუტევა. რუსებთან გავლა დიდათა სძულს, სუდში ასის თუმანის საქმე, რომ ჰქონდეს, არ წავა და ესსრეთვე ფოჩტაშიაც წიგნს ვერა გზავნისო.“

პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სოლომონი შეიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1822 წელს, - ისე, რომ სემინარიის კურსი არც კი ჰქონდა დასრულებული, - იგი დანიშნეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად.

                                                                    

სოლომონ დოდაშვილის ძეგლი ქ. სიღნაღი

პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სოლომონი შეიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1822 წელს, - ისე, რომ სემინარიის კურსი არც კი ჰქონდა დასრულებული, - იგი დანიშნეს სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად.

1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო.

მეცნიერებაში უკრიტიკოდაა მიღებული თვალსაზრისი, დეკაბრისტული იდეების არსებითი ზეგავლენის შესახებ სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. დოდაშვილისთვის, შეიძლება, მისაღები ყოფილიყო დეკაბრისტთა ზოგიერთი შეხედულება სოციალურ საკითხებზე, მაგრამ, ეს, ჯერ კიდევ არ იძლევა საფუძველს ვამტკიცოთ დეკაბრისტული იდეების არსებითი გავლენა სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობაზე. ჯერ ერთი, დოდაშვილის სოციალური შეხედულებები და, კერძოდ, მისი დამოკიდებულება ბატონყმობისადმი საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების ღრმა ანალიზის შედეგია. მეორე და მთავარი კი ისაა, რომ სოლომონ დოდაშვილისთვის უმთავრესი და უპირველესი იყო ეროვნული საკითხი. მის ნამოღვაწარში, სწორედ, ეროვნული საკითხს ექვემდებარებოდა ყველა დანარჩენი. დეკაბრისტებს კი, რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნების სრული ასიმილაცია უნდოდათ.

სოლომონ დოდაშვილი, გვიან შუასაუკუნეებში მოშლილი ქართული ფილოსოფიური სკოლის ამაღორძინებელი და მისი უდიდესი წარმომადგენელია. ნიშანდობლივია, რომ შალვა ნუცუბიძე დოდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის კვლევისას, ხაზგასმით ამბობს: „საკითხი - რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, პირდაპირაა დაკავშირებული საკითხთან, რა ადგილი ეკუთვნის სოლომონ დოდაშვილს მსოფლიო ფილოსოფიაში?“ შემდეგ, შალვა ნუცუბიძე გვაფრთხილებს: „ეს განდიდებად ნურავის მოეჩვენება, რადგან... ახალგაზრდა ქართველი მოაზროვნე თავისი ხანმოკლე, მაგრამ საკვირველი სიძლიერის მქონე, აზროვნების დასაწყისშივე თანამედროვე ევროპული აზროვნების სიმაღლეზე აღმოჩნდა და აქედან სცადა მან საკუთარი გზით წასვლა.“

მართალია, სოლომონ დოდაშვილი იოანე ხელაშვილისადმი მიწერილ წერილში თავის თავს, ხშირად უწოდებს „მორჩილ შვილს“, „მორჩილ მოწაფეს“, მაგრამ სინამდვილეში იგი ფილოსოფიაში, - და პოლიტიკაშიც,- არ აღმოჩნდა „მორჩილი მოწაფე“. იგი გასცდა იმ აზრს, რომ „ფილოსოფიაც არს უფროსღა ღვთისმეტყველება“.

კიტა კაციტაძის აზრით, დოდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები, არ იყო მოწყვეტილი მშობლიურ ნიადაგს, ვინაიდან გერმანული კლასიკური იდეალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ნეოპლატონიზმიც იყო. ნეოპლატონიზმი კი, როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე კვებავდა ქართულ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ აზროვნებას.

საერთოდ, სოლომონ დოდაშვილისთვის დამახასიათებელი იყო ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების მიღწევათა ქართული გააზრება. ამასთანავე, მან საქართველოში აღადგინა და ააღორძინა ჭეშმარიტი ფილოსოფოსობის ტრადიცია.

საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ დოდაშვილის მონაწილეობაზე 1832 წლის შეთქმულება.

თვითონ იდეა შეთქმულებისა, 1825 წელს ჩაისახა საქართველოდან გადასახლებული და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილების წრეში. 1827 წელს დოდაშვილის სამშობლოში დაბრუნების კვალდაკვალ შეთქმულების ცენტრმა საქართველოში გადმოინაცვლა. შეთქმულება იდეურადაც არ იყო ერთგვაროვანი. ერთი ჯგუფი - უმრავლესობა - ავითარებდა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების თვალსაზრისს. მეორე კი - სოლომონ დოდაშვილის მეთაურობით - პარლამენტარული სახელმწიფოს შექმნის იდეას იცავდა. და მაინც 1832 წლის შეთქმულების იდეურ ხელმძღვანელად დოდაშვილი უნდა ჩაითვალოს. მასვე ეკუთვნის, ტექსტი იმ მოწოდებისა, რომლითაც აჯანყების ორგანიზატორებს უნდა მიემართათ ხალხისთვის. ეს მოწოდება ქართული ეროვნული მოძრაობის შესანიშნავი დოკუმენტია (სრული ვერსია):


„ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან.

ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?!

მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!“

შეთქმულებისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველო ეროვნული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულ დაპატიმრებულ იქნა 145 კაცი. ეს იყო ქვეყნის ინტელექტუალური ნაღები და მისი განადგურება ეროვნული მოძრაობის უეჭველ დაღუპვას უქადდა.

შეთქმულები მთელ იმპერიაში გაფანტეს, მაგრამ მათმა აბსულუტურმა უმრავლესობამ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. საუბედუროდ, მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი. მას მიესაჯა სამუდამო გადასახლება და დაუწესდა უმკაცრესი მეთვალყურეობა. და აი, ავლაბრის ყაზარმებში 18 თვის პატიმრობის შემდეგ, ის ცოლშვილთან ერთად შორეულ ვიატკის გზას გაუყენეს. პეტერბურგში კი შეძრწუნებული და მუხლებზე დაცემული იონა ხელაშვილი მოსთქვამს და ჰგოდებს: „ვჰსტირ კაცსა მას სოლომონ დოდაშვილს... ვჰსტირ და ვგლოვობ დღეთა და ღამეთა შინა... განვილიენით, განვილიენით



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...