четверг, 11 марта 2021 г.

ალექსანდრ დიუმა (მამა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ალექსანდრ დიუმა (მამა)

 (მამა) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრ დიუმას მამა.

ალექსანდრ დიუმა 1802 წლის 24 ივლისს დაიბადა ვილერ-კოტრეს კომუნაშისუასონთან ახლოს (ენას დეპარტამენტიპიკარდიასაფრანგეთი).

ალექსანდრ დიუმას ბაბუა, მარკიზი ანტუან-ალექსანდრ დავი დე ლა პაიეტრი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრ.

მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრ ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.

თომა-ალექსანდრ გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრ დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრმა მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.

კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი“ (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა“ (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).

                                                           

ქანდაკება პარიჟში (1883)

1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.

1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრი ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დააარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859 წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.

გარდაიცვალა 1870 წლის 5 დეკემბერს, პიუის კომუნაში, დიეპთან ახლოს (ამჟამად დიეპის გარეუბანი, ზღვისპირა სენის დეპარტამეტიზემო ნორმანდიასაფრანგეთი)

იხ. ვიდეო ალექსანდრე დიუმა ქართველები უნაკლო ხალხია



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...