четверг, 3 июня 2021 г.

მერილინ მონრო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          მერილინ მონრო

                                                            ცნობილი სექს - სიმბოლო

 (ინგლ. Marilyn Monroe, დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson; დ. 1 ივნისი1926 — გ. 5 აგვისტო1962) — ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობიმომღერალიმოდელიჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.
იხ. ვიდეო მერლინ მორნოს გარდაცვალების შოკისმომგვრელი ვერსიები
იგი ცნობილი გახდა ფილმებში ნიაგარა (1953), ჯენტლმენებს ურჩევენ ქერებს (1953) და შვიდი წლის ქავილი (1955). კრიტიკოსების დამოკიდებულება მონროს შემოქმედებაზე სადავო იყო. მსახიობს მაყურებელი შეუყვარდა, სულელური, მაგრამ მომხიბვლელი ქერათმიანი სურათების თამაშით. ფილმში "ჯაზში მხოლოდ გოგონები არიან" (1959) მთავარი როლისთვის მონროს მიენიჭა ოქროს გლობუსის პრემია კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი ქალი - კომედია ან მიუზიკლი".
იხ. ვიდეო

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.

                                                                


                                                         მონრო, როგორც მოდელი პოზირებისას 1945წ

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.

                                                                                  

მონრო 1953წ-ს ნოემბერი

მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

იხ. ვიდეო






вторник, 1 июня 2021 г.

ჩარლი ჩაპლინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ჩარლი ჩაპლინი

                                                   

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (ინგლ. Sir Charles Spencer Chaplin Jr.; უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი ინგლ. Charlie Chaplin დ. 16 აპრილი1889 — გ. 25 დეკემბერი1977) — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“1914 წელს. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიანი ფილმის„ოცწუთიანი სიყვარულიდან“, მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დაგლას ფერბენკსისმერი პიკფორდისა და დევიდ უორკ გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია United Artists..

იხ. ვიდეო

1999 წელს ამერიკულმა ფილმის ინსტიტუტმა ჩაპლინი დაასახელა რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად2008 წელს მარტინ სიფი წიგნის, „ჩაპლინი: ცხოვრება“, განხილვაში წერს:


„ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
იხ. ვიდეო

ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთშილონდონი. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა . სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.

ჩარლზ უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო (მოგვიანებით უფროსმა ჩაპლინმა მეორე ცოლი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი შეეძინა) და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, პატარა ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთში.

მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და ამის გამო, იძულებული იყო 1896 წელს სცენა დაეტოვებინა. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში აღმოჩნდა. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიკური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა (1901 წელს). განკურნებულმა ჰანამ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შესძლო შვილების რჩენა და ამის გამო, ლამბეთის თავშესაფარს მიაშურა. მოგვიანებით, ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა, როცა დედამისს მოულოდნელად ხმა წაერთვა სიმღერის დროს. პატარა ჩარლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იხსნა წარმოდგენა ჩავარდნისაგან. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლიმ უკვე „მუდმივი“ სამსახურიც იშოვნა (ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველად, მხერხავებთან, ექიმის დამხმარედ, დამლაგებლად-თუმცა ასაკის გამო ყველგან დროებით)-თეატრში დაიწყო მსახიობად მუშაობას და მიიღო როლი სპექტაკლში „შერლოკ ჰოლმზი“. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა, ეს სამსახურიც არ დაეკარგა, რადგან გამართულად კითხვაც კი არ შეეძლო. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკში ჩარლი ვიოლინომ გაიტაცა და რეგულარულ მეცადინეობას მოჰკიდა ხელი, ხანდახან დღეში 16 საათის განმავლობაშიც კი. დამხმარე გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

იხ. ვიდეო



1908 წლიდან დაიწყო ჩარლის სამსახიობო კარიერა - მან მსახიობის როლი მიიღო ფრედ კარნოს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება მაკ სენეტი. ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, „კისტოუნში“ გადასაღებად. ჩარლის პირველი ფილმი იყო „ცხოვრების სახსარი“ 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს „კისტოუნს“ და გადადის „ესენეის სტუდიაში“.

1921 წელს აწყობს ევროტურს. მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით „City Lights“ („დიდი ქალაქის ჩირაღდნები“). ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით „Modern Times“.

1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მეგობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის „The Great Dictator“ რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …

1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს „Limelight“… ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში (Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) „The Gold Rush“ რომელიც 1925 წელს გადაიღო

ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928) 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჟელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე.  1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.

2009 წელს ჩარლი ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნა დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში„ემიგრანტი“ (1917), „ოქროს ციებცხელება“ (1925), „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ (1931), „ახალი დროება“ (1936), და „დიდი დიქტატორი“ (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი „აჩვენე ხალხს“ (1928). ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამუშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „ჩაპლინი“ (გადაღებული 1992 წელს)

ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში

понедельник, 31 мая 2021 г.

შეჯიბრი მარსზე ფრენებისთვის

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

         შეჯიბრი მარსზე ფრენებისთვის

                                  
შეჯიბრი სხვადასხვა ნაციანალური კოსმოსური სააგენტოებსა და კერძო კომპანიებს შორის მარსზე დაგეგმილი პილორიებული ფრენების მისიების სფეროში. ასევე მოიცავს მარსზე დაშვებისა და საცხოვრებელი ბაზის მშენებლობა. ძირითადად კოლონიზაციის იდეა ნაწილი სამცნიეროხასიათის არის. გამოვლენილია ცალკეული კომპანიები ერვნული სახელმწიფო სააგენტოსების მიერ ასევე ნასა, ცდილობს შეინარუნონ პარტნიორობა წამყვანს კერძო მოთამაშეებთან როგორიც არის  ,,SpaceX'' და სხვა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააყენა ამოცა ,, ნასას'' წინაშე, რომ 2030წ-ისთვის მარსზე განხორციელდეს პოლოტირებული ფრენა.
აღნიშნული მისასას წარამტებულად ახროციელებს კომპანია ,,SpaceX'' საგამოცდო კოსმოსური ხომალდ  ,,Starship '' SN - 15, და SN - 16 პროტოტიბების მიმიდნარე კვლევებით
                                                                   იხ. ვიდეო
ერთერთი მთავარ  კონტრაქტორი ასევე იყო კომპანია ,, ბონგი'' ნასა პოექტ Space Launch System, ასევე მონაწილეობს კომპანია Blue Origin განაცხდა , რომ მისი  რაკეტა მარაბელი «New Armstrong» და  «New Glenn» შესაძლებელია გამოყენებული იყოს პილოტირებული ფრენებისთვის  მარსზე,  BFR კომპანია SpaceX. მას შეუძლია მიიყვანოს კოსმოსმოსური  კონკურეციამდე მარსზე პილოტირებული ფრენებისთვის.

Virgin Galactic ასევე გამოთქვა ინტერესი მარსზე ფრენებზე.

SpaceX ამუშავებს მძიმე მატარებლებს BFR პირველის გაშვება  დაგეგმილია 2020-წწ დასაწყისში; პირველი სატვირთო ფრენა მარსზე დაგგემილია 2022 წისთვის; მარსზე პილოტირებული ფრენები დაგეგმილია 2024 სთვის. ასევ დაგეგმილია ბაზების აშენება მარსზე.



суббота, 29 мая 2021 г.

გაიზერიხი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               გაიზერიხი

გაიზერიხი მიერ რომის ძარცვა მხატვარი კარლ ბრილუვი
 
 გეიზერიხი, გენზერიხი (დ. 390 – გ. 477) – ვანდალების მეფე 428-477 წლებში. 429 წელს ვანდალები გაიზეიხის მეთაურობით ესპანეთიდან ჩრდილოეთ აფრიკაში შეიჭრნენ, 439 წელს აიღეს კართაგენი და იქ აჯანყებული მონებისა და კოლონების მხარდაჭერით შექმნეს თავიანთი სახელმწიფო (დედაქალაქი კართაგო). მათი ფლოტი დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდა. გაიზერიხმა დაიპყრო ასევე კორსიკა, სარდინია; 455 წელს დაანგრია და გაძარცვა რომი; ხოლო 461 და 468 წლებში გაანადგურა მის წინააღმდეგ გამოგზავნილი რომაელთა ფლოტი.
                                                                                            
გაიზერი ვერცხლის მონეტაზე
ჩრდილოეთ აფრიკაში ტახტზე გეიზერის ტახტის დროს რომის მთავრობისთვის შეიქმნა რთული ვითარება, სამხედრო ლიდერის ბონიფაციეს აჯანყება, ბერბერული ტომების შემოჭრა და სხვა სირთულეები. ამით ისარგებლეს ალანებმა და ვანდალებმა. გეიზერიხმა 80-ათასიანი არმიით 429 წლის მაისში გადაკვეთა გიბრალტარი და სერიოზული წინააღმდეგობა რომ არ ჰქონია, თინგისიდან კართაგენამდე მანძილი გაიარა წელიწადზე ნაკლებ დროში, ანუ დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი. ვანდალებმა აიღეს ქალაქები, მხოლოდ ცირტამ და კართაგენმა მოიგერიეს თავდასხმები. რომაელი სარდალი ბონიფაცი თავისი ჯარით გავიდა ქალაქ ჰიპონ-რეგიუსში, სადაც მან თოთხმეტი თვის განმავლობაში გაუძლო ალყას, 431 წლის ივლისამდე. შემდეგ მან დატოვა, დატოვა ქალაქი ალანებსა და ვანდალებს. ჰიპონ-რეგიუსი გახდა გეიზერიხის პირველი ჩრდილოეთ აფრიკის რეზიდენცია.
იხ. ვიდეო


пятница, 28 мая 2021 г.

კენ ტომფსონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                             კენ ტომფსონი

(დ. 4 თებერვალი1943) — კომპიუტერული მეცნიერებების ამერიკელი მკვლევარი, პროგრამისტი. ცხოვრების დიდი ნაწილი ტომფსონმა Bell Labs-ში მუშაობას დაუთმო, სადაც მან შეიმუშავა და დანერგა პირვანდელი Unix ოპერაციული სისტემა. გარდა ამისა, მან შეიმუშავა პროგრამირების B ენა, რომლის საფუძველზე შემდგომ შეიქმნა პროგრამირების С ენა. იყო ოპერაციული სისტემა Plan 9-ის შემქნელი და ადრეული შემმუშავებელი. 2006 წლიდან მუშაობდა კომპანია Google-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო Go პროგრამირების ენის შექმნაში.

სხვა გამოჩენილ წვლილს შორის, აღსანიშნავია კენ ტომფსონის მიერ რეგულარულ გამოსახულებებზე მუშაობა, ადრეული კომპიუტერული ტექსტური რედაქტორების QED-ისა და ed-ის შემუშავება, კოდირების UTF-8-ის განსაზღვრება. მუშაობდა კომპიუტერულ ჭადრაკზე, რომლის ფარგლებში შეიქმნა საჭადრაკო დაბოლოებების ცხრილური ბაზები და საჭადრაკო მანქანა Belle.

იხ. ვიდეო

კენეთ ტომფსონი დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-ორლეანში. კითხვაზე, თუ როგორ ისწავლა პროგრამირება, ტომფსონმა უპასუხა:


„ყოველთვის გატაცებული ვიყავი ლოგიკით და სკოლის დაწყებით კლასებშიც კი, ვმუშაობდი არითმეტიკულ პრობლემებზე ორობით სისტემაში. რაღაც მსგავსი. იმიტომ რომ გატაცებული ვიყავი.“

ტომფსონმა მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1965 წელს, ხოლო 1966 წელს — მაგისტრის ხარისხი. ორივე ხარისხი, ელექტრულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნირებებში, ტომფსონმა დაიცვა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, სადაც მისი თეზის მრჩევლად იყო მათემატიკოსიპროფესორი ელვინ ბერლეკემპი.

Bell Labs-ში კენ ტოფსონი სამუშაოდ აიყვანეს 1966 წელს. 60-იანებში ტომფსონი, დენის რიჩისთან ერთად მუშაობდა ოპერაციულ სისტემა Multics-ზე. Multics-ის წერის პროცესში, შეიმუშავა პროგრამირების ენა Bon. ასევე, შექმნა ვიდეო-თამაში Space Travel. მოგვიანებით Bell Labs-მა დატოვა Multics-ის პროექტი. იმისათვის, რომ გაეგრძელებინა თამაში, ტომფსონმა იპოვა ძველი PDP-7 მანქანა და ხელახლა დაწერა მასზე გასაშვებად Space Travel-ის თამაში. საბოლოოდ, ტომფსონის მიერ შემუშავებული ხელსაწყო გადაიქცა ოპერაციულ სისტემა Unix-ად: PDP-7-ზე მუშაობისას Bell Labs-ის მკვლევარებმა, ტოფსონისა და რიჩის ხელმძღვანელობით, ასევე რუდ ქენედეის მონაწილეობით, შეიმუშავეს იერარქიული ფაილური სისტემა (HFS), კომპიუტერების პროცესებისა და მოწყობილობის ფაილების კონცეპტები, საბრძანებო სტრიქონის ინტერპრეტატორი, არხსადენები პროცესათაშორისი კომუნიკაციის გასამარტივებლად, და სხვა მცირე დამხმარე პროგრამები. 1970 წელს, ბრაიან კერნიგენმა შესათავაზა სახელი „Unix“, „Multics“-ის სახელის კალამბურის სახით. Unix-ზე საწყისი მუშაობის შემდეგ, ტომფსონმა გადაწყვიტა, რომ Unix-ს ესაჭიროებოდა სისტემური პროგრამირების ენა, რის შედეგადაც მან შეიმუშავა პროგრამირების B ენა, რომელიც რიჩის C-ის წინამორბედი იყო.

1960-იან წლებში ტომფსონმა დაიყო რეგულარულ გამოსახულებებზე მუშაობა. მან შეიმუშავა QED ტექსტური რედაქტორის CTSS ვერსია, რომელიც შეიცავდა ტექსტის საძებნელად რეგულარულ გამოსახულებებს. QED-მა და ტომფსონის შემდგომაა რედაქტორმა ed-მა (Unix-ის სტანდარტული რედაქტორი) დიდი წვლილი შეიტანეს რეგულარული გამოსახულებების პოპულარიზებაში, და აქედან მოყოლებული რეგულარული გამოსახულებები გავცელებული გახდა Unix-ის ტექსტური დამუშავების პროგრამებში. თითქმის ყველა პროგრამა, რომელიც დღეისთვის რეგულარულ გამოსახულებებთან მუშაობს, იყენებს ტომფსონის გარკვეულ ჩანაწერს. მან ასევე შეიმუშავა ტომფსონის კონსტრუქციული ალგორითმი, რომლითაც ხორციელდება რეგულარული გამოსახულებების გარდაქმნა არადეტერმინირებულ სასრულ მანქანად, გამოსახულების შეწყვილების ასაჩქარებლად.

1970-იან წლებში კენ ტომფსონი დენის რიჩისთან ერთად მუშაობდნენ ოპერაციულ სისტემა Unix-ზე; მათი გავლენა Research Unix-ზე იმდენად დიდი იყო, რომ დაგ მაკილროიმ მოგვიანებით დაწერა:


„რიჩის და ტომფსონის სახელები, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაკავშირებულია ყველაფერთან, რასთანაც რამე სხვა არ არის.“

2011 წელს, ტომფსონმა განაცხადა, რომ Unix-ის პირველი ვერსია დაწერილ იქნა მის მიერ, ხოლო რიჩი დაეხმარა სისტემის ადვოკატირებასა და განვითარებაში:


„Unix-ის პირველი ორი, თუ სამი ვერსია მე, მარტომ გავაკეთე. დენისი კი მახარობელი გახდა. შემდეგ გადაწერილ იქნა მაღალი დონის ენაზე, რომელსაც შემდეგში ეწოდა С ენა. იგი ძირითადად მუშაობდა ენასა და შეტანა/გამოტანის სისტემაზე, მე კი ოპერაციული სისტემის დანარჩენზე. ეს იყო PDP-11-ისთვის, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, რადგან ეს იყო კომპიუტერი, რომელმაც აკადემიური საზოგადოება დაიპყრო“

ტომფსონის Unix-ის შემუშავებისას მიღებული გამოცდილება საკვანძო გამოდგა პროგრამირების C ენის შემუშავებისთვისაც. ტომფსონმა მოგვიანებით C ენის შესახებ განაცხადა:


„ის გაჩნდა სისტემის გადაწერის პროცესში, და ამგვარად, სისტემის დასაწერად საუკეთესოდ გადაიქცა“

1975 წელს ტომფსონმა Bell Labs-ში შემოქმედებითი შვებულება აიღო და თავის ალმა-მატერში, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში გაემგზავრა. იქ ტომფსონი ეხმარებოდა PDP-11/70-ზე Unix Version 6-ის დაყენება-გამართვაში. შემდგომში, ბერკლიში Unix-ი განავითარეს როგორც თავიანთი სისტემა და ცნობილი გახდა სახელით Berkeley Software Distribution (BSD).

1971 წელს კენ ტოფსონმა დაწერა ჭადრაკის მოთამაშე პროგრამა „ჭადრაკი“ Unix-ის პირველი ვერსიისთვის. შემდეგ, ჯოზეფ კონდონთან ერთად, ტოფსონმა შექმნა აპარატურულად ხელშეწყობილი პროგრამა Belle, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა საჭადარაკო კომპიუტერებში. ასევე, მან დაწერა საჭადრაკო დაბოლოებების (ენდშპილი) სრული აღრიცხვის პროგრამები, რომლებიც ცნობილია თამაშის დაბოლოებათა ცხრილების სახელით, ყველა 4, 5 და 6 ნაწილიანი ენდშპილისათვის, რომელიც მოთამაშე მანქანას საშალებას აძლევს შეასრულოს „იდეალური“ სვლები, მას შემდეგ რაც მიღწეული იქნება პროგრამაში შენახული პოზიცია. მოგვიანებით, ტოფსონმა, საჭადრაკო დაბოლოებათა ექსპერტის, ჯონ როიკროფტის დახმარებით თავისი პირველი საენდშპილო შედეგები გაავრცელა CD-ROM-ით. 2001 წელს, კომპიუტერულ თამაშობათა აკადემიურმა ჟურნალმა ICGA Journal, თითქმის სრული გამოცემა მიუძღვნა კენ ტოფსონის სხვადასხვა სახის წვლილს კომპიუტერული ჭადრაკში.

1980-იანები

XX საუკუნის 80-იან წლებში ტომფსონი და დენის რიჩი განაგრძობდნენ Research Unix-ზე მუშაობას, რომელმაც მე-8, მე-9 და მე-10 გამოცემაში შთანთქა BSD-ის კოდური ბაზაც. 80-იანების შუა წლებში, Bell Labs-ში მუშაობა დაიწყო ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა Unix-ის სისტემა. ტომფსონმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Bell Labs-ის ახალი ოპერაციული სისტემის, Plan 9-ის პროექტის შემუშავებასა და მის დანერგვაში. Plan 9 იზიარებდა Unix-ის ძირითადი პრინციპებს სრულად, თუმცა, მათ უფრო ფართოდ იყენებდა ყველა ძირითადი სისტემური საშუალებისთვის. ზოგიერთი პროგრამა, რომელიც Research Unix-ის გვიანი ვერსიების ნაწილი იყო, მაგალითად mk და rc, ჩართულ იქნა ასევე Plan 9-ში.

ტომფსონი მონაწილეობდა ბიარნე სტროუსტრუპის შემუშავებული C++ პროგრამირების ენის ადრეული ვერსიების ცდაში. ამ მიზნით, ტომფსონი C++ ენაზე წერდა თავის პროგრამებს, თუმცა, მოგვიანებით უარი განაცხადა ტესტირებაზე, რადგან ხშირი იყო ენის ვერსიებს შორის შეუთავსებლობა. 2009 წელს ტოფსონმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა C++ ენის მიმართ და განაცხადა, რომ „იგი ბევრ რამეს ნახევრად კარგად აკეთებს და უბრალოდ არის ურთიერთგამომრიცხავი იდეების ნაგვის გროვა“.

1990-იანები

1992 წელს ტომფსონმა, რობ პაიკთან ერთად, შეიმუშავა კოდირების სქემა UTF-8, რომელიც მსოფლიო აბლაბუდაში სიმბოლოების კოდირების დომინატურ სისტემად იქცა. 2019 წლისთვის ვებ-გვერდების 90% იყენებს UTF-8 კოდირებას.

1990-იანებში მუშაობა დაიწყო ოპერაციულ სისტემა Inferno-ზე, კიდევ ერთ კვლევით ოპერაციული სისტემაზე, რომელიც ეფუძნებოდა ვირტუალურ მანქანაზე. კენ ტომფსონი და დენის რიჩი Inferno-ს პროექტშიც შეჰქონდათ წვლილი, Bell Labs-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად.

2000-იანები

2000 წლის ბოლოს, ტომფსონი გათავისუფლდა Bell Labs-იდან და მუშაობა განაგრძო Entrisphere Inc-ში მეცნიერმუშაკის თანამდებობაზე, სადაც 2006 წლამდე იმყოფებოდა. აჟამად ტომფსონი მუშაობს კომპანია Google-ში დამსახურებელი ინჟინრის თანამდებობაზე. ბოლო დროინდელი მისი მუშაობა მოიცავდა პროგრამირების ენა Go-ს პროექტირებას. Go-ს ორიგინალურ ავტორებთან ერთად საკუთარი თავის მოხსენიებით, ტომფსონი ამბობს:


„როდესაც სამმა ჩვენგანმა [კენ ტომფსონი, რობ პაიკი, რობერტ გრიზმერი] დავიწყეთ, ეს წმინდა წლის კვლევა იყო. სამი ჩვენგანი შეიკრიბა და გადავწყვიტეთ, რომ გვძულდა C++. [იცინის]... [Go-ს რომ დავბრუნდეთ,] ჩვენ დავიწყეთ იმ აზრით, რომ ჩვენ სამივეს გვჭირდება ენის თითოეულ ფუნქციაზე ლაპარაკი, ამიტომ, ენაში უცხო ნაგავი არავითარი მიზეზით არ ჩადებულა“

2009 წლის ინტერვიუს მიხედვით, ამჟამად ტომფსონი იყენებს Linux-ზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემა

მორიელები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                            მორიელები    


 უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდითგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. „იმპერატორი“, რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ.

მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან ფეხსახსრიანების ტიპის არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.

იხ. ვიდეო 5 ყველაზე სასისი მორიელები რათქმა უნდა ყველა მორილი არ არის საშიში

მორილები - ყველაზე უძველესი წარმოამდგენლები არიან ობობასნაირების ყველაზე ადრეული ნამარხები სილურული სისტემის პალეოზური პერიოდით  თარიღდება. მორიელებს ხუთი წყვილი კიდური აქვთ, რომელთგანაც ოთხი სასიარულოა, ხოლო დანარჩენი მარწუხები. მათი დახმარებით, მორიელი ადვილად იჭერს მსხვერპლს. სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, მათ პირის მიდამოებში გააჩნიათ წყვილი მარწუხებისა. სხეულის ქვედა ნაწილში მორიელებს აღენიშნებათ გარკვეული წანაზარდები, რომლებსაც pectin-ები ჰქვიათ,და მათი დანიშნულება მიწის ვიბრაციის შეგრძნებაა.Pectin-ები მორიელის კორდინაციის უმნიშვნელოვანესი ორგანოა.მორიელთა შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე.

იხ. ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ არაქნიდებს პატარა სხეული, გარეგანი ჩონჩხი და ბევრი კიდური აქვთ, ისინი მწერებში არ უნდა შეგვეშალოს. მწერებს ექვსი კიდური აქვთ, ხოლო მორიელებსა და ობობებს - რვა. ბევრი მწერისაგან განსხვავებით, მორიელს არ გააჩნია საცეცები, რომელიც გამოიყენება გარემოს აღქმისათვის. მორიელი ღამით ნადირობს, მთელი დღის განმავლობაში კი იმალება ფოთლების ქვეშ ან ქვების ნაპრალებში. ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, რადგან მათი ძირითადი მსხვერპლი-ტარაკნები და ჭრიჭინებია, რომლებიც ასევე ღამით „ფუნქციონირებენ“. მორიელი ადამიანისთვის ძალიან საშიშია, რადგან მან შეიძლება დღისით თავშესაფარი იპოვოს ფეხსაცმელში ან ზურგჩანთაში და სასიკვდილო ნაკბენი მიაყენოს ადამიანს მისი აღმოჩენის შემთხვევაში.

                                                                        

მორიელზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი კუდი იკეცება მთლიანი სხეულის გასწვრივ და ნესტრის საშუალებით თავს ესხმის მტერს. მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი, ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე, როგორც ბზიკის ნაკბენს, თუმცა ძალიან მტკივნეულია. მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა. იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს. ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს. მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი, რამდენიმე საათში კი-ადამიანი, ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. მორიელის მსხვერპლს შეიძლება გაუკეთდეს ანტივენინი(ანტივირუსი), რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა გადარჩენის შანსს. მართალია, მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ, მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან, გრენლანდიის, ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა. ევროპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე, ბრიტანულ კუნძულებზე კი ვხვდებით მორიელის ისეთ სახეობას, როგორიცაა Euscorpius flavicuadis, რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.ნადირობისას მორიელი მსხვერპლის ადგილმდებარეობას იგებს მიწის ვიბრაციის გათვალისწინებით. მიახლოებისას იგი ხტება მსხვერპლის მიმართულებით და „კლანჭებით“ იჭერს მას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მორიელი კეცავს კუდს და ნესტრით განგმირავს მსხვერპლს. მორიელის პირი პატარა ზომისაა, ამიტომ მას საკვებად დიდი დრო სჭირდება. იგი აქუცმაცებს მსხვერპლს და ისე მიირთმევს, შემდგომ კი შეიწოვს რბილ ქსოვილებს და წვენს. მორიელის საკვების მომნელებელი სისტემა ძალიან ეფეკტურია, ამიტომ არ ესაჭიროება ყოველდღიური კვება. მას უნარი აქვს კვების დროს მიღებული სითხე დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ორგანიზმში, ამიტომ წყალს იშვიათად სვამს.

დედის ზურგზე შეგროვილი ახალშობილი მორიელები

მორიელების შეჯვარების პროცესი ცეკვას ჰგავს და რამდენიმე საათს გრძელდება. მამალ მორიელს დედალი კიდურებში ჰყავს დაჭერილი და ასეთნაირად ატრიალებს. შემდგომ მამალი სპერმას აფრქვევს მიწაზე, საითკენაც მიუძღვება დედალს, რომელიც თავისი გენიტალიებით იწოვს მას. მორიელები რამდენიმეჯერ ჯვარდებიან, ხოლო გადმოფრქვეული სპერმა დიდხანს ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს. მას შეუძლია გაანაყოფიეროს რამდენიმე დედალი მორიელი. დედალი მორიელის სანაყოფე ორგანოში კვერცხები ინახება ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იბადებიან ახალშობილი მორიელები. სახეობების მიხედვით, მორიელები შობენ ერთიდან 100-მდე მორიელს. ბევრი ახალშობილის გაჩენას ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღე სჭირდება. ჩვეულებრივ კი, მორიელი მშობიარობს ორ ეტაპად და ეს პროცესი 24 საათს გრძელდება, ხშირ შემთხვევაში ღამით. იბადება ცოცხალი ახალშობილები, რომელებიც სიცოცხლის პირველ დღეებს დედის ზურგზე ატარებენ. მას შემდეგ, რაც პატარები კანს იცვლიან და უვითარდებათ ახალი, მკვრივი გარეგანი ჩონჩხი, მათ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ.

მეცნიერები თვლიან, რომ მორიელების წინაპრები ცხოვრობდნენ წყალში და შემდეგ მოახდინეს ადაპტირება ხმელეთთან. აღმოჩენილი ყველაზე უძველესი არაქნიდის ჩონჩხი თარიღდება 400 მილიონი წლით და სხეულის ფორმით ძალიან ჰგავს „თანამედროვე“ მორიელებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მორიელის სხეულის დიზაინი იმდენად სრულყოფილია, რომ მას არ დასჭირვებია გარემოსთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განცდა. ფსევდომორიელები არიან პატარა ზომის არაქნიდები, რომლებიც გამოიყურებიან, როგორც პაწაწინა მორიელები. მათი 2000-მდე სახეობა არსებობს, თუმცა არც ეთი არ არის საშიში ადამიანისთვის, რადგან არ გააჩნიათ ნესტარი. მსხვერპლს კლავენ მარწუხებიდან გამოყოფილი შხამით. ზომით საშუალოდ 8 მმ-ს აღწევენ. ფსევდომორიელები, ობობების მსგავსად, რთავენ ქსელის ძაფებს, რომლისგანაც ქსოვენ ჭუპრებს, სადაც დედალი დებს კვერცხს. ახალშობილი ფსევდომორიელები ქსელის ძაფის საშუალებით ამზადებენ ბუდეებს. ე. წ. მათრახიანი მორიელები თავის ჯგუფში 150-მდე არაქნიდს აერთიანებენ. ასეთი სახელი მათ მიიღეს იმის გამო, რომ ზოგიერთის სხეული ბოლოვდება მათრახისმაგვარი კუდით. ისინი მსხვერპლს აშხაპებენ სითხეს, რომლის ძირითადი შემადგენელია ძმარმჟავა. არსებობს ასევე ე. წ. მიკრომათრახიანი მორიელები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

მორიელი კულტურაში გამოსახულება გვხდება ძველი ეგვიპტის ფარაონების სამარხებზე.

გვიპტის მორიელი (ეგვიპტის სერკი) ითვლებოდა ქალღმერთი სელკეტის (ან სალკეტის განსახიერებად.

                                                                  

ძველეგვიპტური ქალღმერთი სელკეტი

მორიელის ნიშანია ასევე ზოდიაქოა. 





среда, 26 мая 2021 г.

ქცევა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ქცევა                                           

 გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა. ქცევის ანალიზისა განასხვავებენ ქცევის სუბიექტს (რომელსაც აქვს განსაზღვრული ორგანიზაცია), ქცევის ობიექტს (რომლისკენაც მიმართულია ქცევა), ქცევის გარკვეულ პროგრამასა და მისი შესრულების ეფექტურობის შეფასების მექანიზმს. ორგანიზაციის ტიპის მიხედვით ასხვავებენ ქცევის ბიოლოგიურფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებს.

ქცევის მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო. თავდაპირველად შესწავლის ობიექტი იყო ცხოველთა ქცევა, ძირითადად განიხილავდნენ ინდივიდისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების მექანიზმს. ამ მექანიზმს ხსნიდნენ კლასიკური რეფლექტორული თეორიის საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისა და მისი რეგულაციის პრინციპების დადგენა. ქცევის უფრო ფართო ბიოლოგიური შესწავლა დაკავშირებულია ეთოლოგიის და მასთან ახლო მდგომი დისციპლინების — ზოოფსიქოლოგიის და ქცევის გენეტიკის განვითარებასთან. ეთოლოგებმა არსებითად განიხილეს ქცევის ორი ძირითადი კომპონენტი — მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მყარი სტრუქტურები და მასზე დაფუძნებული ქცევის ფუნქციური სქემები (გამოცდილების ახალი სიტუაციის მიმართ ექსტრაპოლაციის უნარი).

ფსიქოლოგიაში ქცევა ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. ბიჰევიორიზმმა კი ფსიქიკის შესწავლა ქცევის შესწავლაზე დაიყვანა. ფსიქოლოგიაში უმთავრესად განიხილავენ ქცევის აღმძვრელ წყაროს, მიზნისა და მოტივის პრობლემას. მათი თავისებურებების მიხედვით განსხვავებულად განიხილება ცხოველისა და ადამიანის ქცევა.

იხ. ვიდეო





კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...