среда, 1 мая 2019 г.

                                  თრაკია

                                   
                  გაყოფა თრაკიის ბულგარეთს, საბერძნეთსა და თურქეთს შორის 1923წ-ს შემდეგ

(ბერძნ.: Θρᾴκη, Thrákē, ბულგ.: Тракия, თურქ.: Trakya; ლათ.: Thracia ან Threcia) — ისტორიულ-გეოგრაფიული არეა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ამჟამად ისტორიული თრაკეას რეგიონი მოიცავს სამხრეთ ბულგარეთს (ჩრდ. თრაკეა), ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთს (დასავლეთ თრაკეა), და თურქეთის ევროპულ ნაწილს (აღმ. თრაკეა). თრაკეა სამ ზღვას შუა მდებარეობდა: შავიეგეოსის და მარმარისის ზღვები. თურქეთში მას რუმელიასაც უწოდებენ. ძველი თრაკეა (ანუ ტერიტორია სადაც ეთნიკური თრაკიელები ცხოვრობდნენ) ასევე მოიცავდა ჩრდილოეთ ბულგარეთს და აღმოსავლეთ სერბეთსა და მაკედონიის ნაწილებს. გაიყო 1923წ-ის 24 ივნისს ლოზანის ხელშეკრულებით სახლემწიფოს შორის: ბულგარეთი (ჩრდ.თრაკია, ასევე ზემო თრაკიის დაბლობი) საბერძნეთი (დღევანდელი საბერძენთის პროვინცია თრაკია) და თურქეთი , რ-იც გადავიდა აღმოსავლეთ თრაკია უდიდესი მეგაპოლისის რეგიონით - სტამბული
გეოგრაფიული ცენტრში თრაკიის მდებარეობს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი ედირნე (ისტორიული ადრიანაპოლისი). დღეისთვის რეგიონში ცხოვრობს დაახლ 13 მლნ ადამიანი 10 მლნ. თურქი, 1 მლნ. ბულგარელი და 0,2 მლნ. ბერძნები.
იხ. ვიდეო
უძველეს თრაკიაში - მაღალ მთიან რეგიონში იყო დასახლებული პელასგები.
 (ძვ. ბერძნ. Θρᾷκεςლათ. Thraci) — პროტო-ინდოევროპული ტომების ჯგუფი, რომლებიც სახლობდნენ ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მათ ესაზღვრებოდნენ სკვითები ჩრდილოეთიდან, კელტები და ილირიელები დასავლეთიდან, ძველი საბერძნეთი სამხრეთიდან და შავი ზღვა აღმოსავლეთიდან. ისინი საუბრობდნენ თრაკიულად, რომელიც ინდოევროპული ენების ოჯახს განეკუთვნებოდა. თრაკიელების და მათი კულტურის შესწავლას თრაკოლოგია ეწოდება.
თრაკიელი პელტასტი, ძვ. წ. აღ. V-IV საუკუნეები


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...