понедельник, 20 мая 2019 г.

                                                                ჭანეთი
                   
 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთისა და ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომით — ჭანებით.
III-IV საუკუნეებში მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც თიანიკე.
VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, თუმცა მისი აღმოსავლეთ ნაწილი სამცხის სამთავროსშემადგენლობაში იყო. 1461 წელს ტრაპიზონის იმპერია ჭანეთის ნაწილითურთ (შუა და დასავლეთი ჭანეთი) ოსმალეთმა დაიპყრო. 1463-1502 წლებში ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილი გურიის სამთავროსშემადგენლობაშია, 1502-1535 წლებში — სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში, 1535-47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა.
1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, ოსმალეთმა დათმო ჭანეთის ნაწილი, ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც ამჟამად შედის საქართველოს შემადგენლობაში.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...