воскресенье, 12 мая 2019 г.

აალება

                                     აალება

                                                             
                                                                                ასანთის აალება
 საწვავი ნივთიერების ანთება სითბოს წყაროს (ალის, ელექტრული ნაპერწკლის, გახურებული სხეულის) შეხებით. აალებას გარეგანი სითბოს წყაროს გარეშე თვითაალება ჰქვია.აალების უნარი აქვს საწვავი აირების ნარევებს:მეთანსა და ჰაერის ან ჟანგბადის,ბენზინის ორთქლის და ჰაერის,წყალბადის და ჟანგბადის,წყალბადის და ქლორის და სხვა ნარევებს.სითხეების აალებას წინ უსწრებს სითხის აორთქლება და ორთქლის ჰაერთან შერევა. იწვის არა სითხე(სპირტიბენზინი), არამედ მისი ორთქლი.ტემპერატურას, რომელზედაც გახურებულ ზედაპირთან კონტქტში მყოფი ნივთიერება ალდება, აალების ტემპერატურა ეწოდება.
ცეცხლის ათვისებამ დიდი როლი ითამაშა ადამიანის განვითარებაში ცივილიზაციად. ცეცხლმა გაუხსნა ადამიანებს შესაძლებლობა თერმული დამუშავება საჭმლის და გათბობა საცხოვებლების - განვითარება მეტალურგიის, ენერგიის და შექმნა უფრო ახალი, თანამედროვე ინსტრუმენეტების და ტეხნოლოგიების. წვის მართვის პროცესებზე დგას ძრავები ავტომანქანების, თვიტმფრინავებისა და გემებისა და რაკეტების.
იხ. ვიდეო

ადრეული ადამიანების მიერ ცეცხლის მართვა

                                                         
ჰომო ერექტუსი - ცნობილია, როგორც ყველაზე ადრეული ადამიანის სახეობა, რომელმაც ისწავლა ცეცხლთან მოპყრობ
 მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანთა ევოლუციის სოციოკულტურულ ევოლუციაში. ამან კაცობრიობას საშუალება მისცა, ცეცხლზე დაემზადებინა საკვები, მოეპოვებინა სითბო და საკუთარი თავი დაეცვა. ცეცხლის მოპოვებით ღამის ბნელ და ცივ პერიოდში ადამიანის აქტიურობა გაიზარდა. ამით იგი უკვე თავს იცავდა მტაცებლებისგან და მწერებისგან.
ცეცხლის მასშტაბურად მართვის დადასტურება დაახლოებით 125.000 და მეტი წლის არის.  ჰომო ერექტუსის მიერ 400.000 წლის წინ ცეცხლის მართვის დადასტურება სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, ხოლო უფრო ადრინდელ პერიოდში მისი გამოყენების მტკიცებულებები მცდარი ან ბოლომდე გამოუკვლეველია
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...