вторник, 14 мая 2019 г.

მშენებლობის ნებართვა

               მშენებლობის ნებართვა

                                           
                       ავტოფარეხის ნებართვა გაცემული 1932 წელს, ბერლინიგერმანია
 ნებართვის სპეციფიკური სახე, რომელიც საჭიროა მშენებლობის განხორციელებისთვის. ნებართვის გარეშე მშენებლობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით ისჯება სხვადასხვა საჯარიმოსანქციებით, მათ შორის უნებართვოდ აშენებული ობიექტის ნაწილობრივი ან სრული დემონტაჟით. მშენებლობის ნებართვა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი, ვადიანი ან უვადო. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამა, თუ იმ ადმინისტრაციული ან მასზე დაქვემდებარებული ორგანოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიზანი, როგორც წესი არის სხვადასხვა ტერიტორიებზე მიმდინარე მშენებლობებზე კონტროლის განხორციელება, მათი მოწესრიგებისა და გეგმაზომიერი განვითარებისთვის. ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა ასევე მოიცავს მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობასაც და დასრულებული ობიექტის ვარგისად აღიარებასაც.
იხ.ვიდეო

საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემას არეგულირებს საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და მის საფუძველზე მოქმედი საქართველოს მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ (№57, 24 მარტი2009), რომლის მიხედვითაც საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით:
უშუალოდ მშენებლობის წარმოების კონტროლი ხორციელდება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით 
იხ. ვიდეო

მშენებლობის ნებართვის გაცმცემი ადმინისტრაციული ორგანოები

რესპუბლიკის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი, ხოლო ადგილობრივ დონეზე - შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი/აღმასრულებელი ორგანოები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. ამასთან, მათი კომპეტენცია გამიჯნულია, მაგალითად: V კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვას გასცემს და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას აწარმოებს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი, ხოლო დანარჩენ კლასებზე ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია.

მშენებლობის ნებართვის გაცემის/მიღების ზოგადი წესი

ზოგადად, მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდება სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. სტადიები და მათი ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
  • I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რაც გულისხმობს ქალაქთმშენებლობითი პირობების და პარამეტრების განსაზღვრას კონკრეტული სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის. წარმოება მიმდინარეობს არა უმეტეს 15 სამუშაო დღისა;
  • II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო გეგმარის (პროექტის) შეთანხმება, გულისხმობს არქიტექტურული გეგმარის, სამშენებლო გეგმარის ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმებას. წარმოება მიმდინარეობს არა უმეტეს 20 სამუშაო დღისა;
  • III სტადია – უშუალოდ სანებართვო მოწმობის გაცემა – არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა.
ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და წარმოების დასრულებისას გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
  1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ;
  2. არქიტექტურული პროექტის (და ა. შ.) შეთანხმების შესახებ;
  3. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.
შესაძლებელია ნებართვის მიღება გამარტივებული წესითაც (წარმოება არა უმეტეს 50 სამუშაო დღისა):
  1. I სტადიის გავლის შემდეგ, II-III სტადიების გაერთიანებით;
  2. ყველა სტადიის გაერთიანებით.
ასეთ შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ერთად. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ დოკუმენტაცია, რომელიც მომზადდა პირველი ეტაპის გარეშე, იყოს შეუსაბამო მასთან და დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღოს ნებართვა პირველივე მიმართვისას

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...