воскресенье, 5 мая 2019 г.

                დამოუკიდებელ სახელმწიფოთა                                        თანამეგობრობა

                                         Flag of the CIS
 (რუს. Содружество Независимых Государств - СНГ) საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ალიანსი, შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან: აზერბაიჯანიბელარუსითურქმენეთიმოლდოვასომხეთირუსეთიტაჯიკეთიუზბეკეთიყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.
იხ.ვიდეო

დსთ-ს შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოხდა და რუსეთის ლიდერთა მტკიცებით მისი დანიშნულება საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ცივილური განქორწინების განხორციელება უნდა ყოფილიყო. თუმცა მრავალ დამკვირვებელთა აზრით დსთ -ს რუსეთისთვის საშუალება უნდა მიეცა შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. თანამეგობრობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მისმა წევრებმა მრავალ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი ეკონომიკის, თავდაცვისა და საგაერო პოლიტიკის ინტეგრაციისა და კოოპერაციის თაობაზე. პოპულარული წარმოდგენის მიუხედავად დსთ კონფედერაცია არ არის.
2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან. ამას წინ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირება უძღოდა. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთია, რომელიც დსთ-ს წევრი არ არის.
იხ.ვიდეო 




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...