среда, 8 мая 2019 г.

                             შრომის                                              საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)                              ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу შრომის                                              საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) 

                        ILO – არის  იხ ლიკზე გაერო-ს სპეციალიზებული ორგანო, რომელიც არეგულირებს მშრომელთა ურთიერთობებს. დღევანდელი მონაცემებით, ILO-ს ჰყავს 180 წევრი სახელმწიფო. 1920 წლიდან მისი შტაბ-ოფისი არის ჟენევაში.
ILO შეიქმნა 1919 წელს, ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე, ერთა ლიგის სტრუქტურული ნაწილის სახით. 1946 წელს იგი გახდა გაერო-ს პირველი სპეციალიზებული სააგენტო.
ILO-ს ჩამოყალიბების ძირითადი 3 მიზეზია: 
•          პოლიტიკური – ILO -ს შექმნის მიზეზი გახდა რუსეთისა და ევროპული ქვეყნების რევოლუციები. საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ILO -ს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს შექმნათ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა მსოფლიოს სოციალურ პროგრესს, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის სოციალური მშვიდობის დამყარებასა და ევოლუციური გზით სოციალური პრობლემების მოგვარებას;
•          სოციალური – მშრომელთა მძიმე და მიუღებელი შრომისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
•          ეკონომიკური – ცალკეული ქვეყნების სწრაფვამ მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გამოიწვია ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა. ამ ყოველივემ შეაფერხა კონკურენტუნარიანი ბრძოლა, რაც მოითხოვდა სოციალური პრობლემების მოგვარებას.
ILO-ს განსაკუთრებული მახასიათებელია ტრიპარტიზმი – მისი სამმხრივი სტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობებს, მშრომელთა ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს შორის. აღსანისნავია, რომ ამ სამი ჯგუფის დელეგატებს ერთნაირი უფლებები აქვთ.
ILO-ს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს შრომის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველ წელს, ივნისის თვეში ტარდება. მის შემადგენლობაში შედიან წევრი სახელმწიფოების დელეგატები: მთავრობა (2 წარმომადგენელი), მშრომელთა ორგანიზაცია (1 წარმომადგენელი), დამსაქმებლები (1 წარმომადგენელი).
შრომის საერთაშორისო კონფერენციებს შორის ILO-ს საქმიანობას აწარმოებს ადმინისტრაციული საბჭო, რომელიც სხდომებს წელიწადში სამჯერ ატარებს. ამ საბჭოს საქმიანობაა ორგანიზაციის პოლიტიკის, პროგრამებისა და ბიუჯეტის შემუშავება, რასაც შემდგომში შრომის საერთაშორისო კონფერენცია ამტკიცებს. საბჭო, ასევე, ირჩევს შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს.
შრომის საერთაშორისო ბიურო არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი სექტორი, მისი შტაბ-ბინა, კვლევითი ცენტრი და გამომცემლობა. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს ირჩევენ ხუთ წელიწადში ერთხელ. ჟენევის შტაბ-ბინის გარდა, ამ ორგანიზაციას ჰყავს წარმომადგენლობები მთელ მსოფლში (სულ 40 წარმომადგენლობა) და 2500 თანამშრომელი.
იხ.ვიდეო

შრომის საერთაშორისო ბიუროს ძირითადი შემადგენელი ნაწილებია:
დამსაქმებელთა საქმიანობის ბიურო, მშრომელთა საქმიანობის ბიურო, მთავრობის საქმიანობის, კანონმდებლობისა და შრომის ადმინისტრაციის დეპარტამენტი.
ILO ამუშავებს და იღებს კონვენციებსა და რეკომენდაციებს.
ILO-ს პირველი გენერალური დირექტორი და ILO-ს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ალბერტ ტომა. 1999 წლიდან დღემდე, ILO-ს გენერალური დირექტორია ხუან სომავია.
თავის საქმიანობაში ILO ხელმძღვანელობს 4 სტრატეგიული მიზნით:
•          შრომის სფეროში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების გატარება და განვითარება;
•          ხარისხიანი დასაქმებისა და შემოსავლების საუკეთესო შესაძლებლობების შექმა ქალებისა და მამაკაცებისათვის;
•          სოციალური დაცვის გაფართოება;
•          ტრიპარტიზმისა და სოციალური დიალოგის გაძლიერება.
ILO-ს განყოფილებები და ოფისებია:
•          დამსაქმებელთა სექტორი;
•          სოციალური სექტორი;
•          სოციალური დაცვის სექტორი;
•          მენეჯმენტი და ადმინისტრაცია;
•          გენერალური დირექტორის მოხსენებების სექტორი;
•          რეგიონული და ტექნიკური თანამშრომლობა.
ILO მჭიდროდ თანამშრომლობს პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციასთან და აქვს საკონსულტაციო სტატუსი გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან, ასევე, თანამშრომლობს სპეციალურ სააგენტოებთან, როგორიცაა: UNEშჩO, FAO და ა.შ. ძირითადი კონტაქტები აქვს დამყარებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან.
ILO და სოციალური დაცვა
მსოფლიო მოსახლების მხოლოდ 20%-ია დაცული სამუშაო ადგილებზე, რაც ძალიან მძიმე სურათს გვაძლევს. ეს სიტუაცია ეკონომიკური განვითარების დონეზეც აისახება. საშუალო განვითარების ქვეყნებში, დასაქმებულების დაახლოებით 10% სოციალური უსაფრთხოების პრობლემის წინაშე დგას.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს სტანდარტების მიხედვით, სოციალური დაცვა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ფართოდაა აღიარებული, რომ სოციალური დაცვა ადამიანის კეთილდღეობას უნდა განაპირობებდეს. აუცილებელია სოციალური კონსენსუსის მიღწევა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, რათა დამყარდეს სოციალური მშვიდობა და გაუმჯობესდეს ეკონომიკის ზრდა.
სოციალური დაცვა არის ღირსეული შრომის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და ეს განსაზღვრავს ILO-ს მუშაობას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან, ILO ახორციელებს აქტიურ პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი წევრების სოციალურ დაცვას სამუშაო ადგილებზე. მისი ძალისხმევა მიგრანტი მშრომელების სოციალური დაიცვისკენაც არის მიმართული.
ILO და სოციალური დიალოგი
ILO განსაზღვრავს სოციალური დიალოგის ყველა ტიპს, სადაც შედის მოლაპარაკებების წარმოება, კონსულტაციები და ინფორმაციების გაცვლა მთავრობის წარმომადგენლებს, დამსაქმებულებისა და მშრომელებს შორის.  ეფექტური სოციალური დიალოგი დამოკიდებულია:
•          ფუნდამენტური უფლებების პატივისცემასა და კოლექტიური მოლაპარაკებების თავისუფლად წარმოებაზე;
•          ძლიერ, დამოუკიდებელ მშრომელთა ორგანიზაციებზე, რომლებიც მონაწილეობენ სოციალურ დიალოგში;
•          მიღწეულ ინსტიტუციონალურ მხარდაჭერაზე.
სოციალური დიალოგის ძირითადი მიზანია დემოკრატიული კონსენსუსის მიღწევა სამუშაო ადგილებზე. წარმატებული სოციალური დიალოგის სტრუქტურასა და პროცესებს აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს ეკონომიკური და სოციალური საკითხები და დაიცვას ადამიანის უფლებები.
იხ.ვიდეოდ

გლობალური სამუშაო პაქტი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ხუან სომავიამ მხარი დაუჭირა დიდი რვიანის შეხვედრას იტალიაში, სადაც განიხილეს “გლობალური სამუშაო პაქტი”, რომელსაც ხელი მოაწერეს მთავრობებმა, დამსაქმებლებმა და მშრომელებმა.
”გლობალური პაქტისთვის დიდი რვიანის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი ძირითადი საფეხური კრიზისის დასაძლევად,” – განაცხადა ბატონმა სომავიამ. თავის გამოსვლაში მან, ასევე, აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიესალმება დიდი რვიანის პასუხისმგებლობას, “დაიცვას ადამიანის უფლებები და ერთობლივად დაძლიოს არსებული კრიზისი”.
იხ. ვიდეო

აღსანიშნავია, რომ ეს პაქტი მოუწოდებს მთავრობებს, მუშაკთა წამომადგენელ ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს, ერთად იმუშაონ გლობალური სამუშაო კრიზისის მოსაგვარებლად, ILO-ს ღირსეული შრომის დღის წესრიგის თანხლებით.
ბატონი სომავია, ასევე, მიესლმება G8-ის დეკლარაციას, რომელსაც მხარი დაუჭირა “… საერთაოშორისო ორგანიზაციებმა, ნაწილობრივ მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ”.
ხუან სომავიამ განაცხადა, რომ პაქტის ძირითადი მიზანია, შეამციროს წლები მზარდი განვითარებისა და დასაქმების გაუმჯობესებას შორის. გლობალური სამუშაოების პაქტი ILO-ს გენერალურმა მდივანმა, ივლისში, გაეროს უმაღლესი დონის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე წარადგინა. 
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

ასკარიდისებრნი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                             ასკარიდისებრნი ასკარიდისებრნი  (Ascarididae) —  მრგვალი ჭიე...