среда, 15 ноября 2023 г.

ბალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ბალი

 (ლათ. Prunus avium) — ქლიავის გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება (სიმაღლე 15-20 მ-მდე), აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები და სწორი, მაღალი შტამბი. ფოთოლი მოგრძო ელიფსური ფორმისაა, ყვავილი თეთრი, ქოლგებად შეკრებილი, ნაყოფი კურკიანა — მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი).

ნაყოფის რბილობი წვნიანია, კურკას ცუდად ეცვლება და სიმკვრივის მიხედვით იყოფა ბიგაროებად (მკვრივი რბილობი) და გინებად (ნაზი რბილობი). ამ უკანასკნელს განეკუთვნება უმთავრესად საქართველოში გავრცელებული ბლის ადგილობრივი ჯიშები. ბალს მყნობით ამრავლებენ (ამონაყარს არ იძლევა; გამონაკლისია ქართული ბალი), საძირეებად იყენებენ ბალამწარასბალღოჯსა და ბლის კულტურული ჯიშების თესლნერგებს.

ბალი კულტივირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ბალი გავრცელებულია მეხილეობის ყველა რაიონში და კურკოვანი კულტურების ნარგაობათა 72%-ს შეადგენს. იგი ზომიერი კლიმატის, სინათლის მოყვარული მცენარეა. მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა ნეშომპალაკარბონატულ ან ლამიან ნიადაგებზე. ხელსაყრელ პირობებში ყოველწლიურად მსხმოიარობს, საშუალო მოსავლიანობა 50-60 ც/ჰა.

ბალი საადრეო ხილია (მწიფდება მაისსა და ივნისში), ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ნაკლებად საქაროზა), 0,2-1,1% მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), C ვიტამინსა და კაროტინს. იყენებენ სუფრის ხილად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად. საქართველოში ფართოდაა ცნობილი ნაპოლეონის ვარდისფერი, მარკის ადრეულა, დროგანის ყვითელი, აგრეთვე ადგილობრივი ჯიშები — ჭოპორტულა, კახაბალი, ძუძუბალი. დარაიონებული ჯიშებია თათრული შავი, ხარისგულა და დროგანის ყვითელი. ეს უკანასკნელი უხვმოსავლიანი, საკმაოდ ყინვაგამძლე, საკონსერვო დანიშნულების საგვიანო ჯიშია და საქართველოში გავრცელების მიხედვით ბლის ნარგაობის 42,2%-ს შეადგენს. ბალი ავადდება გომოზითნაყოფის სიდამპლით. მავნებელთაგან აზიანებს ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი და რინქიტი.

იხ. ვიდეო - ბალი სტრესთან და ტკივილთან გამკლავებაში დაგეხმარებათ - გარდა იმისა, რომ ეს ხილი გემური თვისებებით გამოირჩევა, მისი მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოცაა.ჰიპერტონიული დაავადეების დროს იგი ახდენს წნევის ნორმალიზებას. აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი. ჰიპერტონიკებისთვის რეკომენდებულია ერთი თეფში მუქი წითელი ბლის ყოველდღიურად მიღება.


ახდენს ღვიძლისა და თირკმლების მოქმედების ნორმალიზებას.


რევმატიზმის ართრიტის, პოდაგრას დროს ბალი ტკივილის გადატანას აადვილებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ბლის კონცენტრირებული წვენი (1 ს.კ. 3-ჯერ დღეში).


სისხლნაკლებობისას ორგანიზმს რკინითა და სხვა სასარგებლო მინერალებით ამარაგებს.


სპასტიური კოლიტის, ნაწლავის ატონიის, შეკრულობისა და კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების დროს სასარგებლოა მისი კომპოტი და წვენი.


ბალი სასარგებლოა ასევე ნერვული სისტემის პრობლემების - სტრესის, დეპრესიის, უძილობის დროს.


მის რბილობში შედის ვიტამინები В1 და В2, რომელიც დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე, თმასა და კანზე.


ბალი რეკომენდებულია ასევე გაციების დროსაც, რადგან მასში შედის დიდი რაოდენიბით ასკორბინი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვებსა და გულს, იცავს ვირუსებისგან.


თუ თქვენს ორგანიზმს ტონუსი აკლია, ამ შემთხვევაშიც ჩართეთ რაციონში ბალი, რადგან იგი მდიდარია კუმარინებით, რომელთა შემცველობით ჩამოუვარდება მხოლოდ ბროწეულს, ჟოლოსა და წითელ მოცხარს.


ბლის ნაყოფი გამოიყენება ასევე კოსმეტიკაშიც.


ბალი კარგი საშუალებაა წონის დაკლების მსურველთათვის. ცოტაოდენი, დაბალკალორიული ბლის მირთმევა სადილამდე ან ვახშმამდე (მაგრამ არა შემდეგ!) გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, არ გადატვირთავს ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით, შეგიქმნით დანაყრების შეგრძნებას.


ბალს ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს: მისი დიდი ოდენობით მიღებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს, რომლებსაც ნაწლავის გაუვალობა აწუხებთ, ასევე არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის დროს. არ შეიძლება ბლის მირთმევა ჭამის დამთავრებისთანავე: აუცილებელია საკვების მიღებიდან მინიმუმ 30 წუთი გავიდეს

ორი ატაში წლის წინ ბლის 4 ათასამდე სახეობა გამოიყვანეს - წითელი, ყვითელი, ვარდისფერი. ყველა მათგანი გემრიელია და სასარგებლოც, რ-იც ერთმანეთისგან არა მარტო ფერისა და გემოს მიხედვით, არამედ პიგმეტური ნივთიერებებით, შაქრისა და ორგანული მჟავების შემადგენლობით. მუქი ფერის ბალში ბევრია ანტიციანები - ნატურალური ჭითელი და იისფერი პიგმენები. ისინი ამაგრებენ სისხლძარღვებს, იცავენ ორგანიზმს კიბოსგან და აქვთ გასახალგაზრდავებელი ეფექტი. რაც უფრო მუქი წითელია ბალიმით უფრო სასარგებლოა იგი. ბლის ღია ფერის სახებებსაც აქვთ თვისი სასარგებლ თვისებები.
ბალი არ არის რეკომენდირებული იმათვის ვისაც აწუხებსდიარეა და მეტეორიზმი, შეკრულობა, დიაბეტი.
წნევის დასარეგულირებლად ყოველდღე მიირთვით მუქი ფერის ბალი, რ-იც შეიცავს სისხლძარრვების კედლების გასამაგრებელ ნივთიერებებს.
რკინა და სხვ ნაერთები, რ-საც ბალი შეიცავს ბალი ასტომულირებს სისხლის წარმოქნას დადღიური ნორმაა 500გ
ბალი ხსნის სახსრების ტკივილს და უსიამოვნოშეგრძნებებს ასე შეიძლება ჭრილობაზეც დაიდოთ.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...