суббота, 17 августа 2024 г.

ლეილა აბაშიძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ლეილა აბაშიძე
დაბადების სახელი ლეილა აბაშიძე    დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1929   თბილისი, საქართველო, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 2018 (88 წლის)
თბილისი, საქართველო   აქტიური   1941—2018

ლეილა აბაშიძე (დ. 1 აგვისტო1929თბილისი — გ. 8 აპრილი2018თბილისი) — ქართველი კინომსახიობირეჟისორი და სცენარისტისაქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965).

1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“, რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1969), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1958 წლიდან.

ბიოგრაფია

ცხოვრების ადრეული წლები

ლეილა მიხეილის ასული აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა. პატარა ლეილამ და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ნახეს, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, ეკრძალებოდათ და მხოლოდ შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს.

უკანასკნელი ფოტო მამასთან ერთად

„იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები“...

ციხეში, პატიმრებისათვის გამართულ კონცერტზე პატარა ლეილაც გამოდიოდა, რომელიც მთელი შთაგონებით კითხულობდა ლექსს „Умер Ильич“, მის გამოჩენას იქ მყოფი ყველა გადასახლებული ქართველი განსაკუთრებით ელოდა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთი წერდა: გუშინ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა, ეს გოგონა დიდი მსახიობი იქნება...

„მამამ, რომელიც ბუნებით ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისათვის და მე ვკითხულობდი ლექსს „Умер Ильич“, ლენინზე. ისე განვიცდიდი სიტუაციას, რაც ჩვენს გარშემო იყო, რომ მთელ განცდებს ვაქსოვდი ამ ლექსში, იქ ბევრი ქართველი იყო რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემ გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ და იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ „Сибирская правда“-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „Oтец и дочь“, სადაც ეწერა:


„Когда на сцене появляется маленькая Лейла, ее встречают аплодисментами, предчувствуя появление будущей большой актрисы“

ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მე მაღიარა მაყურებელმა.“

ოჯახმა ძალიან დიდხანს არ იცოდა რა ბედი ეწია რეპრესირებულ პატიმარს. ამის შემდეგ მიუვიდათ მათ დახვრეტის ოქმი, მომავალი მსახიობის დედას გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. „ოქმში წერია დახვრეტის წინ რომ გაჰყავდათ მამა, ოჯახის წევრების ჩამონათვალია და მოხსენიებულია ახლადდაბადებული ვაჟი, არის ზედ მამას ბოლო ხელმოწერა სიკვდილის წინ“. პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს და ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

ადრეული კარიერა

ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1941 წლის ფილმში „ქაჯანა“, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მოგვიანებით კი მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს როლი:

ლეილა აბაშიძე ფილმში „ქაჯანა“ (1941)

„ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის ჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:

–გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდანთქო,

–იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,

–ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან,ძალიან-თქო! და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და თურმე ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:

–და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა,

–ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,

–რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით,

უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე“.

საპატიო ვარსკვლავი

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე ლეილას მონაწილეობით ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლვებთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები.


„მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის, ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს.“

ფილმოგრაფია

ლეილა აბაშიძე ფილმში „შეხვედრა მთაში“ (1966)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგალერეა

იხ. ვიდეო - ლეილა აბაშიძე - გადაცემაში „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", 16 დეკემბერს, 18:30

აშშ -ში გამართულ საბჭოთა კვირეულზე ,,დეილი იორკი'' ლეილა აბაშიძე წერდა ,,საბჭოელებს საკუთარი მი პაიფორდი ყავთო.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...