„ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს“ (კირილე იერუსალიმელი).
იხ. ვიდეო
ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდამტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ
(ვარსკვლავის ევოლუცია) - პროცესი, რომლითაც ვარსკვლავი მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე იცვლება. ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე მილიონი წელიწადიდან (ყველაზე მასიური ვარსკვლავებისთვის) ტრილიონობით წელიწადამდე (ყველაზე ნაკლებად მასიურთათვის) მერყეობს, აქედან გამომდინარე, ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის მასაზე. ცხრილზე ნაჩვენებია ვარსკვლავთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც მათი მასის ფუნქცია. ყველა ვარსკვლავი იბადება გაზისა და მტვრის ღრუბლების კოლაფსით, რომელთაც ხშირად ნისლეულებს ან მოლეკულურ ღრუბლებს უწოდებენ. მილიონობით წლების შემდეგ ეს ვარსკვლავები წონასწორობის მდგომარეობას აღწევს და ხდება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი.
იხ. ვიდეო
ვარსკვლავის ძირითადი საწვავი თერმობირთვული სინთეზია. თავდაპირველად ენერგია მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ბირთვში არსებული წყალბადისატომების სინთეზით წარმოიქმნება. მოგვიანებით, როცა ჰელიუმის ატომების რაოდენობა დომინანტური ხდება ბირთვში, მზის მსგავსი ვარსკვლავი იწყებს წყალბადის სინთეზს სფერული გარსის გასწვრივ, რომელიც ბირთვს აკრავს გარშემო. ამ პროცესით ვარსკვლავი თანდათან იზრდება ზომაში და გადის ქვეგიგანტის ეტაპს, სანამ ის არ მიაღწევს წითელი გიგანტის ფაზას. ნახევარი მზის მასის ვარსკვლავებსაც შეუძლია ბირთვში ჰელიუმის სინთეზით ენერგია წარმოქმნას, ხოლო უფრო მასიურ ვარსკვლავებს შეუძლია უფრო მძიმე ელემენტების სინთეზი რამდენიმე გარსის გასწვრივ. როდესაც მზის მსგავსი ვარსკვლავი ამოწურავს ბირთვულ საწვავს, მისი ბირთვი მკვრივ თეთრ ჯუჯად კოლაფსირდება და გარე ფენები პლანეტურ ნისლეულად იფანტება. ათი ან მეტი მზისმასის ვარსკვლავს
NGC 604 უზარმაზარი ვასკვლავთ-ფორმირება ნისლეული სამკუთხედის გალაქტიკაში
შეუძლია ზეახლად აინთოს, რადგან მათი ინერტული რკინის ბირთვი კოლაფსირდება უკიდურესად მკვრივ ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო იმდენად ხნიერი არაა, რომ რომელიმე წითელ ჯუჯას სიცოცხლის დასასრულს მიეღწია, ვარსკვლავური მოდელები წინასწარმეტყველებს, რომ ისინი ნელ-ნელა უფრო კაშკაშა და ცხელი გახდება, სანამ წყალბადის საწვავს ამოწურავს და გახდება დაბალი მასის თეთრი ჯუჯა.
ვარსკვლავები მშვილდოსნის თანავარსკვლავედში (ხედი დედამიწიდან გალაქტიკის ცენტრში ირმის ნახტომში)
ვარსკვლავური ევოლუცია არ შეისწავლება ერთი ვარსკვლავის სიცოცხლეზე დაკვირვებით, რადგან უმეტესი ვარსკვლავური ცვლილება იმდენად ნელა ხდება, რომ მათი დაფიქსირება საუკუნეების მანძილზეც კი შეუძლებელია. ამის ნაცვლად ასტრონომები აკვირდებიან სხვადასხვა სიცოცხლის ეტაპებზე მყოფ მრავალ ვარსკვლავს. ასევე ახდენენ ვარსკვლავის სტრუქტურის სიმულირებას კომპიუტერული მოდელირებებით.
ადრეულ შუა საუკუნეებში თურქულენოვანი ტომების საქართველოში შემოსვლისა და დამკვიდრების შესახებ ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ მათი მოძრაობა მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლები ინტენსივობით მსგავს პროცესებს საქართველოშიც უნდა ჰქონოდა ადგილი. ზოგიერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ თურქულენოვანი ტომები (ბუნთურქები, საბირები) კავკასიაში და, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ძვ. წ. IV საუკუნიდან ჩნდებიან, მაგრამ ეს მოსაზრებები ჯერ კიდევ ჰიპოთეზის დონეზე რჩებიან.
აზერბაიჯანელები ბორჩალოდან შემკობილი აბრეშუმის ტანსაცმელი
თურქთა პირველი მასობრივი შემოსვლა-დამკვიდრება აღმოსავლეთ საქართველოში «დიდ თურქობას» უკავშირდება. ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკები XI საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდნენ. მეფე გიორგი II-ის ხანაში (1072-1089) დაიწყო «დიდი თურქობა». იქიდან მოკიდებული სელჩუკები ყოველ წელიწადს მოდიოდნენ, უკან იშვიათად ბრუნდებოდნენ და აქვე სახლდებოდნენ. მომთაბარეთა ჩამოსახლება უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებდა. დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ ჩამოსახლებული ყივჩაყები ასევე თურქული მოდგმისა იყვნენ, მაგრამ მოგვიანებით მათი უმეტესობა კვლავ ჩრდილო კავკასიაში გაბრუნდა, ხოლო მეორე ნაწილი გაქართველდა
XIII-XV საუკუნეებში თურქული მოსახლეობის შემოსვლა გრძელდებოდა, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. გეოგრაფიული მდებარეობისა და პოლიტიკური ვითარების გამო მომთაბარეთა მეურნეობას საქართველოში ისეთი მყარი საფუძველი არ გააჩნდა როგორც მეზობელ ალბანეთსა და სომხეთში, თუმცა მათი მცირე ჯგუფები აქაც შემოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ. ისე რომ, საზღვრისპირა რაიონებში გიორგი ბრწყინვალისგამეფებისას (1314-1346) თურქმენებს კომპაქტური დასახლებებიც ჰქონდათ.
თურქმანთა შემდგომი მატება კავკასიაში თემურლენგის ლაშქრობებს (1370-1405) უკავშირდება. თემურმა კავკასიელ მთიელთა გამუსლიმების მიზნით «ელნი მაჰმადიანნი» დაასახლა ჩრდილო-კავკასიაში. საქართველოში თემურლენგის მიერ ელების ჩამოსახლების შესახებ პირდაპირი ცნობები არ არსებობს, მაგრამ ცნობილია პირობა რომლის მიხედვითაც ქართველ მეფეს აქ მცხოვრები მუსლიმების შევიწროება ეკრძალებოდ
XV-XVI საუკუნეებიდან მახლობელ აღმოსავლეთში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო ჯერ სომხების, ხოლო მოგვიანებით თურქმენული მოდგმის (ქართული წყაროებით — თათართა) ტომების ჩამოსახლება, მაგრამ XVII საუკუნემდე მომთაბარე თურქმენების ჩამოსახლებასა და დამკვიდრებას ძირითადად ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და ისინი ადვილად ახერხებდნენ ქართულ მოსახლეობასთან ინტეგრაციას. XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბას პირველმა ქართლის მეფე გიორგის საჩუქარი მოსთხოვა, სანაცვლოდ კი ირანში რამდენიმე სოფელი და 300 თუმანი შესთავაზა. შაჰმა «ნაჩუქარ» მიწაზე ლორეს სახანო შექმნა, იქ ბორჩალოს მუსლიმი ტომები ჩამოასახლა და აღჯაყალის ციხისთავს დაუქვემდებარა. ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), "მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ". ლორის ხანად გამუსლიმებული ქართველი ფეოდალი დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე ტოპონიმი «ბორჩალო» არსად გვხვდება.
შაჰ-აბასმა ქართლის ანალოგიური პოლიტიკა გაატარა კახეთშიც. მან კახეთის მეფისაგან კაკენისელი იჩუქა და მომთაბარეთა ჩასახლება დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა აყარა და ირანში გადაასახლა, კაკენისელის სასულთნოში კი წახურელებმა დაიწყეს ჩამოსახლება. თურქმენული მოდგმის ტომების დამკვიდრების შემდეგ აქტუალური გახდა ელის საკითხი. ვახტანგ VI-ის «დასტურლამალის» «ელის დებულებაში» ჩამოთვლილია ქართლისა და კახეთის ყიზილბაშური თემები, რომლებიც ტომთა დაშლა-დანაწევრების შედეგად წარმოქმნილან, ესენია: ჯავანშირი, ქეშალუ, ნაჯბადილუ, არანლუ, დემურჩი, ჰასანლუ, აჰმადლუ, ხიალუ და ა.შ. ისინი ცენტრალურ და სამხრეთ ირანიდან შემოვიდნენ და აქედან მასობრივად გასახლებული ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დაფუძნდნენ.
ვახტანგ VI-ის «დასტურლამალში» საკანონმდებლო ნორმა «ელის დებულებით» განსაზღვრავდა თურქმენული მოსახლეობის უფლება-მოვალეობებს. მისთვის სრულიად უცხო სამეურნეო და ფისკალურ სისტემასთან შეგუება მომთაბარე ელ მოსახლეობას ძალზე უჭირდა. ვახტანგ მეფე ცდილობდა საკანონმდებლო საფუძველი შეექმნა ქართულ სამეფოში მათი ინტეგრირებისათვის.
თურქმენთა მიგრაცია XVIII საუკუნეშიც გრძელდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში ჩამოსახლდა ჰასანლუს ტომის ერთი ნაწილი. ისინი ძირითადად კახეთში (თელავთან 5 სოფელში) და ქვემო ქართლში (დღევანდელი მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში) დანაწილდნენ, ცხოვრობდნენ სოფ. კესალოში, ყაფანახჩში, ილმაზუში, ნაზარ-ლუსა და სარფანში. ამ ხანებში ელებმა გააფართოვეს საცხოვრისი, გადალახეს მათთვის მიჩენილი საზღვრები და ახალი მიწები აითვისეს. სომხითში შულავერამდე მისულან, ხოლო ნასიბუს ტომმა დმანისის ხეობაში შეაღწია, ქცია-ხრამის ხეობების გაყოლებით აღმოსავლეთისაკენ წავიდა და მდინარე მტკვრის გაღმა მხარეზე ლილოებსა და ყარაიის მდიდარ საძოვრებს მოეკიდა.
ერეკლე II-ის მეფობისას, პაპუნა ორბელიანის ცნობის თანახმად, «ქორონიკონს უმე დაიცალა საბარათაშვილო, სომხითი, ორბელიანთ მამული და ზოგი გავიდა კახეთს, ზოგი ავიდნენ ზემო ქართლში და საერისთაოებში». სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება XVIII საუკუნეში ერეკლე II-ის მიერ ეთნიკურად არაქართველების მეშვეობით გაუკაცრიელებული მიწების შევსების მცდელობა. XVIII საუკუნის შუა წლებში ერეკლე II-ს მუღანის ველიდან გადმოუსახლებია სპარსელებისაგან შევიწროებული 250 თურქმენული ოჯახი, მათგან შეიქმნა სოფლები: მუღანლო, ყაფანახჩი და ყიზილ-ჰაჯილი, რომლებიც დღეს მარნეულის რაიონში მდებარეობენ. ქართლ-კახეთის მეფე მუდმივად აკვირდებოდა მიგრანტებს და არ აძლევდა მათ ქვეყნიდან წასვლის საშუალებას. 1755 წელს მან უკან დააბრუნა ერევნის სახანოსა და ყარა სუზე გადასახლებული ბორჩალოელები. 1756 წელს სამცხეში საიალაღოდ მდგომმა ელებმა გადაწყვიტეს ირანში წასვლა. მათ ყაზახის მომთაბარეებიც შეუერთდნენ. ერეკლე მეფე ყაიყულში დაეწია მათ, უკან დააბრუნა ისინი, განდგომილ ელთა მეთაურებიდან მძევლები აიყვანა, ხოლო ხალხი სოღანლუღს დააყენა. ელებს სამცხის ფაშისათვის მიყენებული ზარალი აანაზღაურებინა, შემდეგ კი ძველ საცხოვრებლებზე დააბრუნა, 1760 წელს ფანა ხანის დამარცხების შემდეგ ერეკლემ ყარაბაღსა და ნახჩევანში (ეს მხარეები მაშინ ირანს ექვემდებარებოდა) გადასახლებულთა დასაბრუნებლად ჯარი გააგზავნა, ააყრევინა ისინი და უკან დააბრუნა. მოგვიანებით ქვემო ქართლის ელების ერთი ნაწილი, თარაქამები, ალი-ბეგმა გადაიბირა ახალციხის საფაშოში დასასახლებლად (ეს იყო სამცხეში მომთაბარე თურქმენთა მასობრივად ჩასახლების პირველი შემთხვევა). ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-მ ხონთქართან იჩივლა მათი უკან დაბრუნების მოთხოვნით. ფორმალურად სულთანს არ ჰქონდა უფლება არ დაეკმაყოფილებინა ქართველი მეფის კანონიერი მოთხოვნა, ამიტომ თარაქამები ქართლის საზღვრის გაყოლებით დაასახლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სამცხეში ისევ გადავიდნენ ყაზახ-შამშადილუდან თურქმენები თავიანთი ჯოგებიანად, ისინი ახალციხის ფაშამ გადასახადებისაგან გაათავისუფლა და სამხედრო საქმე დაავალა.
პირველ ხანებში ჩამოსახლებულები მხოლოდ ირანის შაჰს ექვემდებარებოდნენ და მათ ქართლის სამეფოს აღწერებისას არ აფიქსირებდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ყიზილბაშობის განლევის კვალობაზე, თანდათანობით, ისინიც ქართულ ფეოდალურ სისტემაში შეერწყნენ. 1721 წლის აღწერაში შეტანილი არ არის ბამბაკის და ბედრუჯის მხარეები, ლორის, ყაიყულისა და ელის რაიონები. ბამბაკ-ბედრუჯის მხარეები ბორჩალოს ხანის საბატონო იყო, ცალკე იყო ლორეს სახანოც, ამ ორ სახანოს, როგორც ვასალურ ერთეულებს ცალკე აღწერა უტარდებოდათ. «დასტურლამალის» თანახმად კი ელის აღწერა, სამხედრო და ფისკალური მიზნებით, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, მაშინ, როდესაც ქართლის სამეფოს აღწერა 7 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. მეფეზე იყო დამოკიდებული ელის კაცთა გათარხნება, მის მიერვე იყო დადგენილი სახელმწიფო გადასახადები. ელებისათვის დიდხანს შეუთავსებელი აღმოჩნდა მკვიდრი ცხოვრების წესი. ცნობილია მათი გაპარვისა და მასობრივი გაქცევის უამრავი შემთხვევა. «დასტურლამალში» ელის 76 თაბუნია მოცემული. იასე ლორთქიფანიძემ 28 თაბუნის საცხოვრებელი ადგილის დაზუსტება შეძლო, აქე-დან — 3 ალგეთში, 6 — ქციის ხეობაში, 13 — მდინარე მტკვრის გაღმა მხარეს, 5 — სომხითში, 1 კი დმანისის ხეობაში მდებარეობდა.
საქართველოში ჩამოსახლებული ყიზილბაშების სოციალური ორგანიზაცია საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგა. მომთაბარეები თაბუნებად სახლდებოდნენ, თაბუნი ტომის მეთაურს ან მეფის მოხელეს ემორჩილებოდა. ქართლში ისინი ჯერ მდინარეების — ქციისა და ალგეთის ხეობებში ჩამოსახლდნენ. თავდაპირველად, შექმნილი ლორის სახანოს კვალდაკვალ, ქვემო ქართლში გაჩნდა ბორჩალოს, ბამბაკის, ბაიდრის, შურა-გელის სახანოები. ყიზილბაშურმა ტომებმა სეფიანთა სახელმწიფოს სხვადასხვა კუთხეში სამომთაბარეოდ მიიღეს მიწები, რის გამოც კიდევ უფრო დანაწევრდნენ. ერთი შინაარსის მქონე ტერმინები — თურქულ-აზერბაიჯანული «იღ», არაბული «ტაიფა» და მონღოლური «აიმაკი» — ყიზილბაშებში ხან ტომს აღნიშნავდა, ხან მის ნაწილს. ეს მომთაბარე ტომები (მონღოლური და თურქმენული) უფრო ადრე, XIII-XV საუკუნეებში, პოლიტიკურ გაერთიანებებსაც არ წარმოადგენდნენ, მათი ერთობა უნდა დამყარებოდა უფრო სისხლით ნათესაობასა და საერთო წინაპრიდან წარმოშობის პრინციპს. ეს იყო ადრინდელი (ფეოდალიზმამდელი) გვაროვნულ ტომთა დაჯგუფებები. უკვე ჩინგის ხანის დროს ისინი სხვადასხვა გვარისაგან შედგებოდნენ, რომელთაც საერთო წინაპარი ჰყავდათ. სეფიანთა ხანაში «აიმაკი», «ილ», «ტაიფა» აღნიშნავდა მომთაბარეთა გაერთიანებებს, რომლებიც არამარტო სხვადასხვა გვარის, არამედ სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებისაგან შედგებოდნენ, რაც მათ ტომის ელფერს აძლევდა. ამის მაგალითია XVI საუკუნეში თურქმენული და ქურთული ტომებისაგან ხელოვნურად შექმნილი «ოტუზ იქის» გაერთიანება, რომლის ხელმძღვანელად ჯევანშირის ტომი ითვლებოდა. მოგვიანებით, ეს გაერთიანება საქართველოში შემოასახლეს. ელები ნაჯბადინამდე განსახლდნენ. ეს მხარე მარნეულის რაიონში მდებარეობს, საქართველოს სასაზღვრო მხარეს წარმოადგენს და იქ ამჟამადაც თურქმენული წარმომავლობის მოსახლეობა ჭარბობს, თუმცა თავად მარნეულში ვახუშტი ბატონიშვილი ელის მოსახლეობას არ იხსენიებს. ყულარად წოდებული ელები ცხოვრობდნენ მდინარე ქციისა და შულავრის წყლის შესართავთან, რაც დღევანდელ ტოპონიმიკაშიც არის ასახული (სოფ. ყულარი). ელებით იყო დასახლებული მდინარე მტკვრისა და ალგეთის შესართავი იაღლუჯის მთამდე
ქართულ მიწებზე მომთაბარე ელების დამკვიდრებას დიდ ყურადღებას აქცევდა რუსული მმართველობა. მოხელეები ყოველნაირად აფერხებდნენ წინარე სამშობლოში მათ გადასახლებას. თუმცა ეს პროცესი მაინც მიმდინარეობდა. XIX საუკუნის დამდეგს ბორჩალოს მოურავის მოხსენების თანახმად, მთელი სოფელი ნაჯბადილუ აიყარა. ელების აყრა-გაქცევამ იმ ხანებში იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა გარკვეულ პირებზე თვალთვალი დაეწესებინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცარისტული ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა ამ პროცესს. 1816 წელს ყარსის ყარაფაფახელთა და 15 სომხური ოჯახის ბორჩალოს დისტანციაში ჩამოსახლებით დასრულდა მარკიზ პაულიჩის წარმომადგენელ ლისანოვიჩისა და ყარაფაფახ აბულ აღა აბდალ-ოღლის რამდენიმეწლიანი მოლაპარაკება. მთავრობამ ნება დართო ადგილობრივ მმართველობას უკანვე მიეღო აქედან წასულები. 1824 წელს შამშადილუში დამკვიდრდნენ წინათ ყარაბაღსა და ერევანში გაქცეული ელები.
1865 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 51,5 აზერბაიჯანელი; 1886 წელს - 62,6; 1897 წელს - 81,1.
ამის შემდეგ ჩვენ გაგვაჩნია 1926 წლის აღწერის მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოში იყო 143,951 აზერბაიჯანელი; 1939 წლის აღწერით კი 187,621; 1959 წელს - 153,6; 1970 წელს - 217,8; 1979 - 255,7; 1989 წელს - 307,5.
აზერბაიჯანელი მოსახლეობა შედარებით ნელა იმატებდა რევოლუციამდელ პერიოდში და ომამდელი ხუთწლედების მანძილზე. რაც შეეხება გასული საუკუნის მეორე ნახევარს, ამ პერიოდში კი აზერბაიჯანელების რაოდენობა ძალზე დაჩქარებულად იზრდება, უსწრებს რა მატების ტემპებით საქართველოს მოსახლეობის ყველა დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელთა რიცხოვნობა იზრდება მთლიანად ბუნებრივი მატების შედეგად. ამ მაჩვენებლით ისინი ბევრად უსწრებენ წინ საშუალო რესპუბლიკურ მონაცემს. საკმარისია აღინიშნოს, რომ 20 წლის მანძილზე (1959-1979წწ.) საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 24%-ით, აზერბაიჯანელების კი 66%-ით, ანუ მათი საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 2,66%-ს. ეს მაშინ, როცა აღნიშნულ პერიოდში გარე მიგრაციულ პროცესებს აზერბაიჯანელებს შორის, მართალია სუსტად გამოსახული, მაგრამ მაინც უარყოფითი სალდო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არ ხდება აზერბაიჯანელების ასიმილაცია სხვა ხალხებთან.
რუსებისა და სომხებისაგან განსხვავებით, საქართველოში დამკვიდრებული აზერბაიჯანელების მეტი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. 1970 წელს რესპუბლიკის ქალაქებში ცხოვრობდა მათი საერთო რაოდენობის 18,2%. 1979წ. თბილისში ცხოვრობდა 12,9 ათასი აზერბაიჯანელი, რუსთავში - 7,4 ათასი. აზერბაიჯანელები შეადგენდნენ ქვემო ქართლის სოფლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის რაიონებში). მათი განსახლების მეორე არეალია კახეთი - საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის რაიონების ტერიტორია. აზერბაიჯანული სოფლები არსებობს შიდა ქართლში - კასპის, მცხეთის და ქარელის რაიონებში, აგრეთვე თრიალეთში და თეთრიწყაროს რაიონში. რესპუბლიკის დანარჩენ რეგიონებში აზერბაიჯანელების რაოდენობა შედარებით უმნიშვნელოა.
დამახასიათებელია, რომ საქართველოში ბევრად მეტია მათი რაოდენობა, ვინც დედაენად აზერბაიჯანულს აღიარებს, ვიდრე თვით ამ ეროვნების მოსახლეობა. თურქეთიდან ჩამოსახლებული დაახლოებით 27 ათასი ბერძენი დედაენად თვლის აზერბაიჯანულს. თურქების გარემოცვაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრების შედეგად ბერძნების ამ ნაწილმა, რომლებსაც ურუმებს უწოდებდნენ და ამჟამად თრიალეთში ცხოვრობენ, დაკარგა თავისი ენა და შეითვისა აზერბნაიჯანული.
ბოლო 2002 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 284,761 აზერბაიჯანელი, მათ შორის თბილისში - 10,942.
დანარჩენი არაქართველი მოსახლეობისაგან, აზერბაიჯანელებს შორის XIX-XXსს. არ ჰქონია ადგილი მნიშვნელოვან მიგრაციას. მხოლოდ უკანასკნელ ხანებში მიდის მათი ახალგაზრდობა მეზობელი აზერბაიჯანის ქალაქებში (უპირატესად ბაქოში) უმაღლესი განათლების მისაღებად
ირანის ოპერაციის დროს1941 წელს წითელმა არმიამ ხელში ჩაიგდო ირანის ქურთისტანი და განდევნა სპარსელები, ხოლო შემდეგ კი ჩრდილოეთით გადაინაცვლა. როდესაც პრაქტიკულად ეს ტერიტორია „ნეიტრალურ ზონაში“ დარჩა. იმ დროს მეჰაბადში მმართავი სულიერი პირი ყაზი დაუკავშირდა ქურთულ პარტიას ”ჟიინა ქურდსტანე” (”ქურთისტანის ცხოვრება”) და მათ შექმნეს ”ქურთისტანის სახალხო რესპუბლიკა”.
ყაზი მუჰამედი და ბარზანი მეჰაბადის ფორმის გენერალი
პარს.استان کردستان) — ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი. ესაზღვრება ირანის 4 ოსტანი: დასავლეთი აზერბაიჯანი, ჰამადანი, ზენჯანი და ქირმანშაჰი. ქურთისტანის ოსტანს ესაზღვრება აგრეთვე ერაყი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სენენდეჯი. ქურთისტანის ოსტანის მოსახლეობა შეადგენს 1 440 156 ადამიანს (2006).
ქურთისტანის ოსტანში ყველაზე გავრცელებული ენებია: ქურთული და აზერბაიჯანული, მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ასევე სპარსულზეც.
ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ შეთანხმებას ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ყარსის ხელშეკრულებაში ამიერკავკასიის სახელმწიფოების მონაწილეობის მიუხედავად ის არ გამოხატავდა ამ სახელმწიფოების ნებას, რადგან თავად ეს ქვეყნები იყო ოკუპირებული საბჭოთა რუსეთის მიერ. საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1992 წელს აღიარა ყარსის ხელშეკრულება
თურქეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ მუსა ქიაზიმ ყარაბექირი, დეპუტატი მუხტარ ბეი, აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი. რსფსრ-ს მხრიდან მონაწილეობას იღებდა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი. საქართველოს სსრ-ს წარმოადგენდნენ შალვა ელიავა, საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი დასამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძესაქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა. სომხეთის სსრ-დან მონაწილეები იყვნენ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი და შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი. აზერბაიჯანის სსრს წარმოადგენდა სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი.
მოლაპარაკები გაიმართა ყარსის ვალის რეზიდენციაში. მოლაპარაკებები ეხებოა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რაც მთავარია, საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი. საქართველოსთვის ეს ეხებოდა ბათუმის ოკრუგის სამხრეთ ნაწილს, აგრეთვე ართვინის ოკრუგს (მთლიანად) და არტაანის ოკრუგის ჩრდილოეთ ნაწილს. სომხეთისთვის ეს იყო ყარსის ოლქი ყაგიზმანითურთ და არტაანის ოკრუგის სამხრეთ ნაწილი, აზერბაიჯანისთვის კი ნახჭევანი. მოლაპარაკებები ორ კვირას გრძელდებოდა. საბოლოო შეთანხმება შედგა 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს.
იხ. ვიდეო
საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი
საქართველოს სსრ ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1946 წ
1945 წლის მიწურულიდან მოყოლებული მთელი საქართველო მოელოდა, რომ საბჭოთა არმიის ნაწილები თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებს გადალახავდნენ და ისტორიული საქართველოს კუთვნილ მიწა-წყალს კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნებდნენ. ბევრს არც კი ეეჭვებოდა, რომ ეს დიდი ისტორიული მოვლენა სულ ახლო მომავალში მოხდებოდა, იმდენად დიდი პოლიტიკური თუ სამხედრო სამზადისი უძღოდა წინ ე.წ. "თურქეთის საქართველოს" შემოერთებას. საბჭოთა კავშირის მთავრობამ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ეს საკითხი პირველად საგანგებოდ პოტსდამის კონფერენციაზე წამოჭრა. საბჭოთა კავშირი თურქეთს სთხოვდა არტაანის, ართვინისა და ყარსის ოლქების დათმობასა და 1936 წლის 20 ივნისის მონტრეს ხელშეკრულების პირობების გაუქმებას - ბოსფორის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უფლებასა და ასევე, სრუტეში საბჭოთა გემებისთვის სამხედრო-სარემონტო ბაზის შექმნას.ეს საკითხები საგანგებოდ განიხილეს "დიდი სამეულის" (საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი) პოტსდამის კონფერენციაზე.
თურქეთის მიერ მიტაცებული მიწა-წყლის დაბრუნების კამპანიაში 1945 წლის დეკემბრიდან აქტიურად ჩაერთო ქართული მხარეც. სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის საგაზეთო სტატია - „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“:
1945 წლის 14-20 დეკემბერს ცენტრალურ ქართულ და რუსულ გაზეთებში: "კომუნისტი",„"ზარია ვოსტოკა", "პრავდა" და „"იზვესტია" გამოქვეყნდა ქართველი მეცნიერ-აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი "თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ". პუბლიკაციაში ნათქვამია:
„
განმათავისუფლებელი ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია მშვიდობიანობისა და უსაფრთხოების დასაყრდენად ირაზმება. თავისუფლების მოყვარე ხალხებს სურთ დაიკავონ მათი შესაფერისი ადგილი. ქართველმა ხალხმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები.მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს თურქეთის მიერ წართმეული ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ. საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ხალხის ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს - დანაშაულს, რომელმაც ორად გაკვეთა ეროვნული სხეული. საქმე ეხება ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ბრძოლის საგანს - ჩვენი უძველესი მიწა-წყლის დაბრუნებას". წერილი მთავრდება მოთხოვნით: "ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი მიწა-წყალი, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი და ვერც იტყვის.
“
ტრაპიზონისა და ართვინ-არტაანის დაბრუნების პრობლემა ფართოდ იყო ასახული ქართულ ლიტერატურაშიც: იბეჭდებოდა მოთხრობები ("მტკვრის სათავისკენ"), იწერებოდა და იდგმებოდა პიესები ("ჩაძირული ქვები"), იქმნებოდა პოემები და ლექსები:
გზის გასწვრივ დგანან ალვები მწკრივად,
თეთრად გაჰკვრია ზეცას ღრუბლები,
მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ,
ოლქკომის მდივანს ვესაუბრები.
კედელზე რუკა ჰკიდია ოლქის,
მდივანი დასცქერს გადაშლილ ფურცელს,
სახეზე დაჰკრავს იერი კოლხის
და ლაპარაკში ლაზურად უქცევს
საქართველოს საზღვრებს გარეთ ჯერ კიდევ რჩებოდა ოდითვე ქართული მიწა-წყალი: არტაანის (არდაგანის), ართვინის, ოლთისის, თორთუმის, ბაიბურთის, ისპირის, გიუმიშხანეს, ლაზისტანის რაიონები. ამიტომ გასაგებია ქართველი საბჭოთა საზოგადოებრიობის დაჟინებითი მოთხოვნები იმის შესახებ, რომ საქართველოს დაუბრუნდებოდა, სამშობლოსგან მოწყვეტილი ტერიტორიები, რომლებიც ქართველი ხალხის კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აკვანს წარმოადგენდა. 1921 წლის 16 მარტს რსფსრ-სა და თურქეთს შორის დაიდო „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება“, ხოლო 1921 წლის 13 ოქტომბერს - ანალოგიური ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც. ეს ხელშეკრულებები, როგორც ცნობილია, ხელმოწერილ იქნა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მძიმე წლებში. 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით საბჭოთა რესპუბლიკები, ომი რომ თავიდან აეცილებინათ, იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ თურქებისადმი, მათი უსაფუძვლო მოთხოვნის გამო, საკუთარი ტერიტორიის ნაწილი. ამრიგად, საბჭოთა ამიერკავკასიას ჩამოშორდა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორი და მთლიანად ართვინის, არტაანისა და ყარს–ყაგიზმანის ოლქები, აგრეთვე ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა. იმის გამო, რომ გერმანიის წინააღმდეგ მიმართულ დიდი სამამულო ომის დროს თურქეთმა ფაქტობრივად დაარღვია და ცალმხრივად შეწყვიტა მეგობრობის ხელშეკრულებების მოქმედება, შესაძლოა დადგეს საკითხი ამ ხელშეკრულებათა დენონსაციის შესახებ, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე. 1878-1918 წლების საზღვრების აღდგენის საკითხში საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავის ტერიტორიაზე ბათუმის ოლქის სამხრეთი სექტორის, ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქების მიერთება, რომელთა საერთო ფართობია 12.789 კვ.კმ. თუ ტერიტორიული საკითხის გადაჭრამ მოითხოვა, საქართველოს სსრ-ს შეუძლია დაასაბუთოს თავისი უფლებები დამატებით სამხრეთ-დასავლეთი მესხეთის ისტორიული პროვინციის კიდევ სამ რაიონზე - პარხალზე, თორთუმზე და ისპირზე. ასევე შეიძლება წამოიჭრეს საკითხი ლაზისტანის შესახებ. ლაზები, რომელტა გათურქების პროცესი ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს, ქართველურ ტომებს მიეკუთვნებიან და ქართული ენის დიალექტზე ლაპარაკობენ. თუ ლაზისტანის უშუალოდ შემოერთების შესაძლებლობა გამოირიცხება, მაშინ უნდამოგვიანებით შეიქმნა და დამტკიცდა დოკუმენტი სახელწოდებით „ზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ“, რომელიც ძალზე საინტერესო მასალაა: საბჭოთა არმია შედიოდა თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონ-ბაიბურთისა და ყარს-ერზერუმის მიმართულებით. პირველ ეტაპზე (10-დღიანი ვადით) ანადგურებდა თურქეთის არმიის დაჯგუფებას ყარსისა და პაზარ-ართვინის რაიონებში, შტურმით იღებდა ტრაპიზონს, მეორე ეტაპზე (6-დღიანი ვადით) ანადგურებდა ოლთის-სარიყამიშის დაჯგუფებას, გადიოდა ისპირ-თორთუმის ხაზზე და საბოლოოდ, მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) იკავებდა ერზერუმს. მსოფლიო დიპლომატია აქტიურად ამოქმედდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს იოსებ სტალინი იძულებული გახდა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარი ეთქვა და ამ მიწების შემოერთებაზე ხელი აეღო. ამით საქართველომ საბოლოოდ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ამ მოვლენების შემდეგ თითქმის მთელიXX საუკუნისმეორე ნახევრის განმავლობაში მოახერხა საფუძვლიანად შეეცვალა ამ პროვინციების დემოგრაფიული სურათი. ქართველთა დიდი ნაწილი თურქეთის შიდა პროვინციებში გადაასახლეს. 1953წლის 30 მაისს საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურ დონეზე და საბოლოოდ უარი თქვა ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით, საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე დავაყენოთ მისი ავტონომიის საკითხი