среда, 7 марта 2018 г.

ქურთები

ქურთები

                            
                                                                   ქურთებით დასახლებული ტერიტორია
(ქურთ. Kurd) — ირანული ხალხი, რომელთა ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდოირანულ ენობრივ ჯგუფს. ისინი ცხოვრობენ თურქეთში (12,0 მლნ), ირანში (9,5 მლნ), სირიაში (1,2 ათ), ერაყში (ძირითადად ქურთების ავტონომიურ რეგიონში, 4,5 მლნ) და სხვა ქვეყნებში.
  • სახელები: თვითწოდება - Kurd/ کورد/ Кöрд, Kurmancî/ کورمانجی/ Кöрманджи, ქურმანჯი.
  • საერთო რაოდენობა: 38-40 მლნ.
  • ენაქურთული (უმეტესობა ქურმანჯის დიალექტზე).
  • მორწმუნეებისუნიტი მუსლიმებიშიიტებიიეზიდები და იუდეველები
  • ქურთების წარმოშობა დღეს სადისკუსიო საკითხია. გამოითქმება სხვადასხვა ჰიპოთეზები ქურთების წარმოშობის შესახებ, კერძოდ მიდიური და იაფეტური მარას ჰიპოთეზები. ვერსიას, თანამედროვე ქუთების წარმოშობის შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და ირანის პლატოზე ასევე ამყარებენ ანტიკური წყაროები. წყარო იძლევა ცნობებს ქურთების ტომებზე, რომლებიც ძველი დრიოდანვეა სახლობდნენ სპარსეთში. ქურთები ასევე სახლობდნენ სპარსეთისა და მიდიის ატროპატენის მთებში, ქურთისტანში, სომხეთში, კასპიისპირეთის მიდამოებში და ირანულ აზერბაიჯანში. ძირითადად დაკავებულნი იყვნენ მესაქონლეობით და ყაჩაღობით. უძველესი სპარსეთის მონარქიის დროს ქურთები ალბათ შედიოდნენ სომხეთის პროვინციის შემადგენლობაში.
    ქურთების სახელი გვხვდება შუა სპარსეთის წყაროებში, მაგრამ როგორც მკვლევარები აღნიშნავენ ეს მაშინ პირველ რიგში სოციაულ-ეკონომიკური ტერმინი იყო, რომელიც მომთაბარეს ნიშნავდა. ამის გამო ახალ დრომდე „ქურთის“ სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ ირანის ხალხები, რომლებიც სახლობდნენ ზაგროსის, ზედა მესოპოტამიისა და სომხეთის მთებში და მეტყველებდნენ სხვადასხვა დიალექტზე: ქურმანჯი, სორანი, ზაზაკი და გორანი. დღეს ქურთულ ენად მოიხსენიებენ ქურმანჯის. დ.ნ. მაკკენზის კვლევების თანახმად ქურთული ყველაზე ახლოს დგას სპარსულთან. ამ თეორიის მიხედვით ეს სიახლოვე ასახავს სპარსულ-ქურთული ერთობის არსებობას ცენტრალურ ირანში (მიდიაში). ზაგროსის მთებში არსებული გარდამავალი დიალექტები სამხრეთქურთულსა და ლურო-ბახტიალის დიალექტებს შორის შეიძლება ჩაითვალოს ხიდად ქურთულსა და სპარსულს შორის, პირიქით ისეთ ქურთულ ენებს, როგორიცაა ზაზაკი და გორანი, რომლებიც ასევე მიეკუთვნებიან ჩრდილო-დასავლურ ქვეჯგუფს და შესაბამისად დასახლებულებს შუა ზაგროსში, ტიგროსსა და ევფრატის სათავეებთან, არ უკავშირებენ ქურთულ დიალექტს. მოცემული ენები წარმოიქმნა კასპიისპირა რეგიონებიდან და მათი გავრცელება დაკავშირებულია დეილემიტების მიგრაციებთან ირანის პლატოს დასავლეთით, სადაც ისინი შემდეგ მჭიდროდ დაუკავშირდნენ ქურთებს. 
    ქურთები წარმოადგენდნენ მრავალრიცხვოვანი და ხშირად სვადასხვაგვარი ტომების ერთობლიობას, რომლებსაც ეპონიმებს უწოდებდნენ. ტომობრივი კუთვნილება დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული ქურთული საზოგადოების სოციალურ ურთიერთობებში. მეთექვსმეტე საუკუნის ქურთულ-სპარსულენოვანი ისტორიკოსი შარაფხან ბიდლისი წერდა, რომ ქურთები იყოფიან ოთხად: ქურმანჯი, ლური, კელხური და გორანი. მათ შორის ლურებს, რომლებიც მეტყველებდნენ სამხრეთ-დასავლურ ირანულ დიალექტზე უკვე აღარ თვლიან ქურთებად. კელხური - შეადგენენ ძლიერ დიფირენცირებულ სამხრეთ-ქურთულ ერთობას, რომელიც გაერთიანებულია გორანთან. ქურმანჯი - ძირითადად თვითსახელია დანარჩენი უმრავლესობის, ცენტრალური და ჩრდილო ქურთებისა. თავისი არსით, ის ტერმინი „ქურთის“ ანალოგიურია მისი ძველი მნიშვნელობით და აღნიშნავს განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური წყობის მატარებელს, რომელიც ეფუძნება სამთო მესაქონლეობას. მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „ქურმანჯი“, როგორც წესი, აღნიშნავს მხოლოდ ჩრდილოეთის ქურთებს, მაგრამ, თვით სიტყვა ქურმანჯი, ქურთულიდან ითარგმნება როგორც „მიდიის ვაჟიშვილი“. მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ქურთები პირდაპირი მემკვიდრეები არიან მიდიელების. ლინგვისტების თვალსაზრისით დღეს „ქურთულად“ წოდებული ყველა ენა თუ დიალექტი შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
    ქურთული ენები :
    ქურმანჯი
    სორანი (სამხრეთის ქურმანჯი)
    სამხრეთ-ქურთული ენა
    დეილემიტური ენები
    გორანი და ავრომანი
    ზაზაკი.
    მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური მოხმარებისთვის სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად საუბარია ქურთულ ენაზე და მის დიალექტებზე, ურთიერთგაგება ძალიან გაძნელებულია ქურმანჯისა და სორანის შორისაც კი, რომლებიც ყველაზე ახლო ქურთული ენებია. ქურთების უმრავლესობა ბილინგვია და მეტყველებს იმ ქვეყნების ძირითად ენაზე სადაც ცხოვრობენ: თურქული, სპარსული, არაბული და სხვა.
    ზაზა - მომთაბარე ტომების შთამომავლობაა, რომელებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ თანამედროვე ირანის ჩრდილოეთით კასპიის ზღვის სანაპიროზე, საიდანაც მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული დაიწყეს მიგრაცია სომხეთის ტერიტორიაზე. ზაზამ მრავალი სომეხი გადაარჩინა გენოციდის დროს. ისინი ქურთების ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენენ, ამიტომ ზაზას გამოყოფა სხვა ქურთების რიგებიდან არასწორია.
    გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქურთები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და ებრაელ ხალხებთან, რომლებსაც რამდენიმე საერთო წინაპარი გააჩნია ახლოაღმოსავლეთის რეგიონის ჩრდილო ნაწილის ხალხებთან.  ქურთები - ყველაზე მრავალრიცხვოვანი ერია, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სასხელმწიფო. ქურთების ავტონომია არსებობს მხოლოდ ერაყში. ეს ხალხი ოც წელზე მეტია იბრძვის ქურთისტანის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ ქურთების ბანქოს ათამაშებენ მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნები. ასე მაგალითად ისრაელი და აშშ, რომლებიც თურქეთის მოკავშირეები არიან, ამართლებენ მის ბრძოლას ქურთების მოძრაობის წინაამღდეგ. რუსეთი, საბერძნეთი და სირია კი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას. ქურთისტანის ხელსაყრელი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდგომარეობის გამო, ძველი დროიდან უცხოელი დამპყრობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამ ქვეყნებს. ამის გამო ხალიფატის დროიდან დღემდე, ქურთები იძულებულნი არიან იბრძოლონ დამპყრობელთა წინაამღდეგ. აღსანიშნავია, რომ ადრეული ფეოდალიზმის დროს ქურთულ დინასტიებს დიდი პოლიტიკური ზეგავლენა ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთზე და მართავდნენ არა მხოლოდ ცალკეულ სამთავროებს, არამედ ისეთ დიდ ქვეყნებსაც, როგორებიცაა სირია და ეგვიპტე. მეთექვსმეტე საუკუნეში ქურთისტანში დაიწყო უწყვეტი ომები, რომელთა მიზეზი იყო ოსმალეთისა და ირანის იმპერიები, რომლებიც ერთმანეთს ედავებოდნენ ქურთისტანის მიწებს. შემდეგ ზოჰაბის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო ამ ომების შედეგად, ქურთისტანი გაიყო ორ ნაწილად - თურქულად და ირანულად. შემდგომში ამან სავალო როლი შეასრულა ქურთისტანის ხალხების ბედში. ოსმალეთის და ირანის მთავრობები თანდათან ასუსტებდნენ და შემდეგ საერთოდ მოსპეს ქურთული სამთავროები იმ მიზნით, რომ დაემოწმებინათ ქურთისტანი ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ ქურთების ნების წინაამღდეგ ჩაითრია ქურთები პირველ მსოფლიო ომში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ნგრევა და მისი ოთხ ნაწილად გაყოფა: თურქულ, ირანულ, სირიულ და ერაყულ ჯგუფებად.
    ქურთებს გააჩნიათ ენობრივი და კულტურული იდენტობა. სახლობენ 50000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე რომელიც მოიცავს 4 ქვეყანას და ასევე არსებობს ქურთული დიასპორებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
  • თურქეთში დაიწყო გაფიცვები, ქურთისტანის მუშათა პარტია ათეული წლის განმავლობაში იბრძვის თურქეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, თურქები გამოჩნდნენ, როგორც დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პარტნიორები ისლამური სახელმწიფოს ჯგუფთან ომში, სირიასა და ერაყში და მათ ამავდროულად კვლავ დააყენეს ქურთების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გააფთრებული ომი სირიაში, გახდა ანტიწინააღმდეგობის სიმბოლო და სიმბოლო ქურთების მისწრაფებისა ტრანსნაციონალური ერთობისაკენ. სამი ქვეყნის ქურთი ბოევიკები პირველად ერთად იბრძოდნენ, როდესაც სირიის ქურთულ მილიციას შეუერთდა ფეშმერგას (ქურთისტანის სამთავრობო შეიარაღებული ძალები) კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკების მცირე კონტიგენტი და ასევე სეპარატისტულ ქურთ მუშათა პარტიის მებრძოლები თურქეთიდან. აშშ-ს საჰაერო ძალების ჰაერიდან თავდასხმით და მხარდაჭერით მათ საბოლოო ჯამში დაიპყრეს და გამორიცხეს ჯიჰადისტები კობანედან 2015 წლის იანვარში. თურქეთის 24 ივლისის გადაწყვეტილებამ ქურთ მუშათა პარტიის დაბომბვის შესახებ აჩვენა, რომ ანკარა არ გაუშვებს ხელიდან ქურთ სეპარატისტებზე დარტყმის შესაძლებლობას.
    ქვეყნების მიხედვით, არ არსებობს ქურთების ეთნიკური აღწერა, მაგრამ ანგარიშები აჩვენებს, ისინი ქმნიან მოსახლეობას, 20დან 40 მილიონამდე ადამიანით. თურქეთში 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ირანში 7-8 მილიონი, 1-2 მილიონი სირიაში. ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა ნახევრად ავტონომიური რეგიონია ერაყში. ირანი ამტკიცებს, რომ იქ 5.3 მილიონი ქურთი ცხოვრობს. ევროპაში უდიდესი ქურთული დიასპორაა. პარიზის ქურთთა ინსტიტუციის თანახმად 1.5 დან 1.7 მილიონამდე ქურთია დასავლეთ ევროპაში, მათ შორის გერმანიაში ცხოვრობს 800 000 ქურთი მოსახლე. დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქურთების 80 პროვცენტი გადმოდის თურქეთიდან, კიდევ 50 ათასი ქურთი ცხოვრობს ამერიკაში და 25 000 კანადაში. პარიზის ქურთთა ინსტიტუციის მეთაურის ქენ დალ ნეზანის თქმით, ქურთების პიროვნება არ ეფუძნება რელიგიას, მაგრამ ეფუძნება ენასა და კულტურას. ქურთების უმრავლესობა 70% იდან 80% მდე სუნიტი მუსლიმები არიან, მაგრამ არსებობს ქურთების უმცირესობა, რომელიც შიიტი მუსლიმია, ისინი ირანსა და სამხრეთ ერაყში ცხოვრობენ, სადაც მათი რაოდენობა 20 000 მდეა და სადაც ისინი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაბრუნდნენ. ალავიტი ქუთები, რომლებიც თურქეში არიან, ითვლებიან სუფიზმის ელემენტების მქონე შიიტური ფილიალის წევრებად. ქურთებს შორის სხვა რელიგიებიც არის გავრცელებული: ქრისტიანობა (კათოლიკები, სირიელები და ასირიელები) , იუდაიზმი (ზოგიერთი ებრაელი, 25 000 ქურთი ემიგრირებულია ისრაელიდან აშშ- ში 1950 წელს) და ასევე იეზიდიზმი ერაყში.
  • ქურთისტანი, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ქურთების ქვეყანას, ხშირად ჩნდება მსოფლიო რუკებზე, რომლებსაც იყენებენ ქურთი ბოევიკები. მიუხედავად ამისა საერთაშორისოდ აღიარებული ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. ქურთებს შორის ყველაზე ახლოს დამოუკიდებლობასთან დგას ერაყის ქურთისტანი, რომელსაც მართავს ნახევრად ავტონომია. პრეზიდენტი მასუთ ბარზანი ამავდროულად არის, ფეშმერგას (შეწირულების) შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შეიარაღებულ ძალებში 190 000 მდე მებრძოლია. ერაყის ქურთისტანი წარმოადგენს მოდელს სირიელი ქურთებისათვის, რომლებიც იმედოვნებენ შექმნან ანალოგიური ავტონომიური პროვინცია - როჯავა მასში შემავალი ანკლავებით ატზინი, კობანე და კამიშლი. ქურთებს არასოდეს უცხოვრიათ ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი კონტროლის პირობებში და არსებობენ ათეულობით პოლიტიკური ფრაქციები, რომლებიც განაწილებული არიან თურქეთს, ირანს, სირიასა და ერაყს შორის, სირიაში 17 ქურთული პარტიაა, მთავარი მათ შორის არის დემოკრატიულ პარტიათა კავშირი, რომელიც წარმოადგენს თურქეთის მუშათა პარტიის ფილიალს. ის 1978 წელს დააარსა აბდულა თჯალანმა. 1984 წელს მათ ხელში აიღეს იარაღი ანკარას წინააღმდეგ და მოითხოვეს დამოუკიდებლობა და მას შემდეგ მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. ჯგუფი  ხასიათდება მარქსისტული იდეოლოგიით, აშშ-ში და ევროკავშირში შედიოდნენ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ერაყის ქურთისტანში ერტმანეთს მეტოქეობას უწევს ქურთების ორი პარტია: ქურთისტანის დემოკრატიული პარტია ბარზანის ხელმძღვანელობით, რომელიც აკონტროლებს ერაყის ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილს და მის დედაქალაქ ერბილს და ქურთისტანის პატრიოტული კავშირი, დაფუძნებული ქალაქ სულეიმანიაში და წამყვანი სამხრეთ ნაწილში
  • იხ. ვიდეო

ქურთები

თანამედროვე თვითმმართველობის სახელი
ქურთი
ნომერი და დიაპაზონი
Описание: თურქეთის დროშა თურქეთი :
13-18 მილიონი ადამიანი. 
Описание: ერაყის დროშა ერაყი
6.5 მილიონი ადამიანი. 
Описание: ირანის დროშა ირანი :
დაახ. 3.35-8 მილიონი ადამიანი. 
Описание: სირიის დროშა სირია :
დაახლოებით 1.7-2.2 მილიონი ადამიანი. 
Описание: გერმანიის დროშა გერმანია :
800 ათასი ადამიანი. 
Описание: ავღანეთის დროშა ავღანეთი
200 ათასი ადამიანი. 
Описание: აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
150 ათასი ადამიანი. 
Описание: ლიბანის დროშა ლიბანი :
80 ათასი ადამიანი. 
Описание: რუსეთის ფედერაცია რუსეთი :
63.8 ათასი 
Описание: საქართველოს დროშა საქართველო :
12 ათასი ადამიანი. 
Описание: სომხეთის დროშა სომხეთი :
32 ათასი ადამიანი. 
Описание: ყაზახეთის დროშა ყაზახეთი :
38.3 ათასი ადამიანი.  (მიუწვდომელი რგოლი)შეამოწმა 13 დეკემბერს, 2016 .
Описание: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო :
37,470 ადამიანი 
Описание: ისრაელის დროშა ისრაელი :
11  დან 32 ათასამდე ადამიანი. 
Описание: თურქმენეთის დროშა თურქმენეთი :
6 ათასი ადამიანი. 
ენა
რელიგია
ისრაელის ყველაზე მეტად მე -7 საუკუნეშისუნი , ისევე როგორც შიიზმი და ალივიზმი )
ეზიდიზმი 
( ეზიდში ), ქრისტიანობა და იუდაიზმილაჰუხუხებს შორის )
შედის
ეთნიკური ჯგუფები
წარმოშობა


სტატიების სერია
ქურთები

         წერა 
          მუსიკა 
         ცეკვა 
ეთნოგრაფიული ჯგუფები
           ეზიდი 
ისტორიული თემებია
          თურქეთი 
         ერაყი 
         ირანი 
        სირია 
         სომხეთი 
          გერმანია 
           ლიბანი
           აშშ 
          პაკისტანი 
         ყაზახეთი 
           ისრაელი 
         ქუვეითი 
          ბალუჩი 
           გილონები 
           ზაზა 
         თალიში
        კელჰური 
          ყურმანჯი 
         იღბლიანი 
          სორანი

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...