суббота, 17 марта 2018 г.

                                                        რომის იმპერია 
(ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა.
სულასა და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თანაც საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსისა და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისრის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь.
კეისრის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა.
რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომებისბალკანეთისა და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა.
ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიისესპანეთისიტალიისსაბერძნეთისმაკედონიისთურქეთისსირიისისრაელისტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირისტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად, რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა, რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმდროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.

                                                 იმპერიის დასასრული

ამგვარად ამ დროისთვის ესპანეთი და გალია სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ. გალიის ჩრდილოეთით გადმოსახლდნენ ფრანკები. რავენაში კი, მიუხედავად იმპერიის უძლურებისა, გრძელდებოდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა. იმპერატორები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს და ისინი არანაირ ძალაუფლებას აღარ ფლობდნენ. გამონაკლისი მხოლოდ იულიუს მაიორიანუსი იყო (457-461). მან სცადა იმპერიის კონსოლიდაცია და შესთავაზა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა. მან მოკლე ხნით მოახერხა გალიაში და ესპანეთში რომის კონტროლის აღდგენა, მაგრამ იმპერიის აღორძინება არც პროვინციალურ არისტოკრატიას, და მითუმეტეს არც ბარბაროს მეფეებს არ სურდათ, ამიტომ მათ მოაკვლევინეს იმპერატორი და იმპერიის აღორძინების უკანასკნელი იმედიც დასამარდა.
რომულუს ავგუსტუსი, რომის უკანასკნელი იმპერატორი
ამ დროიდან იმპერიის ტახტი ბარბაროსთა მეფეების ხელში სათამაშოდ იქცა. 476 წელს გვარდიის ხელმძღვანელმა ოდოაკრმა ჩამოაგდო 16 წლის რომის უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ბედის ირონიით იგივე სახელი ექვა რაც რომის ლეგენდარულ დამაარსებელს რომულუსს. მან ამით მოსპო იმპერატორის ინსტიტუტი როგორც ასეთი.
ასე დაასრულა არსებობა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა იმპერიამ, რომელიც აერთიანებდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ჩაესვენა ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია და ევროპა გადავარდა ათასწლეულით უკან - ბნელ შუა საუკუნეებში.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ორონდ ჩვენი ...