вторник, 20 марта 2018 г.

ვიკინგები

                                                               ვიკინგები 

 სკანდინავიელინორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII — XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს
ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგიერთი ცნობით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.
                                             
                                 ვიკინგის ქანდაკების ფიგურა  ტროჰედჰეიმის სანაპიროზე

                                       ვიკინგების ერა

პერიოდი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული რეიდიდან, 790-იან წლებში, ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის ჩათვლით, რომელიც 1066 წლით თარიღდება, სკანდინავიის ისტორიაში ვიკინგების ერად არის მიჩნეული. ვიკინგები იყენებდნენ ნორვეგიისა და ბალტიის ზღვას საკუთარი ექსპანიების საწარმოებლად სამხრეთისაკენ. ნორმანებს მემკვიდრეობით ერგოთ ვიკინგებისგან ტერიტორიები, რომლებიც მათ საფრანგეთის სამხრეთით ჰქონდათ დაკავებული - ნორმანების საჰერცოგო - მე-10 საუკუნეში. გამომდინარე აქედან, ნორმანებმა გააგრძელეს ვიკინგების მიერ დაწყებული ციკლი ამ მიწაზე. მაგალითისათვის, მეფე ჰაროლდ გოდვინსონს, ანგლო-საქსების უკანასკნელ მეფეს, დანიური წარმოშობის წინაპრები ჰყავდა. თავის მხრივ, ორი ვიკინგი ინგლისის ტახტზეც კი ავიდა - სვენ I 1013-1014 წლებში და მისი შვილი კნუდ I დიდი 1016-1035 წლებში.
გეოგრაფიული თვალსაზრისით, ვიკინგების ერა არამხოლოდ ტიპურ სკანდინავიურ ტერიტორიებს მოიცავდა (თანამედროვე - დანია, შევედი, ნორვეგია), არამედ ჩრდილო გერმანელების მიერ კონტროლირებად მიწებს, უმეტეს წილად დანელაგს, რომელშიც ასევე სკანდინავიური იორკი შედიოდა, სამეფო ნორთუმბრიის ადმინისტრაციულ ცენტრს, მერსიის გარკვეულ ნაწილებს და აღმოსავლეთ ანგლიას. ვიკინგმა ნავიგატორებმა ახალი მიწებისკენ გახსნეს გზა - აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით, შედეგად კი დაარსდა კოლონიები შეტლანდიაში, ორკნეი და ფარერის კუნძულები - ისლანდია, გრელანდია; ლ’ანს-ო-მედოუზი, რომელიც მცირე დასახლებაა ნიუფაუნდლენდში.
იხ. ვიდეო

839 წელს, როდესაც შვედი ემისარები მიემგზავრებიან ბიზანტიაში, სკანდინავიელები მსახურობენ ბიზანტიის იმპერიაში, როგორც მატერიალური სარგებლით მოტივირებული მებრძოლები. მეათე საუკუნის ბოლო ხანებში, ბიზანტიაში შექიმნა იმპერიული დანაყოფი პირადი მცველების, რომელთა დიდი ნაწილს, ტრადიციულად, სკანდინავიელები წარმოადგენდნენ, ამ დანაყოფებს ვარიაგები ეწოდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდინავიელი მცველი ვარიაგებში ჰარალდ ჰარდრადა იყო, რომელმაც შემდგომ ნორვეგიის მეფე გახდა (1047-1066წ.წ.).
არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ვიკინგებმა ბაღდადს მიაღწიეს, ისლამური იმპერიის ცენტრს. ნორვეგიელები რეგულარულად იყენებდნენ მდინარე ვოლგას სხვადასხვა გაცვლების საწარმოებლად, ცვლიდნენ: ბეწვს, ეშვებს, მონებს და ა.შ. ამ დროს მნიშვნელოვანი საპორტო პუნქტები იყო ბირკა, ჰედები, კაუპანგი, იორვიკი, სტარაია, ლადოგა, ნოვგოროდი და კიევი.
ძირითად შემთხვევაში, ნორვეგიელები მიემართებოდნენ ჩრდილოეთით და დასავლეთით - ირლანდიის, შოტლანდიის, ისლანდიის და გრელანდიის მიმართულებით; დანიელები - საფრანგეთისა, ნორმანდიისა და ინგლისასკენ, ხოლოდ შვედები აღმოსავლეთის მიმართულებით. ისლანდიური თქმულებების გადმოცემით, ძალიან ბევრი ნორვეგიელი ვიკინგები აღმოსავლეთ ევროპისკენაც მიდიოდნენ. ვიკინგების ერაში, მოდერნული ნორვეგია, შვედეთი, დანია არ არსებობდა, თუმცა ჰომოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მსგავსნი არიან, ამასთან ერთად გადაკვეთის წერტილები აღმოცენდა ენასა და კულტურაშიც. ვიკინგების ერას დასასრულს იქ არსებული ნაციებმა საკუთარი იდენტობა შეიძინეს ქრისტიანიზაციის პროცესთან ერთად. ვიკინგების ერას ფაქტობრივად მოჰყვა შუა საუკუნეები.
ვიკინგებმა გაცურეს ჩრდილოეთის კუნძულებისკენ, ჩრდილო ატლანტიკის ნაპირების, ჩრდილო აფრიკის, რუსეთის აღმოსავლეთის და კონსტანტინოპოლისაკენ. ისინი იკვლევდნენ, სხვადასხვა გაცვლებს აწარმოებდნენ, აარსებდნენ კოლონიებს და ომობდნენ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. ვიკინგები ლეიფ ერიქსონის მეთაურობით, ერიკ წითურის მემკვიდრე, ჩრდილოეთ ამერიკას მიაღწიეს, დააარსეს დასახლებები ლ’ანს-ო-მედოუზიში, ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი, კანადა და სხვა.
ვიკინგების კონტინენტური ექსპანსია ევროპაში ლიმიტირებული იყო. მათი სახელმწიფო შემოსაღვრული იყო ძლიერი კულტურებით. ადრე იყვნენ საქსონები, რომლებმაც ძველი საქსონია დაიპყრეს, განთავსებული ჩრდილოეთ გერმანიაში. საქსონები ძლიერი ხალხი იყო, რომელთაც ხშირად კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდათ ვიკინგებთან. ვიკინგები მოწმეები გახდნენ თუ როგორ გაანადგურა საქსონები კარლოს დიდმა, 30 წლიან „საქსონების ომში“ 772-804 წ.წ.. ვიკინგებმა - მეფე გუდფრედის მეთაურობით - გაანადგურეს ქალაქი რერიკი, ბალტიის ზღვის სანაპიროს სამხრეთით 808 წელს. მათი მეთაურობა ამ მიწაზე მთელი ვიკინგების ერას გაზდევს

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...