воскресенье, 18 марта 2018 г.

ირანის ისლამური რესპუბლიკა

                                ირანის ისლამური რესპუბლიკა

 (სპარს. جمهوری اسلامی ایران — ჯომჰური-იე ესლომი-ე ირან, ასევე გამოიყენება სახელწოდება ირანი (სპარს. ایران [ʔiˈɾɒn]) ან სპარსეთი) — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — ქალაქი თეირანი.
ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანსსომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.
ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550 — 486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება მაჰმადიანობა.
1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა.
დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.
იხ. ვიდეო
  • ირანი 1946-1990 წლებში

    მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის უკანასკნელი შაჰი.
    ხომეინის დაბრუნება ირანში.
    მასობრივი დემონსტრაცია თეირანში.
    1946 წლამდე ირანის ტერიტორიაზე საბჭოთა და ინგლისის ჯარები იყვნენ. მაგრამ დასავლეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა თავისი ძალები გაიყვანა ირანის აზერბაიჯანიდან და ქურთისტანიდანცივი ომის დაწყების დროიდან გაძლიერდა ირანის შიდა საქმეებში აშშ-ს და ინგლისის ჩარევა. ამ ორ ქვეყანას შორის ქიშპობა აშშ-ს გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით მწვავედ მიდიოდა ბრძოლები სამხრეთ ირანის ნავთობისათვის, რომლის ექსპლოატაცია მთლიანდ ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ხელში იყო. ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაციის მოთხოვნამ მთელი ქვეყანა მოიცვა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემადგენელი ნაწილი გახდა. 1951 წელს ირანის პარლამენტმა — მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ნაციონალიზაციის შესახებ. ამ ყველაფერს ნავთობის მომპოვებელი დიდი კომპანიების ბოიკოტი მოჰყვა. 1953 წელს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა ეროვნული ფრონტის მთავრობა. ახალმა მთავრობამ ნავთობი 25 წლის ვადით საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა, რომელშიც მთავარ როლს ამერიკული კომპანიები და ინგლის-ირანული კომპანიები თამაშობდნენ.
    იხ. ვიდეო
    ამის მიუხედავად დასავლეთს შაჰის ხელისუფლება სტაბილურად მიაჩნდა და ისინი შაჰის ხელისუფლებას უახლესი იარაღით ამარაგებდნენ. დასავლეთისთვის შაჰის ხელისუფლება ყველაზე საიმედო მოკავშირე იყო.
    1978 წლიდან ქვეყანა მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. მთავრობის შეცვლამ შაჰს ვერ უშველა. 1979 წლის იანვარში შაჰს მოუწია ქვეყნიდან წასვლა. სამაგიროდ ქვეყანაში დაბრუნდა რუჰოლა ხომეინი, რომლის მხარეს არმიაც გადავიდა. ხომეინმა ირანის ისლამური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. რეფერენდუმში ამ იდეას მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და 1979 წლის 1 აპრილიდან ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყნის მმართველი გახდა აითოლა ხომეინი შეუზღუდავი ძალაუფლებით. ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობასა და თავსაბურავს (ჩადრს).
    ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ლოზუნგი გახდა ”არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი”. ირანელების მტრად შაჰთან ერთად გამოცხადდა შეერთებული შტატები, რომლის საელჩოს 52 თანამშრომლები რადიკალურმა მუსლიმმა სტუდენტებმა მძევლად აიყვანეს. მძევლები 15 თვის შემდეგ გაათავისუფლეს. ირანმა მტრად გამოაცხადა აგრეთვე საბჭოთა კავშირიც.
    ხომეინი ყველა ისლამურ ქვეყანას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, რამაც ირანის მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა. განსაკუთრებით გართულდა ირან-ერაყის ურთიერთობები, რაც 1980 წელს ომში გადაიზარდა. ეს ომი ორივე მხარისათვის ძალზედ სისხლიანი იყო, დაიღუპა ნახევარი მილიონი ადამიანი. ომი დასრულდა 1988 წელს გაეროს უშუალო შუამავლობით. საზავო ხელშეკრულება 1990 წელს დაიდო.
    ისლამიზაციამ ქვეყნის ეკონომიკას მაინც ვერ უშველა. 1989 წელს გარდაიცვალა ხომეინი. მოგვარდა ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მათ შორის საქართველოსთანაც.

  • ირანი ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყნას წარმოადგენდა. მოჰამედ რეზა შაჰმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის სფეროში.1963 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა შაჰის ახალ რეფორმებს, რომელსაც თეთრი რევოლუცია ეწოდა. ამ რეფორმებს დაუპირისპირდნენ ულიმები — შიიტი სამღვდელოების პირები, რომლებმაც ეს რეფორმები ისლამური პრინციპების შელახვად და საერთოდ ისლამზე პირდაპირი შეტევად აღიქვეს. შაჰის რეფორმამ ვერ გადაჭრა ქვეყანაში პრობლემები - სურსათი ისევ არ კმაროდა, ვინაიდან მოსახლეობის ზრდის ტემპები უსწრებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ტემპს. ირანი ვერ გადაიქცა ინდუსტრიულ ქვეყნად. ქვეყანას ნავთობის ბუმმა ვერ უშველა, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა. ქვეყნის შემოსავლები ისევ შემცირდა, სამხედრო ხარჯები კი გაიზარდა. ამას მოჰყვა ინფლაცია და მოსახლეობის ცხოვრების პირობის გაუარესება. ასეთმა მძიმე ვითარებამ გამოიწვია შაჰის ხელისუფლების პოზიციის შესუსტება და მისდამი დაპირისპირებული შიიტი სამღვდელოების გაძლიერება. ირანში გაზრდილმა საპრროტესტო მოქმედებებმა შაჰის ხელისუფლება აქცია ავტორიტარულ დიქტატურად. მოსახლეობას აღიზიანებდა შაჰის კარზე არსებული ფუფუნება, კორუფციის მაღალი დონე. მოსახლეობაში იზრდებოდა ანტიდასავლური განწყობაც. ასეთ პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა საზოგადოების სრული ისლამიზაციის მომხრე სასულიერო პირების გავლენა. მათმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა გააკეთა მოწოდება ჭეშმარიტი ისლამური წყობის დამყარების შესახებ. ოპოზიციას შეუერთდა დასავლური ორიენტაციის ინტელიგენცია.
იხ.ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...