суббота, 17 марта 2018 г.

რომის იმპერატორები

                     რომის იმპერატორები

გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი
IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS
Statue-Augustus.jpg
პრიმა-პორტის ავგუსტუსის სახელით ცნობილი ქანდაკება, I საუკუნე
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი:16 იანვარიძვ. წ. 27
მმართ. დასასრული:19 აგვისტო14 (40 წელი)
წინამორბედი:
მემკვიდრე:ტიბერიუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:23 სექტემბერიძვ. წ. 63
დაბ. ადგილი:რომირომის რესპუბლიკა
გარდ. თარიღი:19 აგვისტო14 (76 წლის)
გარდ. ადგილი:ნოლა, იტალიარომის იმპერია
დაკრძ. ადგილი:ავგუსტუსის მავზოლეუმი
მეუღლე:კლოდია პულქრა (ძვ. წ. 42-40 წწ. გაეყარა)
სკრიბონია (ძვ. წ. 40-38 წწ. გაეყარა)
ლივია დრუზილა (ძვ. წ. 37 — ახ. წ. 14 წწ.)
შვილები:იულია უფროსი
დინასტია:იულიუს-კლავდიუსები
მამა:გაიუს ოქტავიუსი(ბიოლოგიური)
იულიუს კეისარი (მამობილი)
დედა:ატია ბალბა ცეზონია
რელიგია:ტრადიციული ძველი რომაული რელიგია
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ლათ. IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS;დ. 23 სექტემბერიძვ. წ. 63 ― გ. 19 აგვისტო14) — რომის იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი. იმპერიას მართავდა ძვ. წ. 27 წლიდან ახ. წ. 14 წელს გარდაცვალებამდე.
ავგუსტუსი მის სიცოცხლეშივე არაერთი სახელით იყო ცნობილი:
  • დაბადებისას მისი სახელი იყო გაიუს ოქტავიუსი თავისი ბიოლოგიური მამის პატივსაცემად. ისტორიკოსები მისი დაბადებიდან (ძვ. წ. 63 წ.) იულიუს კეისრის მიერ მის შვილობამდე (ძვ. წ. 44 წ.; კეისრის სიკვდილის შემდეგ) მას, ჩვეულებრივ, მოიხსენიებენ, როგორც უბრალოდ ოქტავიუსს (ან ოქტავიანეს).
  • კეისრის შვილად გამოცხადების შემდეგ მან მიიღო მისი სახელი და გახდა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანუსი შვილად აყვანისას სახელის დარქმევის რომაული ტრადიციის მიხედვით. მან მალევე ჩამოაცილა „ოქტავიანუსი“ თავის სახელს და ამ პერიოდში თანამედროვენი მას, ჩვეულებრივ, „კეისარს“ უწოდებდნენ, თუმცა ისტორიკოსები ძვ. წ. 44-27 წლების პერიოდშიც ოქტავიანეს უწოდებენ.
  • ძვ. წ. 42 წელს ოქტავიანემ დაიწყო დივუს იულიუსის ტაძრის ან კეისრის კომეტის ტაძრის მშენებლობა და თავის სახელს დივი ფილიუსი (ღვთაებრივის ძე) დაუმატა, რათა გაეძლიერებინა პოლიტიკური კავშირები კეისრის ყოფილ ჯარისკაცებთან კეისრის გაღმრთობის გზით და გახდა გაიუს იულიუს კეისარი დივი ფილიუსი.
  • ძვ. წ. 38 წელს, ოქტავიანემ თავისი პირადი სახელი (praenomen) „გაიუსი“ და გვარი ანუ ოჯახის სახელი (nomen) „იულიუსი“ იმპერატორით შეცვალა, ტიტულით, რომელსაც ჯარი თავის ლიდერს სამხედრო წარმატებების შემდეგ უწოდებდა და ოფიციალურად გახდა იმპერატორი კეისარი დივი ფილიუსი.
  • ძვ. წ. 27 წელს მის მიერ მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას დამარცხების შემდეგ, რომის სენატმა მხარი დაუჭირა მისთვის ახალი ტიტულის მინიჭებას და ოფიციალურად გახდა იმპერატორი კეისარი დივი ფილიუს ავგუსტუსი. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ შეიძინა მან თავისი ტრადიციული სახელი ავგუსტუსი, რომლითაც მოიხსენიებენ ისტორიკოსები ძვ. წ. 27 წლიდან ახ. წ. 14 წელს მის გარდაცვალებამდე.
                       
რომის რესპუბლიკის რუკა ძვ. წ. 43 წელს მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების შემდეგ:
დაიბადა, როგორც გაიუს ოქტავიანე პლებეური ოქტავიების ოჯახის ძველ და მდიდარ შტოში. მისი ბებიის ძმა დედის მხრიდან, იულიუს კეისარიძვ. წ. 44 წელს მოკლეს და ოქტავიანე კეისრის ნებით მის შვილობილად და მემკვიდრედ გამოცხადდა. მან, მარკუს ანტონიუსმა და მარკუს ლეპიდუსმა კეისრის მკვლელების გასანადგურებლად მეორე ტრიუმვირატი ჩამოაყალიბეს. ფილიპის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრიუმვირატის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს რომის რესპუბლიკა და მართავდნენ, როგორც სამხედრო დიქტატორები.    ტრიუმვირატი, საბოლოოდ, მისი წევრების კონკურენტული ამბიციების გამო დაიშალა. ლეპიდუსი გააძევეს და მან თავისი სტატუსი დაკარგა, ხოლო ანტონიუსმა ძვ. წ. 31 წელს ოქტავიანესთან აქციუმის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი მოიკლა.

ალიანსის ფორმირება

ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, სენატმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ოქტავიანესაც და კეისარიანელთა პარტიის ნარჩენებსაც, რესპუბლიკის ლეგიონების მეთაურობა დეციმუს ბრუტუსს გადასცა. სექსტუს პომპეუსმაკეისრის ძველი მეტოქის, გნეუს პომპეუს მაგნუსის ვაჟმა, რესპუბლიკის ფლოტის ხელმძღვანელობა მიიღო. მისი ძალაუფლების ცენტრს სიცილია წარმოადგენდა. ბრუტუსი და კასიუსი კი, შესაბამისად, მაკედონიისა და სირიის გუბერნატორები გახდნენ. მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნა რესპუბლიკის ერთგვარი განახლების მცდელობებს წარმოადგენდნენ.[49] თუმცაღა, რვა ლეგიონმა, რომლებიც ოქტავიანეს ემორჩილებოდნენ და ძირითადად, კეისრის ვეტერანებისაგან შედგებოდნენ, უარი განაცხადეს გაჰყოლოდნენ კეისრის ერთ-ერთ მკვლელს, რამაც ოქტავიანეს თავისი სარდლობის შენარჩუნების საშუალება მისცა. ამასობაში, ანტონიუსმა შეძლო თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან შეერთებით, რომელიც ტრანსალპური გალიისა და მახლობელი ესპანეთის მმართველად იყო დადგენილი.[50] ანტონიუსმა ლეპიდუსი შუამავლად გაგზავნა რომში. მიუხედავად იმისა, რომ გულმხურვალე კეისარიანელი იყო, ამ უკანასკნელს შენარჩუნებული ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა სენატსა და სექსტუს პომპეუსთან, თუმცაღა მისი ლეგიონები სწრაფადვე გადავიდნენ ანტონიუსის მხარეს, რამაც მას 17 ლეგიონზე მიანიჭა კონტროლი, უდიდეს არმიაზე დასავლეთში
ამ დროისათვის, ოქტავიანე პოს ხეობაში რჩებოდა. მან უარი განაცხადა კიდევ რაიმე სახით დახმარებოდა ანტონიუსის წინააღმდეგ შეტევებს. ივლისში, მის მიერ გაგზავნილი ცენტურიონთა ელჩობა რომში ჩავიდა და მოითხოვა, რომ ოქტავიანეს მიეღო ჰირციუსისა და პანსას გარდაცვალებით ვაკანტურად დარჩენილი კონსულობა.
ოქტავიანემ, აგრეთვე, მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო დეკრეტი, რომელიც ანტონიუსს სახალხო მტრად აცხადებდა. როდესაც ამაზე უარი მიიღო, იგი რვა ლეგიონით გაემართა ქალაქისაკენ. რომში მას არავითარი სამხედრო ოპოზიცია არ დაპირისპირებია და ძვ. წ. 43 წლის 19 აგვისტოს არჩეულ იქნა კონსულად თავის ნათესავ კვინტუს პედიუსთან, როგორც თანაკონსულთან ერთად. ოქტავიანემ თავისი ჯარისკაცები დააჯილდოვა და ამის შემდეგ კეისრის მკვლელების დევნაზეც დაიწყო ფიქრი. ლექს პედიათი ყველა შეთქმული და სექსტუს პომპეუსი დაუსწრებლად გაასამართლეს, დამნაშავედ ცნეს და ხალხის მტრებადაც გამოაცხადეს. ამის შემდეგ, ლეპიდუსის წაქეზებით, იგი ციზალპურ გალიაში წავიდა ანტონიუსთან შესახვედრად.
ძვ. წ. 43 წლის ნოემბერში ოქტავიანე, ლეპიდუსი და ანტონიუსი ერთმანეთს ბოლონიის მახლობლად შეხვდნენ. ორდღიანი განხილვის შემდეგ, ისინი სამკაციანი დიქტატურის დამყარებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რესპუბლიკა ხუთი წლის განმავლობაში უნდა ემართა და ცნობილი იყო, როგორც „სამი კაცი რესპუბლიკის აღდგენისათვის“ (ლათ: „Triumviri Rei publicae Constituendae“), თანამედროვე ისტორიკოსები კი მეორე ტრიუმვირატის სახელით მოიხსენიებენ. არაოფიციალური პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, რომელიც პომპეუსისიულიუს კეისრისა და კრასუსის მიერ იყო შექმნილი, მათ ეს სპეციალური ძალაუფლება ხუთი წლით მიენიჭათ და პლებსის მიერ მიღებული კანონით იყო მხარდაჭერილი, რომელმაც იმავე წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა ტრიუმვირატის არსებობა. სამეულმა ერთმანეთში გაინაწილა რესპუბლიკის არმიებისა და პროვინციების მართვა-გამგებლობა: ანტონიუსმა მიიღო გალია, ლეპიდუსმა — ესპანეთი, ოქტავიანემ კი როგორც უმცროსმა პარტნიორმა — აფრიკა. იტალია მათი ერთობლივი მმართველობის ქვეშ მოექცა. ტრიუმვირებს უნდა დაეპყროთ რომის დანარჩენი ტერიტორიები, რამდენადაც აღმოსავლეთი პროვინციები ბრუტუსისა და კასიუსის ხელში რჩებოდა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს კი სექსტუს პომპეუსი აკონტროლებდა. კავშირის განსამტკიცებლად, ოქტავიანე ანტონიუსის გერზე, კლოდია პულქრაზე დაქორწინდა.
მეორე ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, ავგუსტუსმა აღადგინა თავისუფალი რესპუბლიკის გარეგანი ფასადი, როდესაც აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო კრების ძალაუფლება სენატს გადასცა, თუმცა, რეალურად, თავად შეინარჩუნა ავტორიტარული ძალაუფლება რესპუბლიკაზე, როგორც სამხედრო დიქტატორმა. კანონის თანახმად, ავგუსტუსი ფლობდა სენატის მიერ მისთვის სამუდამოდ მინიჭებულ მთელ რიგ უფლებამოსილებებს, რაც მოიცავდა უმაღლესი მთავარსარდლის, ტრიბუნისა და ცენზორის თანამდებობებს. ავგუსტუსს რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა ფორმალურად რესპუბლიკური სახელმწიფოს სისტემა იმგვარად გარდაექმნა, რომ შეესაბამებინა საკუთარი ერთპიროვნული მმართველობისათვის. მან უარი თქვა მონარქიულ ტიტულებზე და სანაცვლოდ საკუთარ თავს პრინცეფს ცივიტატისი („სახელმწიფოს პირველი მოქალაქე“) უწოდა, შედეგად, სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც რომის იმპერიის პირველ ფაზას მოიცავს, პრინციპატის სახელით გახდა ცნობილი.


ფილიპის ბრძოლა და ტერიტორიის გადანაწილება

ძვ. წ. 42 წლის 1 იანვარს სენატმა იულიუს კეისარი, სიკვდილის შემდგომ, აღიარა რომის სახელმწიფოს ღმერთად, დივუს იულიუსად. ოქტავიანეს საშუალება მიეცა უფრო გაემყარებინა პოზიციები იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ იგი დივი ფილიუსი, „ღვთაებრივის ძე“ იყო.[ ამის შემდეგ, ტრიუმვირებმა კეისრის მკვლელების წინააღმდეგ ომისათვის მზადება დაიწყეს.
ძვ. წ. 43 წელს ტრიუმვირატში შიდა დაპირისპირების გამო, ბრუტუსმა და კასიუსმა შეძლეს კონტროლი მოეპოვებინათ რომის აღმოსავლეთი ტერიტორიების უმეტესობაზე. მათ განკარგულებაში იყო მრავალრიცხოვანი არმიაც. სანამ ადრიატიკის ზღვის გადალახვასა და საბერძნეთში გადასვლას შეძლებდნენ, სადაც ლიბერატორების არმია იყო გამაგრებული, ტრიუმვირატი უნდა გამკლავებოდა სექსტუს პომპეუსისა და მისი ფლოტისაგან მომდინარე საფრთხეს. სიცილიაში არსებული თავისი ბაზიდან სექსტუსი აწიოკებდა იტალიის სანაპიროებს და ბლოკადაში მოაქცია ტრიუმვირები. ოქტავიანეს მეგობარმა და ადმირალმა კვინტუს რუფუს სალვიდენუსმა ჩაშალა რეგიუმთან სამხრეთ იტალიაზე სექსტუსის შეტევა, თუმცა თავისი ჯგუფების გამოუცდელობის გამო შემდგომ საზღვაო ბრძოლაში დამარცხდა. ბლოკადის გარღვევა მხოლოდ ანტონიუსისა და მისი ფლოტის გამოჩენის შემდეგ მოხერხდა. ამის მიუხედავად, სიცილია კვლავაც სექსტუსის ხელში რჩებოდა, თუმცა ტრიუმვირატის უპირველეს ამოცანას ლიბერატორების დამარცხება წარმოადგენდა.
ფილიპის პირველი ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 3 ოქტომბერი
ფილიპის მეორე ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 23 ოქტომბერი
ძვ. წ. 42 წლის ზაფხულში ოქტავიანე და ანტონიუსი 19 ლეგიონით გაემართნენ მაკედონიისაკენ ლიბერატორებთან შესახვედრად,[ (დაახლოებით 100 000 რეგულარული ქვეითი და დამატებით კავალერია და არარეგულარული დამხმარე ერთეულები), რომის მოვლა კი ლეპიდუსს ანდეს. მსგავსადვე, ლიბერატორების არმიაც 19 ლეგიონს მოითვლიდა, თუმცა ოქტავიანესა და ანტონიუსის ლეგინებისაგან განსხვავებით, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არ იყვნენ. ტრიუმვირებს უფრო მეტი ქვეითი ჰყავდათ თავიანთ განკარგულებაში, ლიბერატორებს კი — კავალერია. ამ უკანასკნელებს, რომლებიც აკონტროლებდნენ მაკედონიას, სულაც არ სურდათ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვა. მათ ერჩიათ დაეკავებინათ კარგი თავდაცვითი პოზიცია და შემდეგ თავიანთი უპირატესი საზღვაო შესაძლებლობების გამოყენებით ტრიუმვირატის ძალები მათი სურსათით მომმარაგებელი ცენტრისაგან მოეწყვიტათ, რომელიც იტალიაში მდებარეობდა. წინა თვეებში ისინი ძარცვავდნენ ბერძნულ ქალაქებს საომარი ხაზინის შესავსებად, თრაკიაში თავს უყრიდნენ რომაულ ლეგიონებს აღმოსავლეთის პროვინციებიდან და კრეფდნენ გადასახადებს ვასალი სამეფოებისაგან.
ბრუტუსსა და კასიუსს მაღლობი პოზიცია ეკავათ ვია ეგნატიას ორივე მხარეს, ქალაქ ფილიპიდან დასავლეთით. სამხრეთ პოზიციას ჭაობები ესაზღვრებოდა, ჩრდილოეთს კი — გაუვალი მთები. მათ უამრავი დრო ჰქონდათ თავიანთი პოზიციის ბურჯებითა და თხრილით გასამაგრებლად. ბრუტუსმა ბანაკი ჩრდილოეთით დასცა, კასიუსმა კი ვია ეგნატიის სამხრეთი დაიკავა. ანტონიუსი მალევე გამოჩნდა და თავისი არმია ვია ეგნატიის სამხრეთით განალაგა, ოქტავიანემ კი გზის ჩრდილოეთით განათავსა თავისი ლეგიონები. ანტონიუსმა მათ ბრძოლა რამდენიმეჯერ შესთავაზა, თუმცა ლიბერატორების თავდაცვითი პოზიციიდან გამოტყუება ვერ შეძლო. ამიტომაც მან სცადა საიდუმლოდ შემოევლო მოწინააღმდეგისათვის ფლანგიდან სამხრეთით არსებული ჭაობების გავლით. მისი ეს მცდელობა 3 ოქტომბერს ბრძოლით დაგვირგვინდა. ოქტავიანეს ავადმყოფობის გამო, ტრიუმვირატის არმიას ანტონიუსი მეთაურობდა და პირადად ხელმძღვანელობდა კასიუსის მოპირისპირე მარჯვენა ფლანგს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოქტავიანე ბანაკში დარჩა, ბრუტუსის მოპირისპირე არმიის მარცხენა ფლანგს კი მისი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში. პირველ ბრძოლაში ანტონიუსმა დაამარცხა კასიუსი და მისი ბანაკიც დაიკავა, თუმცა ბრუტუსმა აჯობა ოქტავიანეს ძალებს და ტრიუმვირების ბანაკშიც შეიჭრა, თუმცა ავადმყოფი ოქტავიანეს შეპყრობა ვერ შეძლო. ბრძოლა ტაქტიკური თვალსაზრისით, ფრეს წარმოადგენდა, თუმცა კომუნიკაციის ნაკლებობის გამო კასიუსი ფიქრობდა, რომ დამარცხდნენ და რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში თავი მოიკლა.
რომის რესპუბლიკის რუკა ძვ. წ. 42 წელს ფილიპის ბრძოლის შემდეგ:
ბრუტუსი ლიბერატორების არმიის ერთადერთი სარდალი გახდა. მან ღია კონფლიქტს დამაუძლურებელი ომი არჩია, თუმცა მისი ოფიცრები ამ თავდაცვითი ტაქტიკით უკმაყოფილოები იყვნენ და მისი კეისრის ვეტერანები მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლით დაემუქრნენ, რამაც ბრუტუსს 23 ოქტომბერს ფილიპის მეორე ბრძოლის გამართვა აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა თავდაპირველად თანასწორად წარიმართა, ანტონიუსმა შეძლო ბრუტუსის ძალების დამარცხება. ბრუტუსმა დამარცხების მეორე დღეს თავი მოიკლა, მისმა დარჩენილმა არმიამ კი ტრიუმვირატს შეჰფიცა ერთგულება. ორმა ბრძოლამ 15 000 რომაელზე მეტი იმსხვერპლა. ანტონიუსი დამარცხებულებს რბილად მოექცა, ოქტავიანე კი თავის პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა და ბრუტუსის გვამს თავიც კი მოჰკვეთა.
ფილიპის ბრძოლამ კეისრის მხარდამჭერთა სასარგებლოდ დაასრულა სამოქალაქო ომი. ბრძოლაში გამარჯვებამ ტრიუმვირატის წევრები რესპუბლიკის მბრძანებლებად აქცია, გამონაკლისს წარმოადგენდა სექსტუს პომპეუსის ხელში მყოფი სიცილია. რომში დაბრუნების შემდეგ, ტრიუვირებმა ხელახლა გადაინაწილეს რომის პროვინციების მმართველობა ერთმანეთში. მათ შორის ანტონიუსი აშკარად უფროს პარტნიორად ჩამოყალიბდა. მან ყველაზე დიდი წილი მიიღო, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთის ყველა პროვინციას, დასავლეთში კი — გალიას. ოქტავიანეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამდენადაც მან მიიღო ესპანეთი, რომელიც ლეპიდუსს ჩამოერთვა. ამ უკანასკნელის სამფლობელო კი აფრიკამდე შემცირდა და მან ტრიუვირატში აშკარად მესამე ადგილი დაიკავა. იტალიაზე მმართველობა კვლავაც მათ საერთო პრეროგატივად რჩებოდა, თუმცა ოქტავიანემ მიიღო თავიანთი ვეტერანების დათხოვნისა და მათი იტალიაში მიწით უზრუნველყოფის რთული და არაპოპულარული დავალება. ანტონიუსმა მიიღო პირდაპირი კონტროლი აღმოსავლეთზე, თავისი ერთ-ერთი თანაშემწე კი გალიის მმართველად დანიშნა.

                     აქციუმის ბრძოლა

                                   
                                                             აქციუმის ბრძოლის გეგმა
 ძვ. წ. 31 წელს ჩატარდა აქციუმის კუნძულებთან, ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტსა და ოქტავიანეს ფლოტს შორის. დასრულდა ოქტავიანეს გამარჯვებით. ამ ბრძოლის შედეგად სამოქალაქო ომი დასრულდა და რომის რესპუბლიკა იმპერიად გარდაიქმნა.
საერთო სიტუაცია ოქტავინეს ფლოტს მეთაურობდა მარკუს ვიფსანუს აგრიპა.
იხ.ვიდეო

                                                                

               მარკუს ვიფსანიუს აგრიპა

                                           Agrippa Gabii Louvre Ma1208.jpg
(ლათ. Marcus Vipsanius Agrippa; დ. ძვ. წ. 64/62 — გ. ძვ. წ. 12) — ძველი რომის სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის ახლო მეგობარი, სიძე და თანაშემწე. აგრიპას სახელთანაა დაკავშირებული რომის ისტორიაში ზოგიერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი შენობის აგება და მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებების მოპოვება, რომელთაგან აღსანიშნავია ძვ. წ. 31 წელს მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრას ძალების წინააღმდეგ გამართული აქციუმის ბრძოლა. ამ გამარჯვებათა წყალობით, ოქტავიანე რომის პირველი იმპერატორი გახდა და ავგუსტუსის ტიტული მიიღო. აგრიპა დაეხმარა ავგუსსტუსს რომის მარმარილოს ქალაქად გადაქცევასა და აკვედუკების განახლებაში, რათა ყველა რომაელისათვის, ყველა სოციალური კლასიდან, მიეცა უმაღლესი ხარისხის საჯარო მომსახურებაზე წვდომის საშუალება. მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი აბანოს, პორტიკისა და ბაღის აგება-გაშენება და თავის დროზე ისიც კი ეგონათ, რომ რომის პანთეონის მშენებლობის დამკვეთი სწორედ ის იყო. აგრიპა იყო რომის მეორე იმპერატორის, ტიბერიუსის სიმამრი, კალიგულას პაპა დედის მხრიდან და ნერონის დიდი პაპა დედის მხრიდა

ანტონიუსი და კლეოპატრა

აგრიპას ქანდაკება ვენეციის არქეოლოგიურ მუზეუმში.
აგრიპა კიდევ ერთხელ გამოიძახეს, რათა ანტონიუსსა და კლეოპატრასთან დაწყებულ ომში ფლოტისათვის ესარდლა. მან აიღო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი მეტონი სამხრეთ-დასავლეთ პელოპონესში, შემდეგ ჩრდილოეთისაკენ გაემართა, საბერძნეთის სანაპიროს გაჰყვა და დაიკავა კორკირა (თანამედროვე კერკირა). ამის შემდეგ, ოქტავიანემ თავისი ძალები აქ გადმოსხა და კუნძული საზღვაო ბაზად აქცია.[31] ანტონიუსმა თავისი გემები და ჯარი აქციუმთან განალაგა, სადაც ოქტავიანე მასთან შესახვედრად გაემართა. ამასობაში, აგრიპამ პატრის საზღვაო ბრძოლაში ანტონიუსის მხარდამჭერი, კვინტუს ნასიდიუსი დაამარცხა.[32] დიონ კასიუსი მოგვითხრობს, რომ როდესაც აგრიპა ოქტავიანესთან შესაერთებლად აქციუმისაკენ გაემართა, იგი შეეჯახა გაიუს სოზიუსს, ანტონიუსის ერთ-ერთ თანაშემწეს, რომელიც მოულოდნელ შეტევას ახორციელებდა ლუციუს ტარიუს რუფუსის ესკადრონზე, ოქტავიანეს მხარდამჭერზე. აგრიპას მოულოდნელი გამოჩენა ბრძოლაში გადაიზარდა.
დიონ კასიუსის მიხედვით, როდესაც გადამწყვეტი ბრძოლა მოახლოვდა, ოქტავიანემ მიიღო ცნობები იმის შესახებ, რომ ანტონიუსი და კლეოპატრა მისი საზღვაო ბლოკადის გარღვევასა და გაქცევას გეგმავდნენ. თავდაპირველად, იგი ფლაგმანების გატარებას აპირბდა, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ მისი მსუბუქი ხომალდები მათ შემდეგაც დაეწეოდნენ, ხოლო მტრის დანარჩენი გემები დანებდნებოდნენ მას შემდეგ, რაც მათი ლიდერის სიმხდალეს იხილავდნენ. აგრიპა შეეწინააღმდეგა მას და განაცხადა, რომ დიდი ზომის მიუხედავად, ანტონიუსის გემებს მაინც შეეძლოთ გაესწროთ ოქტავიანეს ხომალდებისთვის თუ იალქნებს გაშლიდნენ და რომ ოქტავიანეს ახლავე უნდა ებრძოლა, რადგანაც ანტონიუსის ფლოტი სულ ახლახანს იყო მოყოლილი შტორმში. ოქტავიანემ მეგობრის რჩევას დაუჯერა.
ძვ. წ. 31 წლის 2 სექტემბერს გაიმართა აქციუმის ბრძოლა. ოქტავიანეს გამარჯვება, რამაც მას რომსა და იმპერიაზე ბატონობა მოუტანა, ძირითადად, სწორედ აგრიპას დამსახურება იყო.[35] პატივისცემის ნიშნად, ძვ. წ. 28 წელს ოქტავიანემ აგრიპა თავისი დისწულის, კლაუდია მარცელა უფროსის ხელით დააჯილდოვა. იმავე წელს, ოქტავიანესთან ერთად, იგი კონსულადაც მსახურობდა. ძვ. წ. 27 წელს იგი ოქტავიანესთან ერთად მესამედ გახდა კონსული. ამავე წელს, სენატმა ოქტავიანეს ავგუსტუსის საიმპერატორო ტიტული უბოძა.
აქციუმის ბრძოლის წლისთავის აღსანიშნავად, აგრიპამ ააშენა და მიუძღვნა შენობა, რომელიც ახ. წ. 80 წელს დანგრევამდე რომის პანთეონს წარმოადგენდა. იმპერატორმა ადრიანემ აგრიპას დიზაინი საკუთარი პანთეონის ასაშენებლად გამოიყენა, რომელიც დღემდე დგას რომში. გვიანდელი შენობა, რომელიც, დაახლოებით, ახ. წ. 125 წლისათვის აიგო, ინარჩუნებს აგრიპას დროინდელის წარწერას, რომელიც მისი მესამე საკონსულო ვადის პერიოდისაა. თავისი მესამე კონსულობის შემდეგი წლები აგრიპამ გალიაში გაატარა, სადაც მან მოახდინა ადმინისტრაციული და საგადასახადო სისტემების რეფორმირება, ააშენა ეფექტური საგზაო სისტემა და აკვედუკები.
ოქტავიანეს გადასაწყვეტი გახდა, თუ იტალიაში სად დაესახლებინა მაკედონიის კამპანიის ათიათასობით ვეტერანი, რომელთაც ტრიუმვირებმა დათხოვნის პირობა მისცეს. ათეულობით ათასეულები, რომლებიც ბრუტუსსა და კასიუსთან ერთად რესპუბლიკელების მხარეს იბრძოდნენ, ადვილად შეიძლებოდა ოქტავიანეს პოლიტიკური ოპონენტების მოკავშირეები გამხდარიყვნენ, თუ იგი ამაზე არ იზრუნებდა, ისინი, აგრეთვე, მიწასაც საჭიროებდნენ. რადგანაც ჯარისკაცების დასასახლებლად მთავრობას მეტი მიწა აღარ გააჩნდა, ოქტავიანეს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია: ან გაენაწყენებინა რომის ბევრი მოქალაქე მათთვის მიწების კონფისკაციით, ან გაენაწყენებინა მრავალი რომაელი ჯარისკაცი, რომელთაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი ოპოზიცია გაეწიათ მისთვის რომის ცენტრში. ოტავიანემ პირველი აირჩია. ახალი დასახლებები 18 რომაულ ქალაქს შეეხო, რომელთა მოსახლეობაც მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც გაასახლეს.
                                                       
                                ახალგაზრდა ოქტავიანეს ქანდაკება, თარიღდება ძვ. წ. 30 წლით
ავგუსტუსის მმართველობამ დასაბამი მისცა შედარებით მშვიდობიან ერას, რომელიც პაქს რომანას (რომაული მშვიდობა) სახელითაა ცნობილი. რომაული სამყარო ძირითადად, თავისუფალი იყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისაგან ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმპერიის ექსპანსიისათვის საზღვრებთან წარმოებული გამუდმებული ომებისა და საიმპერატორო მემკვიდრეობისათვის ატეხილი ერთწლიანი სამოქალაქო ომისა. ავგუსტუსმა მკვეთრად გააფართოვა იმპერიის საზღვრები: შეიერთა ეგვიპტედალმაციაპანონია, ნორიკუმი და რეცია; გააფართოვა აფრიკულიდა გერმანული სამფლობელოები და დაასრულა ესპანეთის დაპყრობა.
საზღვრებს მიღმა, მან უზრუნველყო იმპერიის უსაფრთხოება ვასალი სახელმწიფოების ბუფერული რეგიონით და დიპლომატიის მეშვეობით პართიასთან მშვიდობას მიაღწია. მან გაატარა რომაული საგადასახადო სისტემის რეფორმა, განავითარა გზების ქსელი ოფიციალური საშიკრიკო სისტემითურთ, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, დააფუძნა პრეტორიანელთა გვარდია, შექმნა ოფიციალური პოლიცია და სახანძრო სამსახური რომისათვის და ხელახლა ააშენა ქალაქის დიდი ნაწილი საკუთარი მმართველობის პერიოდში.
ავგუსტუსი გარდაიცვალა ახ. წ. 14 წელს 75 წლის ასაკში. იგი ბუნებრივი სიკვდილით უნდა გარდაცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დაუდასტურებელი ჭორები, თითქოს მისმა ცოლმა, ლივიამ მოწამლა იმპერატორი. ავგუსტუსი ტახტზე შეცვალა მისმა შვილობილმა (ასევე, გერმა და ყოფილმა სიძემ) ტიბერიუსმა

ავგუსტუსის თვე

რომის იმპერატორები

ავგუსტუსი 27 ძვ. წ. - 14 ახ. წ. (Caesar Avgvstvs)
ტიბერიუსი - 14 - 37 (Ti. Caesar Avgvstvs)
კალიგულა - 37 - 41 (C. Caesar Avgvstvs Germanicvs)
კლავდიუსი - 41 - 54 (Ti. Clavdivs Caesar Avgvstvs Germanicvs)
ნერონი - 54 - 68 (Nero Clavdivs Caesar Avgvstvs Germanicvs)
გალბა - 68 - 69 (Imp. Ser. Svlpicivs Galba Caesar Avgvstvs)
ოტონი - 69 (Imp. M Otho Caesar Avgvstvs)
ვიტელიუსი 69 (A. Vitellivs Avgvstvs Imp. Germanicvs)
ვესპასიანე - 69 - 79 (Imp. Caesar Vespasianvs Avgvstvs)
ტიტუსი - 79 - 81 (Imp. Titvs Caesar Vespasianvs Avgvstvs)
დომიციანე - 81 -96 (Imp. Domitianvs Caesar Avgvstvs)
ნერვა - 96 - 98 (Imp. Caesar Nerva Avgvstvs)
ტრაიანე - 98 - 117 (Imp. Caesar Nerva Traianvs Avgvstvs)
ადრიანე - 117 - 138 (Imp. Caesar Traianvs Hadrianvs Avgvstvs)
ანტონინუს პიუსი 138 - 161 (Imp. Caesar T. Aelivs Hadriavns Antoninvs Avgvstvs Pivs)
მარკუს ავრელიუსი - 161 - 180 (Imp. Caesar M. Avrelivs Antoninvs Avgvstvs)
ლუციუს ვერუსი - 161 - 169 (Imp. Caesar L. Avrelis Vervs Avgvstvs)
კომოდუსი - 180 - 192 (Imp. Caesar L. Aelivs Avrelivs Commodvs Avgvstvs)
პერტინაქსი - 193 (Imp. Caesar P. Helvivs Pertinax Avgvstvs)
დიდიუს იულიანუსი - 193 (Imp. Caesar M. Didivs Severvs Ivlianvs Avgvstvs)
სეპტიმიუს სევერუსი 193 - 211 (Imp. Caesar L. Septimivs Severvs Pertinax Avgvstvs)
კლოდიუს ალბინუსი - 193 - 197 (Imp. Caesar D. Clodivs Septimivs Albinvs Avgvstvs)
პესცენიუს ნიგერი - 193 - 194 (Imp. Caesar C. Pescenivs Niger Ivstvs Avgvstvs)
კარაკალა - 211 - 217 (Imp. Caesar M. Avrelivs Antoninvs Caracalla Avgvstvs)
გეტა - 217 - 218 (Imp. Caesar P. Septimivs Geta Avgvstvs)
მაკრინუსი - 217-218 (Imp. Caesar M. Opelivs Macrianvs Avgvstvs)
ელაგაბალი - 218-222 (Imp. Caesar M. Avrelivs Antoninvs Avgvstvs)
ალექსანდრე სევერუსი - 222-235 (Imp. Caesar M. Avrelivs Severvs Alexander Avgvstvs)
მაქსიმინუსი - 235-238 (Imp. Caesar C. ivlivs Vervs Maximinvs Avgvstvs)
გორდიანუს I - 238 (Imp. Caesar M. Antoninvs Gordianvs Sempronianvs Romanvs Africanvs Avgvstvs)
გორდიანუს II - 238 (Imp. Caesar M. Antoninvs Gordianvs Sempronianvs Romanvs Africanvs Avgvstvs)
პუპიენუსი 238 (Imp. Caesar M. Clodivs Pvpienvs Maximvs Avgvstvs)
ბალბინუსი - 238 (Imp. Caesar D. Caelivs Calvinvs Balbinvs Avgvstvs)
გორდიანუს III - 238-244 (Imp. Caesar M. Antonivs Gordianvs Avgvstvs)
ფილიპე არაბი - 244-249 (Imp. Caesar M. Ivlivs Philippvs Avgvstvs)
ფილიპე (უმცროსი) -247-249 (Imp. Caesar M. Ivlivs Philippvs Avgvstvs)
დეციუსი -249-251 (Imp. Caesar C.Messivs Qvintvs Traianvs Decivs Avgvstvs)
დეციუს (უმცროსი) 251 (Imp. Caesar Q. Herrenivs Etrvscvs Messivs Decivs Avgvstvs)
ჰოსტილიანუსი - 251 (Imp. Caesar C. Valens Hostilianvs Messivs Qvintvs Avgvstvs)
ტრებონიანუს გალლუსი - 251-253 (Imp. Caesar C. Vibivs Trebonianvs Gallvs Avgvstvs)
ველუზიანუსი - 251-253 (Imp. Caesar C. Vibivs Afinivs Gallvs Avgvstvs)
ემილიანუსი - 353 (Imp. Caesar M. Aemilianvs Avgvstvs)
ვალერიანუსი - 253-260 (Imp. Caesar P. Licinivs Valerianvs Avgvstvs)
გელლიენუსი - 253-268 (Imp. Caesar P. Licinivs Egnativs Gallienvs Avgvstvs)
პოსტუმუსი - 258-268 (Imp. Caesar M. Cassianivs Latinivs Postvmvs Avgvstvs)
ვიქტორინუსი - 268-270 (Imp. Caesar M. Piavonivs Vitrorinvs Avgvstvs)
კლავდიუს II - (Imp. Caesar M. Avrelivs Clavdivs Avgvstvs)
ტეტრიკუსი -270-273 (Imp. Caesar C. Pivs Esvvivs Tetricvs Avgvstvs)
კვინტილუსი - 270 (Imp. Caesar M. Avrelivs Clavdivs Qvintvllvs Avgvstvs)
ავრელიანუსი - 270-275 (Imp. Caesar L. Domitivs Avrelivs Avgvstvs)
ტაციტუსი - 275-276 (Imp. Caesar M. Clavdivs Tacitvs Avgvstvs)
ფლორიანე -276 (Imp. Caesar M. Annivs Florianvs Avgvstvs)
პრობუსი - 276-282 (Imp. Caesar M.Avrelivs Probvs Avgvstvs)
კარუსი - 282-283 (Imp. Caesar M. Avrelivs Carvs Avgvstvs)
კარინუსი - 283-284 (Imp. Caesar M.Carinvs Avgvstvs)
ნუმერიანე - 283-284 (Imp. Caesar M. Avrelivs Nvmerivs Nvmerianvs Avgvstvs)
დიოკლეტიანე - 284-305 (Imp. Caesar C. Avrelivs Valerivs Diocletianvs Avgvstvs)
მაქსიმიანე - 286-305 (Imp. Caesar M. Avrelivs Maximianvs Avgvstvs)
გალერიუსი - 293-311 (Imp. Caesar C. Galerivs Valerivs Maximianvs Avgvstvs)
კონსტანციუს I - 393-306 (Imp. Caesar M. Flavivs Valerivs Constantivs Avgvstvs)
კარაუსიუსი - 286—293 (Imp. Caesar M. Avrelivs Mavs. Avgvstvs)
ალლექტუსი - 293-296 (Imp. C. Allectvs Avgvstvs)
ფლავიუს სევერუსი -305-307 (Imp. Caesar Flavivs Valerivs Severvs Avgvstvs)
მაქსიმინუსი - 305-313 (Imp. Caesar Galerivs Valerivs Maximinvs Avgvstvs)
მაქსენციუსი - 307-312 (Imp. Caesar M. Avrelivs Velrivs Maxsentivs Avgvstvs)
ალექსანდრე - 308-311 (Imp. Caesar L. Domitivs Alexander Avgvstvs)
ლიცინიუსი - 308-324 (Imp. Caesar Valerivs Licinianvs Licinivs Avgvstvs)
კონსტანტინე დიდი - 306-337 (Imp. Caesar C. Flavivs Valerivs Constantinvs Avgvstvs)
კონსტანტინე II -337-340 (Imp. Caesar Flavivs Clavdivs Constantinvs [Ivnior] Avgvstvs)
კონსტანსი -337-350 (Imp. Caesar Flavivs Ivlivs Constans Avgvstvs)
კონსტანციუს II -337-361 (Imp. Caesar Ivlivs Constantivs Avgvstvs)
მაგნეციუსი - 350-353 (Imp. Caesar Flavivs Magnvs Magnetivs Avgvstvs)
იულიანე განდგომილი - 361 - 363 (Imp. Caesar Flavivs Clavdivs Ivlianvs Avgvstvs)
იოვიანე - 363-364 (Imp. Caesar Flavivs Iovianvs Avgvstvs)
ვალენტინიანე I - 364-375 (Imp. Caesar FlavivsValentinianvs Avgvstvs)
ვალენტი - 364-378 (Imp. Caesar Flavivs Valens Avgvstvs)
გრაციანე - 367-383 (Imp. Caesar Flavivs Gratianvs Avgvstvs)
ვალენტინიანე II - 375-392 (Imp. Caesar Flavivs Valentinianvs Avgvstvs)
მაგნუს მაქსიმუსი - 383-388 (Imp. Caesar Magnvs Maximvs Avgvstvs)
ფლავიუს ვიქტორი - 384-388 (Imp. Caesar Flavivs Victor Avgvstvs)
ევგენიუსი - 392-394 (Imp. Caesar Flavivs Evgenvs Avgvstvs)
თეოდოსიუს I - 379-395 (Imp. Caesar Flavivs Theodosivs Avgvstvs)

დასავლეთ რომის იმპერია

ჰონორიუსი - 395-423 (Imp. Flavivs Honorivs)
კონსტანტინე III - 407-411 (Imp. Flavivs Clavdivs Constantinvs)
პრისკუს ატალუსი - 409-410/414-415 Priscvs Attalvs )
კონსტანციუს III 421- (Imp. Flavivs Constantivs Avgvstvs)
იოანე - 423-425 (Iohannes)
ვალენტინიანე III - 425-455 (Flavivs Placidvs Valetinianvs)
პეტრონიუს მაქსიმუსი - 455 (Petronivs Maximvs)
ავიტუსი - 455 - 456 (Avitvs)
მაიორიანუსი - 457-461 (Maiorianvs)
ლიბიუს სევერუსი - 461-465 (Libivs Severvs)
პროკოფიუს ანტემიუსი - 467-472 (Procopivs Anthemivs)
ოლიბრიუსი - 472 (Olibrivs)
გლიცერიუსი - 473-474 (Glicerivs)
ნეპოსი - 474-475 (Nepos)
რომულუს ავგუსტულუსი - 475-476 (Romvlvs Avgvstvlvs)
იხ.ვიდეო


აგვისტოს თვემ (ლათ. Augustus) თავისი სახელი ავგუსტუსის პატივსაცემად მიიღო, მანამდე მას სექსტილისი ერქვა, რადგანაც თავდაპირველი რომაული კალენდრის მეექვსე თვე იყო, ექვსი კი ლათინურად გამოითქმის, როგორც sex (სექს). ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ, თითქოს, აგვისტოს 31 დღე იმიტომ აქვს, რომ ავგუსტუსს სურდა მისი თვე სიგრძეში არ ჩამორჩენოდა იულიუს კეისრის ივლისს, თუმცა ეს მითი XIII საუკუნეში შეიქმნა სწავლულის, იოჰან დე საკრობოსკოს მიერ. რეალურად, სექსტილუსს 31 დღე ჰქონდა სახელის გადარქმევამდეც და ის მისი სიგრძის გამო არ აურჩევიათ (იხილეთ იულიუსის კალენდარი). სენატის გადაწყვეტილების თანახმად, რომლის ციტირებასაც მაკრობიუსი აკეთებს, ავგუსტუსის პატივსაცემად მისი სახელის დასარქმევად სექსტილუსი იმიტომ შეირჩა, რომ მისი აღზევების რამდენიმე ყველაზე აღსანიშნავი მოვლენა, რაც ალექსანდრიის დაცემით დაგვირგინდა, სწორედ ამ თვეში მოხდა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...