воскресенье, 18 марта 2018 г.

                                                  თურქული ენა 
თურქი ხალხის ენა. მიეკუთვნება ენათა თურქულ ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ, სავარაუდოდ ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზას თურქული ენების ალთაურთან ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.
გავრცელებულიათურქეთი,
მოლაპარაკეთა რაოდენობამშობლ. ენა: დაახლ. 65 მლნ.
მეორე ენა: დაახლ. 20 მლნ.
ოფიციალური სტატუსითურქეთი

თურქეთის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კიპროსი
კვიპროსი
მაკედონია (რეგიონალ.)
რუმინეთი (რეგიონალ.)
კოსოვო (რეგიონალ.)
ლინგვისტური კლასიფიკაციაალთაური ენები
თურქული ენები
ოღუზური ენები
დასავლეთ ოღუზური
თურქული
დამწერლობის სისტემალათინური.

არაბულიგამოიყენებოდა 1928წლამდე.
საერთოდ, თურქულ ენათა უმეტესობა საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს ფონოლოგიაშიმორფოლოგიასა და სინტაქსში. ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის საზღვრების დადგენას, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთის მეზობლად განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ დიალექტებზე მოსაუბრე მოსახლეობა ჰყავს. (იხილეთ თურქულენოვანი ხალხები) არადა, განცხადება იმის შესახებ, რომ საზღვრები ამ ხალხებს შორის ხელოვნურადაა გავლებული პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენდა, რადგან იგი საფუძველშივე არღვევს თურქულენოვან სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ თანხმობას. გარდა ამისა, ისევ და ისევ დიდი მსგავსებისა და ინტენსიური ურთიერთგავლენების გამო გართულებულია თურქული ენების შიდა გენეტიკური ნიშნით დაყოფა. დღემდე ყოველი მსგავსი მცდელობა მხოლოდ ახალი საკლასიფიკაციო ჰიპოთეზის შექმნით დასრულებულა.
თურქულენოვან ხალხთა საერთო რიცხვი დაახლ. 150-მდე მლნ. კაცამდე მერყეობს. გეოგრაფიულად უაღრესი გაფანტულობის მიუხედავად, რომელიც მოიცავს არეალს აღმოსავლეთ ბალკანეთიდან დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკისა და კავკასიისჩათვლით ვიდრე ცენტრალური აზიისა და ციმბირის სივრცეებამდე, ეს ენები ავლენენ მეტ-ნაკლებ სიახლოვეს გრამატიკულ სტრუქტურასა და ლექსიკაში. სწორედ ეს არის პირვანდელი და უმთავრესი მიზეზი ამ ენათა და ხალხთა ერთ ჯგუფად გაერთიანებისა.

Комментариев нет:

წიწმატურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  წიწმატურა წიწმატურა  ( ლათ.   Capsella bursa-pastoris ...