среда, 14 марта 2018 г.


                            შეთქმულებათა ტიპოლოგია

                                                გლობალური შეთქმულებები

გლობალური შეთქმულებებიამ ტიპის შეთქმულებათა უმრავალესობისათვის დამახასიათებელი ნიშანი არის იმის გამოცხადება, რომ არსებობს სრულიად უცნობი (ან ნაკლებად ცნობილი) ფარული საზოგადოება, რომელიც დაარსებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ მსოფლიოზე გაბატონების მიზნით. აღნიშნული საზოგადოების მოღვაწეობა გამოიხატება ისტორიულ პროცესებში, რომლებიც თეორიის მომხრეთათვის უკიდურესად ნეგატიური ხასიათისაა. გლობალური შეთქმულების თეორიის მომხრეები პოსტულირებენ მთელ რიგ კავშირებს ისტორიულ და თანამედროვე მოვლენებს შორის, რომლებიც გლობალური შეთქმულების მონაწილეთა საბოლოო მიზნის ცალკეულ ეტაპებს წარმოადგენენ
როგორ წესი, გლობალური შეთქმულების თეორიები პოპულარობის პიკს აღწევენ ეკონომიკური ან/და პოლიტიკური არასტაბილურობის, კრიზისის პერიოდში. შესაბამისად, საზოგადოების ფართო მასებს არ სურთ შეეცადონ გაეცნონ პრობლემის ობიექტურ მიზეზებს, ამიტომაც პოულობენმარტივ გამოსავალს“ — ეძებენ მტრებს, რომლებიც კრიზისს ხელოვნურად ქმნიან. აქედან გამომდინარე, გლობალური შეთქმულების თეორია გზას უხნის მასობრივ ქაოსს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მმართველი ელიტის სასარგებლოდ (შავი ასეული რუსეთის იმპერიაში), ასევე მის წინააღმდეგ (ნაციზმი ვაიმარის რესპუბლიკაში). ამის გამო გლობალური შეთქმულების თეორია კრიზისულ სიტუაციაში ფართო მასებით მანიპულირების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად იქცევა, ამასთან მისმაარასწორადგამოყენებამ შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს.

                                ეკონომიკური შეთქმულება

ყოვლისმხედველი თვალი“, ილუმინატების სიმბოლო ამერიკულ ერთ დოლარიან კუპიურაზე
ბოლო დროს ფართოდ გავრცელთა სხვადასხვა ეკონომიკური კრიზისების გამომწვევ მიზეზთა ახსნაეკონომიკურ კრიზისებს ხელოვნურად ქმნიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბანკები და უმდიდრესი ოჯახები, რათა გააკონტროლონ მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა (თეორიის მომხრეები მიუთითებენ, რომ ეკონომიკური კრიზისები არ არსებობდნენ საბანკო სისტემისა და სხვა ფინანსური სტრუქტურების შექმნამდე). ეკონომიკური შეთქმულების მომხრეები არ განიხილავენ ეკონომიკურ კრიზისს, როგორც თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში მიღებული ობიეტური ეკონომიკური წესების კანონზომიერ გამოვლინებას

                                                            მწარმოებელთა შეთქმულება

არსებობს ჰიპოთეზა მწარმოებელთა შეთქმულების არსებობს შესახებ: ივარაუდება, რომ ეს უკანასკნელნი თანმხდებიან, აწარმოონ უხარისხო, მალფუჭებადი და შეუსაბამოდ ძვირი პროდუქცია და დაბრკოლება შეუქმნან ხარისხიანი პროდუქციის გავრცელებას, რათა ხარჯების შემცირებით მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვარამდენად მიზანშეწონილია მწარმოებელთა აღნიშნული ქმედება ჩაითვალოს შეთქმულებად, ვინაიდან იგივე შეიძლება განხორციელდეს უბრალო ინტერესების თანხვედრის გამო (სწორედ ისე, როგორც ბანქოს თამაშის დროს, მოთამაშეთა ნაწილი მოქმედებს ერთი მოთამაშის წინააღმდეგ, რომლის მარცხიც დანარჩენთათვის მომგებიანიაანუ, მოხდა ინტერესთა თანხვედრა). მიუხედავად ამისა1990-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა სასამართლო პროცესთა მთელი სერიახელისუფლების წარმომადგენლებმა თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლები დაადანაშაულეს შეთქმულებაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ადამიანთა ჯანმრთელობისათვის თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა საზოგადოების ფართო მასებისათვის (თამბაქოს განაწილების შესახებ შეთანხმება)

                                                კომპიუტერული შეთქმულება

არსებობს ვერსია, რომ კომპიუტერული პროგრამების მწარმოებლები, კომპიუტერული რესურსებისადმი სულ უფრო მეტად მოთხოვნად (იგულისხმება სისტემური მოთხოვნილება) პროდუქტებს აწარმოებენ, რათა არ შემცირდეს ძვირადღირებულ აპარატურაზე მოთხოვნა. პროგრამული უზრუნველყოფის ინფლაციის ფენომენის რაციონალური ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერული რესურსების ფასების მკვეთრად კლების პირობებში, თუნდაც ცუდი კომპიუტერული პროგრამება მოთხოვნადი ხდება, ამიტომაც მისი მწარმოებლისათვის გაცილებით მომგებიანია, საერთოდ არ იღელვოს პროდუქტის ოპტიმალურობაზერითაც შეამცირებს დამუშავეს ვადებს (შესაბამისად ხარჯებსაც), ვინაიდან გამოიყენებს უბრალო (შესაბამისად ნაკლებად ხარისხიან) რესურსებს, ასეთი მიდგომით კი შესაძლებელი ხდება ნაკლებად კვალიფიციურ პროგრამისტთა მომსახურების გამოყენება. „კომპიუტერული შეთქმულებისმომხრეებს მიაჩნიათ, რომ კომპიუტერული ანტივირუსების მწარმოებლები თავად ქმნიან ვირუსებს და ავრცელებნ მათ ვებ-სივრცეში (ან უკიდურეს შემთხვევაში, აფინანსებენ ასეთ საქმიანობას), რათა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა არ შემცირდეს

                                           ბანკირთა შეთქმულება

ძირითადად განიხილებაეკონომიკურ შეთქმულებასთანერთად და გარკვეულწილად უკავშირდება პოლიტოლოგიას — ამ კონსპირაციული ვარიანტის ზოგიერთი ასპექტი ემთხვევა მარქსიზმის პოლიტიკურ დოქტრინებს

                            ნავთობმწარმოებელთა შეთქმულება

აღნიშნული კონსპირაციული კონცეფციის თანახმად, უმსხვილესი ნავთობკომპანიების მფლობელები აბრკოლებენ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებას, რათა არ დაუშვანენერგეტიკული რევოლუცია“. 2008 წელსევროკომისიამ გამოააშკარავა .პარაფინის შეთქმულება“, რომელშიც მონაწილეობდნენ „ExxonMobil“, „Total“, „Sasol Limited“ და სხვა წამყვანი ნავთობკომპანიები, რომლებიც საიდუმლოდ შეთანხმდნენ, დაეწესებინათ მაღალი ფასები პარაფინზე[

                             ავტომწარმოებელთა შეთქმულება

ეს კონსპირაციული კონცეფცია ხშირად განიხილება ნავთობმწარმოებელთა შეთქმულებასთან ერთად. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი მსოფლიოს ავტომწარმოებლები მალავენ წარმოების იაფ, ეკონომიურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებს, რათა შეინარჩუნონ მომხმარებელთა მოთხოვნა ავტონაწილებზე, ზეთსა და საწვავზე. ამ მხრივ აღსანიშნავია 2006 წლის ამერიკული დოკუმენტური ფილმი ვინ მოკლა ელექტრომობილი

                                  სპორტსმენთა შეთქმულება

გამომდინარე იქიდან, რომ სპორტში საკმაოდ დიდიფული ტრიალებს“, აღნიშნული თეორიის მომხრეები თვლიან, რომ ამა თუ იმ სპორტული შეჯიბრის შედეგი წინასწარ არის განსაზღვრულიანუნაყიდია“, სპორტსმენთა შეჯიბრი და ბრძოლა კი უბრალო ფიქციაა, რომელიც სანახაობისთვისაა განკუთვნილი
მასონური სიმბოლიზმი აშშ-ის სახელმწიფო გერბზე

                       მონდიალისტური შეთქმულება

მონდიალისტური შეთქმულებაკონსპიროლოგიის უახლესი ფორმა, რომლის მიზანია ამხილოს და გამოაშკარავოსმსოფლიო ხელისუფლების საიდუმლოებანი“. შეთქმულების ამ ვარიანტის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ დაკვირვების ძირითადი ობიექტია ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ცენტრი თავისი სპეციფიკური და სადავო კულტურული თუ ფუტურისტულიკონცეფციით
არაოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაცია ბილდერბერგის კლუბი, მრავალი კონსპიროლოგის მიერ განიხილება, როგორც ფარული მსოფლიო ხელისუფლება.
კონსპიროლოგთა განცხადების თანახმადსამმხრივი კომისიის (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ჩრდილოეთ ამერიკისდასავლეთ ევროპის და აზიის (იაპონიისა და სამხრეთ კორეის სახით) წარმომადგენლებისაგან) ნამდვილ მიზანს წარმოადგენს მის დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიო ხელისუფლების შექმნაბოჰემური კლუბი, რომელიც აერთიანებს ამერიკული საზოგადოების გავლენიან წევრებს, კონსპიროლოგების მიერ ითვლება ერთგვარ ადგილად, სადაც წყდება აშშ-ის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი საკითხები

მასონური შეთქმულება

თავისუფალი მასონებისსიმბოლო (გამოსახულია ფარგალი და გონიო)
მასონური შეთქმულების თეორიის მომხრეებად ხშირ შემთხვევაში გვევლინებიან რელიგიური კონტრრევოლუციონერები, კათოლიკე თუ მართლმადიდებელი კონსერვატორები და ფუნდამენტალისტები. მასონური შეთქმულების გამოაშკარავება ძირითადად ხორციელდება თეოლოგიური მოძღვრების მეშვეობით. თეორიის მომხრეები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოს ყველა (ან თითქმის ყველა) მმართველი, ასე თუ ისე ემორჩილება მასონთა ნებას

                                             ებრაული შეთქმულება

ებრაული შეთქმულებაფართოდ გავრცელებული კონსპირაციული კონცეფცია, რომელსაც აქვს ორი ძირითადიმიმართულება“: თეოლოგიური (ამ შემთხვევაში კრიტიკის საგანს წარმოადგენს იუდაიზმის რელიგიური ასპექტები) და რასობრივი (ებრაელთა შურისძიებარასიზმი სხვა ნაციათა მიმართ). აქვე აღსანიშნავია შეთქმულების თეორიის კიდევ ერთი სახე, რომლის სახელწოდებააებრაულ-მასონური შეთქმულებადა შესაბამისად, საკუთარ თავში აერთიანებს ებრაული და მასონური შეთქმულებების კონცეფციას

                                           არაბული შეთქმულება

არაბული შეთქმულებაგლობალური ისლამისტური შეთქმულება, რომელიც მიმართულია დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ. შეთქმულების ძირითად მიზანს, კონსპიროლოგების აზრით, წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში ისლამისტური თეოკრატიის დამყარება, ასევე აშშ-ისა და ისრაელის განადგურება. შეთქმულების მხარდამჭერ იდეოლოგიად ითვლება ფაშიზმი ან კომუნიზმი

                                           სექტების შეთქმულება

ეს საკმაოდ ძველი კონსპირაციული კონცეფცია გულისხმობს ნეოსპირიტუალისტურ შეთქმულებას, რომელიც პოლიტიკურ აქტივობას განმარტავს, როგორც მისტიურ მოძრაობას (იგულისხმება რელიგიად ქცეული სპირიტული მიმდინარეობა „New Age“)

უცხო ცივილიზაციების არსებობის დაფარვისაკენ მიმართული შეთქმულება

აღნიშნული თეორიის მომხრეები თვლიან, რომ მსოფლიოს მმართველები ფლობენ გარკვეულ ინფორმაცისუცხოპლანეტელთაშესახებ, თუმცა საზოგადოების ფართო მასებს უმალავენ ჭეშმარიტებას, რათა დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, არ დაუშვან ქაოსი მსოფლიოში ან ითანამშრომლონ უცხოპლანეტელებთან პირადი გამორჩენის მიზნით (მაგალითად, არაამქვეყნიური ტექნოლოგიების ხელში ჩაგდება, რათა დაამყარონ ტოტალური კონტროლი დედამიწაზე ან უცხოპლანეტელთა მიერ ჩვენი პლანეტის კოლონიზაციის დროს საკუთარი სიცოცხლის შეინარჩუნება)

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ორონდ ჩვენი ...