пятница, 16 марта 2018 г.

საქართველ

                           საქართველო



                                       დემოგრაფია

მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 წლის იანვარში და 2014 წელს.
პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი.  1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5 443 000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4 601 500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3 787 000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1 %-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3 661 000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8 % იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4 %-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,4 % ქალაქში ცხოვრობს.
იხ.ვიდეო

(საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 86,8 % Increase2.svgაზერბაიჯანელები — 6,3 % Decrease2.svgსომხები — 4,5 % Decrease2.svgრუსები — 0,7 % Decrease2.svgოსები — 0,4 % Decrease2.svgიეზიდები — 0,3 % Decrease2.svgუკრაინელები— 0,2 % Steady2.svgქისტები — 0,2 % Steady2.svgბერძნები — 0,1 % Decrease2.svgასირიელები — 0,1 %, სხვა 0,4 %;
(ძირითადად საქართველოს 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 83,4 % Decrease2.svgმუსლიმანები — 10,7 % Increase2.svgსომეხი გრიგორიანელები — 2,9 % Decrease2.svgკათოლიკეები — 0,5 % Decrease2.svgიეჰოვას მოწმეები – 0,3 %, იეზიდები – 0,2 % Decrease2.svgპროტესტანტები — 0,1 %, იუდეველები — 0,0 % Decrease2.svg, სხვა – 0,0 %, ათეისტები – 0,5 %.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ორონდ ჩვენი ...