понедельник, 5 марта 2018 г.

გაგრძელება 3 ნაწილი დასაწყისი წინა გარდებზე ედგარ კეისი ატლანატიდაზე

              გაგრძელება 3 ნაწილი დასაწყისი                   წინა გარდებზე ედგარ კეისი                                           ატლანატიდაზე  

კეისი გ. 1910 წ

                                                        დასაწყისი იხ. ბმულზე 
       დროდადრო გაზეთებში და ჟურნალებში ბეჭდავენ სტატიებს ან განცხადებებს ციტირებას მოვახდენ ამონარიდებს მომხრეებსა და მოწინაამღდეგების არსებობისა ატლანტიდელების შესახებ.
 მაგ., 1958წ-ის 17 ივლისს ციტირება საბჭოთა ფიზიკოსი და მათემატიკოსის ნ. ლედნერის განცხადება იმისა, რომ ის 20წ-ის განმავლობაში იკვლევდა ლრგრნდებს ატლანტიდელების არსებობის შესახებ და დარწმუნდა, რომ ძველი ისტორიული დოკუმენტები და კულტურული ნივთები თანამედროვე სამეცნიერო აღმოჩენები აჩვენებს, რომ ასეთი კონტინეტ კუნძული სინადვილეში არსებობდა. თუმცვა მიუხედავად ძამისხმევისა ისეთი ავტორებისა, როგორებიც არიან დონელლი, მალაიე, და სხვ. მიმართულებით იმისა, რომ შეგროვდეს და დაუკავშირდეს ერთმანეთს არქეოლოგიური,გეოლოგიური და მითოლოგიურიმონაცემები ატლანტიდის არსებობისა პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. მითი და ლეგენდებო წარსულში პლატონის მონათხრობი ცოცხლობს, რომ შეგვახსენოს კაცობრიობა უძველეს ეპოქაზე. ნაწილი იმსახურებს ნდობას დამადასტურებელის და მიჩნევა ,, ეს შასოძლოა იყოს'' აღმოუჩენელის დამტკიცება, თქმა იმისა, რომ ,,ეს იყო'' მაგრამ ყოველივეს ეს არ ნიშვას იმას, რომ ასეთი ფაქტები არასოდეს არ შეიძლება არ იყოს ნაპოვნი. მანამდე ატლანტიდა როგორც ჩანს მეცნიერებში მითს წარმოადგენს.
   რა არის მედალის უკანა მხარეს? არსებობს თუ არა სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ ატლანტიდა არასოდეს არ არსებობდა? რათქმა უნდა ძლიერი არგუმენტი იმისა, რომ ატლანტიდა არ არსებობდა არის ის რომ არაა ღამოჩენილი დამატკიცებელი საბუთი მისი არსებობისა. უმრავლესობა გეოლოგებისა თანხდებიან ,,უნიფორმის'' კონცეფციაზე, რ-იც წარმოადგენს ნელ ცვლილებებს. მათ არ ჯერავთ, იმისა რომ რაღაც კატასტღოფული მოვლენების შედეგად გამოიწვია მთელი კონტინეტის ჩაძირვა. (მე ვანვითარებ თეორიას რომ ის გაანდაგურეს და არა ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად ეს ცალკე იქნება) არა შორეულ წარსულში 10-20 ათას წლის უკან. არის სამეცნიერო მტკიცებულებები იმისა რომ კლიმატური მკვეთრი ცვლილებები ინტერვალში 11 და 13 ათასი წლის უკან, მაგრამ ავტორიტეტული მეცნიერები ვერ  თანხმდებიან იმაში, რომ იმაში, რომ ეს კონტინეტების გადაადგილების გამო მოხდა. უნიფორმის პოზიიციიდან კარგად ასახავს ელიზაბეტ ჩელსი ბეიტი მის საინტერესო წინგში ,,ამერიკა ადამიანების გამოჩენამდე'' აღნიშავს ლეგენდას ატლანტიკაზე ის ამბობს: ,,არაა გაკვირვებული იმაში, რომ ასე ცოტაა დამადასტურებელი ფაქტები ამისა ვინაიდან ატლანტიდა თუკი ის საერთოდ არსებობდა გაქრა დიდი ხნით ადრე მანამდე სანამ ადამიანების გაჩენა დაამოწმებდა. ნორმალური სიჩქარით მოძრაობა დედამიწის ქანების სჭირდება მილიონობით წლები რათა ასეთი ვეებერთელა მატერიკი.
გარძელება იქნება
                                                          ატლანტიდა
                           
ატლანტიდის რუკა ათანასე კირჩერის მიერ. 1669 წ კარტოგრაფმა კონტინენტი მოათავსა ატლანტის ოკეანის შუაგულში, რუკაზე ზედა სამხრეთით.


ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლის ველი ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს პაპამისისგან — კრიტიას-უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში.
                                          
                                                       პლატონი

 მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.
                                                      
       ფრაგმენტი ,, ატლანტიდა'' გელანიკა ქალაქ ოქსირინადან (ეგვიპტე, პ. ოქსი. VIII 1084)

კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად, ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებისა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას. ათენი იმხანად (მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე) დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო; დასახლებული კეთისლინდისიერი ერით, რომელთაც (პლატონის აზრით) სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ. ყველაფერს მმართველები და მეომრები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედ-დარგობრივი მასისგან მოშორებით, აკროპოლზე ცხოვრობდნენ განცალკევებულ კომუნაში. თავმდაბალ და კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უპირისპირდება. ატლანტების ჯარის მეთაური, პლატონის მიხედვით, ღმერთი პოსეიდონი იყო, რომელსაც მოკვდავ გოგონა კლეიმოსთან ათი ღვთიური ვაჟი შესძენოდა, ისინი კი, უფროსი ატლანტის მეთაურობით, სამეფო ჯარებს ჩასდგომოდნენ სათავეში.
კუნძულის ცენტრს ბორცვი წარმოადგენდა, რომელიც ზღვის ნაპირიდან 50 სტადიის (8-9 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობდა. პოსეიდონმა დაცვის მიზნით, ბორცვს სამი წყლის არხი და ორი ნათხარი რკალი შემოავლო; ატლანტებმა კი რკალებზე არხები გაჭრეს და ხიდები გადადეს, რათა გემებს პირდაპირ ქალაქში, უფრო სწორად კი, ქალაქის ცენტრალურ კუნძულამდე შესძლებოდათ მიცურვა, რომელიც 5 სტადიის ოდენა (კილომეტრზე ნაკლები) თუ იქნებოდა დიამეტრში. კუნძულს ოქრო-ვერცხლით სავსე ტაძრები, ოქროს ქანდაკებები და სასახლე ამშვენებდა. კუნძულს, რომელზეც სასახლე იდგა (…) ასევე მიწათხრილებსა და პლეტრის (30 მ) სიგანის ხიდებს მეფეებმა ქვის ღობე შემოავლეს, ზღვისკენ გასასვლელებთან კი ჭიშკრები დაუტანეს. თეთრი, შავი და წითელი ფერის ქვას ისინი შუა კუნძულის წიაღიდანა და შიდა და გარე მიწათხრილების წიაღიდან იღებდნენ, რომლის ორმხრივ შეღრმავებებს ამავე ქვით აპირკეთებდნენ და ნავმისადგომებს აწყობდნენ.
                                           
ერთერთი  იკის  ქვები ჩრდილოეთის რუქით (ცენტრში ზევით) და სამხრეთ ამერიკა (ცენტრში ქვედა), მარცხნივ, მკვდარი კონტინენტი მუ, მარჯვნივ კი ატლანტიდა . სხვა ვერსიით, ეს არის იაგუარის კარკასის რიტუალის ჭრის სქემა, რომელიც მიიღეს კეჩის ინდიელებმ
თუკი ზოგიერთ რამეს უბრალო ელფერით აკეთებდნენ, დანარჩენს მრავალფეროვანი ქვებით აპირკეთებდნენ, რათა ხელოვნების მწვერვალზე აეყვანათ. გარე მიწათხრილის კედლები ატლანტებმა სპილენძით მოაპირკეთეს, შიდა თხრილი კი კალით იყო შემოსილი, რაც შეეხება თავად აკროპოლს — ოქროცურვილი ფირფიტებით იყო დაფარული რათა ცეცხლოვანი შუქი ეფრქვიათ.
მანამ, სანამ ატლანტებში ღვთიური ბუნება იყო შენარჩუნებული, ისინი სიმდიდრეს უფრთხილდებოდნენ და კეთილქმედებას აყენებდნენ უპირველეს ყოვლისა; მაგრამ, როდესაც მათში ადამიანურმა ბუნებამ იმძლავრა, ისინი გახარბდნენ, ფუფუნებაში ჩაეფლნენ, გაძუნწდნენ და გაქედმაღლდნენ. განცვიფრებულმა ზევსმა ატლანტების დაღუპვა განიზრახა და ღმერთთა სხდომა მოიწვია… სწორედ აქ წყდება, ჩვენამდე მოღწეული ტექსტის მიხედვით, ხსენებული დიალოგი
                                                       ატლატიდა ადნებში
1553 წელს, პირველად ლიტერატურაში - პედრო სიესა დე ლეონის წიგნში "პერუს ქრონიკა" - ინდოეთის მოთხრობაა მოცემული, რომ "თეთრმა ხალხმა" შეაღწია გუანგანას (პერუს) პროვინციის ტერიტორიას ესპანელებამდე დიდი ხნით ადრე, და იქვე მართავდნენ იქ.
                                       
წიგნის "პერუს ქრონიკა" პირველი ნაწილი, რომელიც პირველად აღწერს სამხრეთ ამერიკის "თეთრი ხალხის" ისტორიას, 1553 წ.
                  ატლანტიდა“ Google Earth-ზე
2009 წლის დასაწყისში, Google Earth-ზე ოკეანის ახალი სერვისის გაშვების შემდეგ, რომელიც შექმნილია ზღვის ფსკერის ტოპოგრაფიის სანახავად, რამდენიმე მომხმარებელი ატლანტის ოკეანის ფსკერზე გიბრალტარის სრუტესა და აზორის არქიპელაგს შორის (კოორდინატები 31°15′15). ″ N 24°15′15″ სთ) აღმოაჩინეს კონკრეტული სურათი, რომელიც მოგვაგონებს ქალაქის ქუჩების ფოტოს დიდი სიმაღლიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სტატია გამოქვეყნდა The Sun-სა და სხვა ტაბლოიდებში. ამის შემდეგ Google-მა მაშინვე უარყო დასკვნა ატლანტიდის შესახებ და თქვა, რომ სურათი იყო მონაცემთა შეგროვების პროცესის არტეფაქტი, ხოლო სწორი ხაზები იყო გემების კურსები, რომლებიც ახორციელებდნენ ბათიმეტრიულ კვლევებს.                       

Комментариев нет:

ხიზილალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ხიზილალა ხიზილალის შვიდი სახეობა ხიზილალა  —  თევზის   ქვ...