среда, 14 марта 2018 г.

მასონთა ისტორია საქართველოში

                    მასონთა ისტორია საქართველოში

                           Тайны масонов: мировое закулисье или клуб по интересам ...
ასონობას საქართველოში 200 წელზე მეტი ისტორია გააჩნია[პირველი ქართველი მასონები 18-ე საუკუნის ბოლოს - 19ე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. საქართველოში 2-3 ლოჟა ფუნქციონირებდა, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში. ამასთანავე, ეს ქართული ლოჟები, რუსეთის დიადი ლოჟის შემადგენლობაში შედიოდნენ, ისევე, როგორც ქართული ლოჟები, რომელიც პეტერბურში მუშაობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოებამ, ხელი შეუშალა საქართველოს დიადი ლოჟის, როგორც ეროვნული, დამოუკიდებელი, სუვერენული იურისდიქციის ჩამოყალიბებას. საბჭოთა მმართველობის დროს, მასონობა, ისევე როგორც სხვა მრავალი პროგრესული აზროვნება და საზოგადოება, იყო აკრძალული.
საქართველოში მასონური სინათლის შემოსვლა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო, დასავლური იურისდიქციების მცდელობა უშედეგო იყო, რადგან საქართველოში არასტაბილური გარემო და სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. 1998-2008 წწ რუსეთის დიადი ლოჟის რამდენიმე მცდელობა იყო, საქართველოს მოქალაქეების მიღების ჩათვლით, მაგრამ 2005-2008 წლებში ეს პროცესი შეფერხდა. ვაშინგტონის, რუსეთისა და სომხეთის შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მასონური ლოჟა "ერევანი"#6 სომხეთის დიადმა ლოჟამ გახსნა,
სომხეთმა მოგვიანებით ქ.თბილისის აღმოსავლეთით ღირსეული ლოჟები  „ოქროს საწმისი“# 7 და  „თბილისი“ # 10 დაფუძნდა. ყველა ეს ლოჟა დაკომპლექტებულია როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან და მიეკუთვნება სომხეთის დიად ლოჟას.
ამ პროცესის პარალელურად საქართველოში ლოჟები გახსნეს რუსეთის, უკრაინის და თურქეთის დიადმა ლოჟებმა.
იხ. ვიდო

2013 წლის თებერვლიდან   ქ. თბილისის აღმოსავლეთით  ლოჟას ხსნის რუსეთი (ღირსეული ლოჟა "წმინდა თამარ მეფე #41), ამავე პერიოდში რუსეთის დიადი ლოჟა აფუძნებ მასონურ დისტრიქტს "კავკასია", რომელშიც გარდა ლოჟა "წმინდა თამარ მეფე"-სი შედიოდა, ღირსეული ლოჟა "მეფე დავით აღმაშენებელი" #40 და ღირსეული ლოჟა "ლეონ დიდი" (სოხუმი, აფხაზეთის ა/რ, საქართველო), ხოლო 2014 წელს ფუნძნდება კიდევ ერთი ქართული ლოჟა - "გიორგი V ბრწყინვალე". აღნიშნული ლოჟები იქნა გადმოცემული საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქციაში, 2015 წლის მარტიდან. ლოჟები მუშაობენ ძველ და აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში.[16].
2013 წლის მარტში დაფუძნდა ლოჟა სტამბოლში, რომელიც მოგზაურობს ქ. ბათუის აღმოსავლეთით - "პრომეთ" #1004, თურქეთის დიადი ლოჟის თაოსნობით
2013 წლის აპრილიდან საქართველოსთვის ლოჟას აფუძნებს უკრაინის დიადი ლოჟა - "წმინდა გიორგი" #10. ა. 2016 წლის 28 მაისში უკრაინის დიადი ლოჟა აფუძნებს საქართველოს მასონურ დისტრიქტს, რომლის შემადგენლობაში შედის ოთხი ღირსეული ლოჟა - „წმინდა გიორგი“ # 10, „ილია მართალი“ #12, „ვაზი“ # 13, „უფლისციხე“ # 14. ამ ლოჟების უმეტესობა ძველ და აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში მუშაობს. ყველა ეს ლოჟა მიეკუთვნება უკრაინის დიადი ლოჟის იურისდიქციას.

დიადი ლოჟის დაფუძნების საკითხი

საქართველოში ერთიანი ქართული იურისდიქციის შექმნის საკითხი მასონური საზოგადოების განხილვის საგანს წარმოადგენს.
ჯერ კიდევ 2013 წლის შემოდგომაზე საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა საქართველოში დიადი ლოჟის ჩამოყალიბება, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ მასონურ იურისდიქციებს შორის კონსენსუსის მიუღწევლობის გამო ეს საკითხი ვერ განხორციელდა.
2015 წლის 13 მარტს რუსეთის დიადმა ლოჟამ თბილისის აღმოსავლეთით დააფუძნა ღირსეული ლოჟა "გიორგი V ბრწყინვალე", ხოლო მომდევნო დღეს -  2015 წლის 14 მარტს  დააფუძნა  საქართველოს დიადი ლოჟა  რომლის შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის დიადი ლოჟის კავკასიის დისტრიქტში შემავალი ღირსეული ლოჟები (მოხდა მათი გადაცემა სუვერენული დიადი ლოჟისადმი) : "წმინდა თამარი" #1, "მეფე დავით აღმაშენებელი" #2 და "გიორგი V ბრწყინვალე" #3 (სამივე ლოჟა ქ. თბილისის აღმოსავლეთით). ინსტალაცია ჩატარდა ქ. თბილისის აღმოსავლეთით.
საქართველოს დიადი ლოჟის წარმომადგენელთა აზრით, რუსეთის დიადი ლოჟის მიერ ინსტალირებული საქართველოს დიადი ლოჟა არის ერთადერთი კანონიერი მასონური იურისდიქცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელიც არის მასონური ტრადიციების და წესების სრული დაცვით და ლეგიტიმურად დაფუძნებული. საქართველოს დიადი ლოჟა დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, მისი წარმომადგენლები აქტიურად იღწვიან მისი აღიარებისთვის სხვა მასონური იურისდიქციების მხრიდან.
2016 წლის ოქტომბრისთვის საქართველოს დიად ლოჟას უკვე 7 რეგულარული მასონური იურისდიქციის აღიარება გააჩნდა, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან. 2016 ოქტომბრიდან, საქართველოს დიადი ლოჟას ახალი დიადი ოსტატი ხელმძღვანელობს.  საქართველოს დიად ლოჟაში 8 ღირსეული ლოჟა და 80-ზე მეტი ძმა მასონი შედის.
საქართველოს დიადი ლოჟის 7 ლოჟა ძველ აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში მუშაობენ (აქედან 1 ლოჟა რუსულენოვანია, 6 ქართულენოვანი), ხოლო 1 ლოჟა ინგლისურენოვანია და მუშაობს ბრიტანულ ემულეიშენის რიტუალში. ლოჟები გახსნილია ქალაქ თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისისა და ბათუმის აღმოსავლეთით. ახლო მომავალში იგეგმება კიდევ 2 ღირსეული ლოჟის დაფუძნება ქ. გორში და ქ. ზუგდიდში.
  1. წმ. თამარ მეფე 2. მეფე დავით აღმაშენებელი 3. გიორგი V ბრწყინვალე 4. იოანე პეტრიწი (ინგლისურენოვანი) - თბილისის აღმოსავლეთით მომუშავე სიმბოლური ლურჯი ლოჟები 5. გრიგოლ I ბაგრატიონი - ქ. რუსთავის აღმოსავლეთი 6. ა.ს. გრიბოედოვი - ქ. მცხეთას აღმოსავლეთით (რუსულენოვანი) 7. ამადეუს მოცარტი - ქ. ბათუმის აღმოსავლეთით 8. სოლომონ II - ქალაქ ქუთაისის აღმოსავლეთით
საქართველოში მოქმედი სხვა მასონური იურისდიქციებში შემავალი საქართველოს მოქალაქეები ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს დიადი ლოჟის წარმოშობის კანონიერებას და მისი არსებობის ფაქტს არ აღიარებენ. საქართველოში მოქმედ მასონურ იურისდიქციებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს  დისკუსია ერთიანი ეროვნული დიადი ლოჟის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ამასთანავე,სუვერენული საქართველოს დიადი ლოჟა, დაფუძნებიდან 18 თვის განმავლობაში, აღიარა რამდენიმე რეგულარულმა მასონურმა იურისდიქციამ, მათ შორის ვენესუელა, საბერძნეთი, მავრიტანია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ა.შ.

Комментариев нет:

წიწმატურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  წიწმატურა წიწმატურა  ( ლათ.   Capsella bursa-pastoris ...