понедельник, 19 марта 2018 г.

                                სომხეთი

სომხეთის
დროშაგერბი

                         სომხეთის რესპუბლიკა

 (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოსამხრეთ კავკასიაში. მდებარეობს დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთიდან საქართველო, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან ირანი და აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი.    

იხ. ვიდეო

              

  • ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).
  • ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.

დემოგრაფია

                     სომხეთის ისტორია

                                                                           
დიდი სომხეთის ტერიტორია ტიგრან II დიდის მეფობისას
 სომხეთის ისტორია იწყება ისტორიამდელ ეპოქაში, რომლის განმავლობაში ფორმირება განიცადა სომეხმა ხალხმა და ჩამოყალიბდა როგორც ერი სომხეთის მთიანეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი შრომის იარაღი მოწმობს, რომ ადამიანი აქ ჯერ კიდევ მეოთხეული პერიოდის პირველ ნახევარში ცხოვრობდა.ნეოლითის ხანაში სომხეთის მთიანეთის მოსახლეობამ მიწის დამუშავება დაიწყო. ენეოლითისა და ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში მიწათმოქმედებასთანერთად განვითარდა მეცხოველეობა. სომხეთის ტერიტორიაზე ლითონს ჯერ კიდევ ძვ. წ. V-IV ათასწლეულებში ამუშავებდნენ (სოფელი თეღუტი ეჩმიაძინთან). სამთო მეტალურგიის მსხვილი ცენტრი იყო მეწამორი. გათხრების დროს აქ გამოვლინდა 200-ზე მეტი სადნობიძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში გვიანდელმა ბრინჯაოს კულტურამ აყვავებას მიაღწია (ლჭაშენი). გაჩნდა ტომობრივი კავშირები. ძვ. წ. I ათასწლეულის მიჯნაზე რკინის ათვისებასთან ერთად სომხეთის მთიანეთში მცხოვრებ ტომებში გაძლიერდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი, ჩაისახა კლასობრივი საზოგადოება. ასურელთაგან მოსალოდნელმა საშიშროებამ ხელი შეუწყო აქ მოსახლე ტომების გაერთიანებას (ნაირი, ურუატრი და სხვა), რომლის საფუძველზე ძვ. წ. IX საუკუნეში ჩამოყალიბდა ურარტუს სახელმწიფო.
ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში აბორიგენი ტომების ახალი კავშირები ჩამოყალიბდა. ესენი იყვნენ ვანის ტბის აუზში მცხოვრები ურარტელები, ჰაიას ტომობრივი კავშირი (საიდანაც, სპეციალისტთა აზრით მომდინარეობს სომეხი ხალხის თვითდასახელება — ჰაი) და სხვა. სომეხი ხალხის ჩამოყალიბების ბოლო ეტაპი დაემთხვა ძვ. წ. VI საუკუნეში სომხეთის სახელმწიფოს შექმნას, რომელმაც ურარტუს ადგილი დაიკავა. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებიც, თავის მხრივ მონაწილეობდნენ სომეხი ხალხის ჩამოყალიბებაში. მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულს სომხეთის სახელმწიფო აქამედინთა სპარსეთის შემადგენლობაში შევიდა.
ძვ. წ. 331 წელს, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქამენიდთა იმპერიის განადგურების შემდეგ, სომხეთის სამეფო აღდგა და სომხეთის მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი გააერთიანა. მაგრამ ძვ. წ. III საუკუნის პირველ ნახევარში მას ჩამოსცილდა სამხრეთ-დასავლეთი ოლქები — კომაგენე და სოფენა. ამავე საუკუნის ბოლოს სომხეთის სახელმწიფოდიდი სომხეთის სახელით, სელევკიდების სამფლობელოში მოექცა. მას სელევკიდების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი არტაშეს I მართავდა. ძვ. წ. 191 არტაშესმა ისარგებლა სელევკიდების რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებით და ძვ. წ. 189 წელს დიდი სომხეთი და სოფენა დამოუკიდებელ სამეფოებად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო არტაშესიანთა დინასტიას, რომლებსაც სამეფო ტახტი ძვ. წ. I საუკუნემდე ეპყრათ. დიდი სომხეთი განსაკუთრებით გაძლიერდა არტაშესის შვილიშვილის — ტიგრან II დიდის დროს. ტიგრანმა დაასრულა ძირითადი სომხური მიწების გაერთიანება და თავის სამეფოს სოფენაც შეუერთა. ამის გარდა დიდ სომხეთს შეუერთდა კომაგენეატროპატენასელევკიდების სირიამესოპოტამია და სხვა. სამფლობელოების გაფართოების გამო დედაქალაქი არტაშატი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოექცა. აუცილებელი გახდა ახალი დედაქალაქის აშენება. მდინარე ტიგროსის ნაპირზე ტიგრან II-მ ააგო ქალაქი ტიგრანაკერტი. მნიშვნელოვნად განვითარდა სხვა ქალაქებიც — არმავირი, არშამაშტი, ერევანდაშტი და სხვა.
ძვ. წ. 69 წელს დაიწყო ომი რომის იმპერიასა და სომხეთს შორის. სომხეთის მოკავშირე იყო პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი, რომელიც ტიგრანის ნათესავიც იყო. ამ ომში სომხეთი დამარცხდა და დაკარგა მიერთებული მიწები. შეინარჩუნა მხოლოდ ეთნიკური საზღვრები. ძვ. წ. 66 წელს სომხეთმა ხელშეკრულებით ცნო რომის ბატონობა, თუმცა ტიგრანმა შეინარჩუნა ხელისუფლება.
ძვ. წ. I საუკუნიდან სომხეთი რომისა და სპარსეთის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ახ. წ. 62 წლიდან სომხეთში არშაკუნიანების დინასტია დამკვიდრდა. III საუკუნის მეორე ნახევრიდან სომხეთი სასანიანთა ირანის გავლენის სფეროში

III-VII საუკუნეები

III საუკუნიდან სომხეთში დაიწყო ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. მეთემე-გლეხები და მონები თანდათან ფეოდალზე დამოკიდებულ გლეხებად იქცნენ. წარმოიქმნა მსხვილი ფეოდალების (ნახარარების) ფენა. IV საუკუნის დასაწყისში სომხეთში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა. სომხეთის გრიგორიანული ეკლესია ძლიერ ფეოდალურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. იგი იყო ფეოდალიზმის იდეოლოგი და მხარდამჭერი. 387 წელს სომხეთი ირანმა და ბიზანტიამ გაინაწილეს. სომხეთის დასავლეთ ნაწილში, რომელიც ბიზანტიას ერგო, მეფობა გაუქმდა 391 წელს, ხოლო ირანის კუთვნილ აღმოსავლეთ სომხეთში 428 წლიდან ქვეყანას განაგებდა სპარსი მმართველი - მარზპანი. სპარსელებმა შექმნეს თავიანთი ადმინისტრაცია, სომეხ ნახარარებს ჩამოართვეს სახელმწიფო თანამდებობანი. ირანმა მოითხოვა ქრისტიანობის უარყოფა და ირანში გავრცელებული რელიგიის - ზოროასტრიზმის მიღება. 450-451 წლებში ირანის წინააღმდეგ მოეწყო დიდი აჯანყება, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქონდა. მას ხელმძრღვანელობდა ვარდან მამიკონიანი. დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება იბერიასა და ალბანეთთან. 451 წლის 26 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. აჯანყებულები დამარცხდნენ, ვარდან მამიკონიანი მოკლეს.

VII-XI საუკუნეები

VII საუკუნის მეორე ნახევარში სომხეთი დაიპყრო არაბთა სახალიფომსომხეთიქართლი და კავკასიის ალბანეთის ტერიტორიები არაბებმა გააერთიანეს და „არმენია“ უწოდეს. მკაცრი სოციალური ჩაგვრის გამო სომხები სამშობლოდან მიდიოდნენ, VII—VIII საუკუნეებში მათი დიდი ნაწილი გადავიდა საქართველოსა და ბიზანტიაში. არაბთა ბატონობის დროს სომხები არაერთხელ აჯანყდნენ თავიანთი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად (703748—750774—775850—855 წლის აჯანყებები). IX საუკუნის ბოლოს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, სომხეთმა შეძლო არაბთა უღლისაგან გათავისუფლება და საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა ბაგრატუნების დინასტიის მეთაურობით. მაგრამ მათ ვერ შემოიერთეს ყველა დაკარგული მიწა. განვითარებული შუა საუკუნეების პირობებში (სომხეთში IX-XIII სს.) ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ქუცმაცდებოდა. ბაგრატუნების გამეფების შემდეგ სომხეთში დაიწყო ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების აღმავლობა, რაც განპირობებული იყო ფეოდალური ურთიერთობების აყვავებით. მალე დაიწყო ბიზანტიის აგრესია. XI საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიამ თანდათან დაიპყრო სომხეთის მიწები. ნაწილებად დაყოფილმა და შინაარეულობით დასუსტებულმა სომხეთმა აგრესიას ვერ გაუძლო. 1054 წელს ბიზანტიამ დაიკავა დედაქალაქი ანისი. სომხეთმა კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა.

XI-XIV საუკუნეები

სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში
XI საუკუნის შუა წლებში სომხეთი სელჩუკებმა დაიპყრეს, XII საუკუნეში საქართველოს სამეფოს დახმარებით გათავისუფლდა, XIII საუკუნეში თათარ-მონღოლებმა დაიმორჩილეს. ქვეყნის მწარმოებლური ძალეი დაეცა, დაიწყო დეგრადაცია, დაინგრა ქალაქები, განადგურდა მოსახლეობა. გაძლიერდა სომხების ემიგრაცია, რამაც გამოიწვია საზღვარგარეთ სომეხი ხალხის ზრდა. უმეტესობა გადასახლდა ოქროს ურდოშიყირიმშიუკრაინასა და პოლონეთში. სომხურმა სამოსახლომ იმატა საქართველოშიბიზანტიაშისირიაშილიბანში. სომხური დასახლებები გაჩნდა ბუკოვინაშიგალიციაშიტრანსილვანიაში. სომხური საგვარეულოები გადასახლდნენ მცირე აზიაში. ერთ-ერთი ასეთი საგვარეულოს წარმომადგენელი - რუბენი სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლას მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - კილიკიაში1080 წელს შეიქმნა კილიკიის სომეხთა სამეფო, რომლის პირველი მთავარი რუბენ I იყო.
XII-XIII საუკუნეებში საქართველოს სახელმწიფო გაძლიერდა და მისი მეოხებით სომხეთი გათავისუფლდა თურქ-სელჩუკებისაგან.
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა კერ კიდევ ბაგრატ IV-ის დროს დაიწყო, შემდეგ ეს ბრძოლა დავით აღმაშენებელმა გააგრძელა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 1123 წელს დავითმა მრავალი ქალაქი აიღო სომხეთში. ამავე წელს სომხებისვე დახმარებით აიღო ქალაქი ანისიც.
თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდა თამარ მეფის დროს. 1201-1203 წლებში ქართველთა აიღო სომხური ქალაქები ანისიდვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთი და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შეუერთდა ცალკე საფეოდალოს უფლებით, მას მართავდნენ მხარგრძელები. გამოცოცხლდა ეკონომიკური ცხოვრება. აღდგა ფეოდალური ურთიერთობა, მაგრამ ეს პროცესი შეწყდა მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად.
XIV საუკუნის მეორე ნახევარში სომხეთი გაანადგურა თემურლენგმა, შემდეგ კი დაიპყრეს ყარა-ყოიუნლუსა და აყ-ყოიუნლუს თურქმენთა მომთაბარე ტომებმა, რომელსაც მოჰყვა ნგრევა და მოსახლეობის მასობრივი განადგურება, კვლავ გაძლიერდა სომეხთა ემიგრაცია.

XVI-XVIII საუკუნეები

XVI-XVIII საუკუნეებში ოსმალეთსა და ირანს შორის ბრძოლის დროს სომხეთი ბრძოლის ასპარეზად იქცა. ომი ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა, სომხეთისთვის კი მას მოჰქონდა ნგრევა, მოსახლეობის განადგურება. 1555 წელს მოწინააღმდეგეთა შორის დადებული ხელშეკრულების შედეგად დასავლეთ სომხეთი გადავიდა ოსმალეთის ხელში, ხოლო აღმოსავლეთი სომხეთი - ირანს დაუქვემდებარდა. მაგრამ 1578 წელს ოსმალებმა დაარღვიეს ზავი, შეიჭრნენ ამიერკავკასიაში და დიდი ნაწილი დაიპყრეს. 1590 წლის ხელშეკრულებით სომხეთი ოსმალეთს დაემორჩილა. 1639 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით კი დასავლეთ სომხეთი კვლავ ოსმალეთს მიეკუთვნა, ხოლო აღმოსავლეთი - ირანს გადაეცა მოექცა
იხ.ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...