среда, 14 марта 2018 г.

                        იერუსალიმი

ქალაქი
იერუსალიმი
ירושלים
القُدس
Jerusalem infobox image.JPG
დროშაგერბი
Flag of Jerusalem realistic colors.pngEmblem of Jerusalem.svg

ქვეყანაისრაელის დროშა ისრაელი
ოლქიიერუსალიმი
კოორდინატები31°47′00″ ჩ. გ. 35°14′00″ ა. გ.
ქალაქის მერინირ ბარკატი
დაარსდაძვ. წ. IV ათასწლეული
ფართობი125,156 კმ²
ცენტრის სიმაღლე754 მეტრი
მოსახლეობა933,113 კაცი (2012)
სიმჭიდროვე6,183 კაცი/კმ²
აგლომერაცია1,700,000
სასაათო სარტყელიUTC+2ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი+972 2
საფოსტო ინდექსი91000–91999
ოფიციალური საიტი
იერუსალიმი — ისრაელი
იერუსალიმი
ერუსალიმი (ებრ. ירושלים - იერუშალაიმ, არაბ.: القُدس - ალ-ყუდსი (ქართ. - წმინდა); ან أُورْشَلِيم - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი) — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმისქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695 000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.
ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს.(პირველად იერუსალიმი მოხსენიებულია ძვ.წ.-ის XIX-XVIII სს.-ის ძველ-ეგვიპტურ წყაროში,რომელიც "მტრულ ქალაქთა წყევლის" სახელითაა ცნობილი და მას აქ "რუშალინუმი" ეწოდება.ძვ.წ.XIV ს.-ის თელ-ამარნას ნუსხა ქალაქს "ურუსალიმ"-ის სახელწოდებით მოიხსენიებს,ფარაონ სანქერიბის (ან სენაქერიბის,ძვ.წ.VIII ს.)წარწერაში კი სახელწოდება "ურუსალიმ(მ)უ" გვხვდება).ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.

Комментариев нет:

წიწმატურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  წიწმატურა წიწმატურა  ( ლათ.   Capsella bursa-pastoris ...