воскресенье, 18 марта 2018 г.

                     თურქეთი

                                      დემოგრაფია

2008 წლის ცენზის მიხედვით თურქეთის მოსახლეობა 71,5 მილიონს შეადგენდა და 1,31 % იზრდებოდა წლიურად. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 92 ად. კმ²-ზე. ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის წილია 70,5 %. 15-64 წლის ასაკის მოსახლეობის წილი 66,5 %-ია, ხოლო 14 წლამდე ასაკისა — 26,4 %, მაშინ როდესაც 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილია 7,1 %. CIA Factbook-ის თანახმად, ცხოვრების ხანგრძლივობა 70,67 წელია მამაკაცთათვის და 75,73 წელი ქალთათვის, რაც საშუალოდ მთელი მოსახლეობისთვის 73,14 წელს აღწევს. განათლება სავალდებულოა და უფასოა 6-დან 15 წლამდე. წერა-კითხვის გავრცელების დონე 95,3 % მამაკაცთათვის და 79,6 % ქალთათვის, რაც საშუალოდ 87,4 %-ია. დაბალი მაჩვენებელი ქალებისთვის განპირობებულია არაბებისა და ქურთების ტრადიციით, რომლებიც ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონებში სახლობენ.
თურქეთის კონსტიტუციის 66-ე მუხლი განსაზღვრავს „თურქს“, როგორც „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ემორჩილება თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ვალდებულებით“; შესაბამისად, ტერმინის „თურქი“ ლეგალური მნიშვნელობა განსხვავდება მისი ეთნიკური განსაზღვრებისგან. მიუხედავად ამისა, თურქი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურად თურქია. სხვა მნიშვნელოვანი ეთნიკური ჯგუფებია (მათი უმეტესობა ინტენსიურად გაათურქეს სელჩუკებისა და ოსმალების პერიოდში) ქართველებიაფხაზებიალბანელებიარაბებიასირიელებიბოსნიაკებიჩერქეზებიქურთებილაზებიპომახებიბოშები და სამი ოფიციალურად აღიარებული უმცირესობა (ლოზანის ხელშეკრულებით), ანუ სომხებიბერძნები და ებრაელები. თურქეთში არის ასევე აფრო-თურქების მოსახლეობა, რომელთა უმეტესობა დასავლეთის სანაპირო ქალაქებში ცხოვრობს და ადგილობრივ მოსახლეობასთან არის შერეული ქორწინებებით. დასავლეთ ევროპელ უმცირესობათა შორის არიან ლევანტინები (ძირითადად ფრანგი, გენუელი და ვენეციელი წარმოშობის), რომლებიც ქვეყანაში (უმეტესწილად სტამბოლში და იზმირშიცხოვრობენ) შუასაუკუნეების პერიოდიდან, ან ბოსფორის გერმანელები და სტამბოლის პოლონელები, რომლებიც თურქეთში XIX საუკუნიდან სახლობენ. ქურთები, რომელთა უმრავლესობა კონცენტრირებულია სამხრეთაღმოსავლეთ პროვინციებში, უდიდესი არათურქული ეთნიკური ჯგუფია. უმცირესობებს, გარდა ოფიციალურად აღიარებული სამი ჯგუფისა, არ აქვთ რაიმე ეთნიკური პრივილეგიები, ამასთან ტერმინია „უმცირესობა“ თურქეთში დღემდე მტკივნეული საკითხია. სარწმუნო მონაცემები თურქეთი ზუსტ ეთნიკურ შემადგენლობაზე არ არსებობს, ვინაიდან თურქეთის ცენზის ინფორმაცია მათ არ შეიცავს.თურქული ენა ერთადერთი ოფიციალური ენაა მთელ ქვეყანაში. მოსახლეობის ლინგვისტურ განაწილებაზე მონაცემები არ არსებობს ზემოთაღნიშნული მიზიზის გამო. მიუხედავად ამისა, TRT მაუწყებლობს პროგრამებს ადგილობრივ ენებსა და დიალექტებზე კვირაში რამდენიმე საათით. სრულიად ქურთულენოვანი სატელევიზიო არხი, TRT 6, გაიხსნა 2009 წლის დასაწყისში.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ორონდ ჩვენი ...