среда, 20 января 2021 г.

დუაიტ ეიზენჰაუერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  დუაიტ ეიზენჰაუერი

აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი

 ამერიკაში გავრცელებული სახელი „აიკ“ (ინგლ. Dwight David „Ike“ Eisenhower; დ. 14 ოქტომბერი,1890დენისონიტეხასის შტატი — გ. 28 მარტი,1969ვაშინგტონი) — ამერიკელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის არმიის ხუთვარსკვლავიანი გენერალი, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი 1953–1961 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან.

1915 წელს ეიზენჰაუერმა აშშ-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი პენსილვანიის სამხედრო ბანაკში იმყოფებოდა, თუმცა ფრონტზე არ გაუგზავნიათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეიზენჰაუერი მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში. 1942-43 წლებში იგი ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში, ხოლო 1944-45 წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში მოკავშირეების შეჭრას ხელმძღვანელობდა. არმიის გენერალი (1944), მრავალი ჯილდოს კავალერი, მათ შორის საბჭოთა, „გამარჯვების ორდენის“ კავალერი (1945). 1951-52 წლებში ნატოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა.

იხ. ვიდეო რატომ იყო ცივი ომი ცივი დუაიტ ეიზენჰაუერი ამერიკის ხუთვარსკლვავიანი გენერალი



ეიზენჰაუერი პრეზიდენტად ორჯერ 1952 და 1956 წლებში აირჩიეს. ის პირველი პრეზიდენტი იყო კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიღების შემდეგ, რის მიხედვითაც მოქალაქეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება, ზეწოლა საბჭოთა კავშირზე, "ძალის პოზიციისა" და "ცივი ომის" პოლიტიკა. ბირთვული იარაღი უფრო მაღალი თავდაცვითი პრიორიტეტი გახდა. 1953 წლის ივლისში ხელი მოაწერა დაზავებას კორეაში, მაგრამ დადო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასა და ტაივანთან ე.წ. ურთიერთთავდაცვის შესახებ. 1954 წელს მან ხელი მოაწერა კანონს კომუნისტურ საქმიანობაზე კონტროლის დაწესების შესახებ. იმავე წლის სექტემბერში ეიზენჰაუერის მთავრობამ მთელ რიგ სხვა კაპიტალისტური სახელმწიფოების მთავრობებთან ერთად ხელი მოაწერა პაქტს "სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის დაცვის"(სეატო) შესახებ. ამასთანავე მონაწილეობა მიიღო ოთხი სახელმიფოს – სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მეთაურების ჟენევის შეხვედრაში (1955 ივლისი), რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის რამდენადმე შენელებას. ეიზენჰაუერის პრეზიდენტობისას დაარსდა ნასა და დაიწყო კოსმოსის შეჯიბრი, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამა და დაიწყო შტატებს შორის ავტომაგისტრალის სისტემის მშენებლობა. მისი სახელი დაკავშირებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან აშშ–ის სფეციფიური და ხანგრძლივი საგარეო პოლიტიკურ კურსთან (იხ. ეიზენჰაუერის დოქტრინა). ის ბოლო პრეზიდენტი იყო, ვინც მე-19 საუკუნეში დაიბადა. ეიზენჰაუერი ერთ-ერთ კარგ პრეზიდენტადაა მიჩნეული.

იხ. ვიდეო

1960წ-ს ეინზეჰაუერის მერე იყო არჩეული ჯონ კენედი. თეთრი სახლისდატოვების შემდეგ ის წავიდა პოლიტიკიდან.


вторник, 19 января 2021 г.

ქეთო და კოტე (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ქეთო და კოტე (ფილმი)

1948 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორების ვახტანგ ტაბლიაშვილისა და შალვა გედევანიშვილის მიერ ავქსენტი ცაგარელის კომედია „ხანუმას“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ მიხედვით. პირველი ჩვენება შედგა 1953 წლის 8 ივნისს.
იხ. ვიდეო

                    ქეთო და კოტე (ოპერა)

                                                                         

ქეთო და კოტე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

 ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. იოსებ გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით პრემიერა გაიმართა თბილისში 1919 წლის 11 დეკემბერს.

„ქეთო და კოტეს“, ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია. ის სხვადასხვა დროს წარმატებით იდგმებოდა სსრკ-ს, ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, პოლონეთის საოპერო თეატრების სცენაზე. ოპერის წარმატებას ხელი შეუწყო ნათელმა კომედიურმა სიუჟეტმა, მახვილმა სატირამ და სახოვანებამ, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. ოპერაში რეალისტურად გამოკვეთილი სახეები კომიკურ სიტუაციებშია მოცემული, პარალელურად ვითარდება ლირიული ხაზი. დოლიძე ოპერაში აქტიურად იყენებს ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებს და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. ერთმანეთს ენაცვლება დიალოგებით დაკავშირებული დამთავრებული მუსიკალური ფორმები (არიები, რომანსები, კუპლეტური სიმღერები). ვიქტორ დოლიძე იყო პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი. მან პირველმ შეიტანა ქართულ ოპერაში იუმორი, კომიზმი და სატირა.

იხ. ვიდეო

ოპერა „ქეთო და კოტე“ დაიწერა ცნობილი კომედიოგრაფის, დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის (1857-1902) პიესის „ხანუმას“ (1882) მიხედვით.

ავქსენტი ცაგარელი ქართული ინტელიგენციის იმ პლეადას წარმოადგენდა, რომელმაც განიცადა რუსული ხალხოსნური მოძრაობის გავლენა. მას „ქართველი ოსტროვსკიც“ კი შეარქვეს. ილია ჭავჭავაძე ავქსენტი ცაგარელის პიესებს იხსენიებდა, როგორც „ცოცხლად ამოღებულს აწმყოს ცხოვრებიდან“. ვასო აბაშიძე მას კომიზმის ნამდვილ მეფეს უწოდებდა. ავქსენტი ცაგარელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული თეატრის და ეროვნული დრამატურგიის განვითარებაში. მან ქართულ დრამატულ თეატრში შეიტანა ყოფითი რეალიზმის, ეროვნული ტიპაჟების სახასიათო ასახვის ნაკადი. თავის პიესებში ავტორი აქილიკებს პატრიარქალური ყოფის დაკონსერვებულ წეს-ჩვეულებებს.

1882 წელს შექმნილმა პიესამ „ხანუმა“ იმთავითვე მოიპოვა საზოგადოების ინტერესი. ის ძალზე პოპულარული იყო რევოლუციამდელ ქართულ თეატრში, რაც განპირობებული იყო ავტორის ოსტატობითაც და თვით სიუჟეტის აქტუალურობით, სოციალური სატირის სიმახვილით, მოქმედების დინამიკური განვითარებით, ოსტატურად გამოკვეთილი ხასიათებით. 1926 წელს ალექსანდრე წუწუნავამ პიესის საფუძველზე გადაიღო მხატვრული ფილმი „ხანუმა“. 1947 წელს კი ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა შექმნეს მუსიკალური მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე“.

ავქსენტი ცაგარელის პიესის სიუჟეტზე ოპერის შექმნის იდეა ვიქტორ დოლიძეს კიევიდან დაბრუნების შემდეგ დაებადა. კომპოზიტორის ერთი წლის მუშაობის შემდეგ დასრულებული პირველი ოპერა ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. ლიბრეტო პიესის საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა, თუმცა, ის გარკვეულ კორექტირებას საჭიროებდა ლიტერატურული გამართულობის თვალსაზრისით, ლიბრეტოს რედაქტირება ითავა თბილისური ყოფის ბრწყინვალე მცოდნემ, ცნობილმა ქართველმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა. მან დაწერა ასევე სიკოს და საქოს კუპლეტები.

აღსანიშნავია, რომ პიესასთან შედარებით კომპოზიტორმა საგრძნობლად ხაზგასმული გახადა კომიკური საწყისი: ერთის ნაცვლად გამოიყენა ორი კინტო, გააძლიერა ორი მაჭანკლის ქიშპობა. მეტი კომიკური ეფექტურობისთვის ყოველ მოქმედ პირს საპირისპირო პერსონაჟი ჰყავს – გაკოტრებულ თავადს უპირისპირდება მდიდარი ვაჭარი, მაჭანკლებისა და კინტოების ანტიპოდები არიან ახალგაზრდა ინტელიგენტები – ქეთო და კოტე. ამდენად პარტიტურა აღსავსეა სოციალური პორტრეტების მრავალფეროვნებით.

ოპერის რეჟისურა განახორციელა ალექსანდრე წუწუნავამ, დირიჟორი იყო სერგეი სტოლერმანი. ოპერის პრემიერა გაიმართა 1919 წლის 11 დეკემბერს. ოპერამ დადგმისთანავე მოუტანა პოპულარობა მანამდე უცნობ კომპოზიტორს - ვიქტორ დოლიძეს. „ქეთო და კოტეს“ წარმატებული პრემიერის შემდეგ თეატრის სალარომ შეკვეთა მომდევნო ათი სპექტაკლის ბილეთებზე მიიღო.

„ქეთო და კოტე“ ვიქტორ დოლიძის ყველაზე პოპულარულ და ამავე დროს მხატვრული თვალსაზრისით მეტად ფასეულ ნაწარმოებს წარმოადგენს. მუსიკალური ელვარების, თეატრალური სისხარტის, მოხდენილი სცენური დრამატურგიის მეოხებით ქართული მუსიკის ისტორიაში მან სამართლიანად დაიმკვიდრა ეროვნული კომიკური ოპერის ჟანრის კლასიკური შედევრის ადგილი. სტილური თვალსაზრისით ოპერა დაკავშირებულია თბილისის ქალაქურ ფოლკლორთან და იტალიური საოპერო სკოლის ტრადიციებთან, რაც ეფექტურ მუსიკალურ სახეებსა და მელოდიებში ვლინდება.

ოპერას გამორჩეული სცენური ისტორია აქვს. სხვადასხვა წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერის რამდენიმე დადგმა განხორციელდა.

პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერას „ქეთო და კოტე“ მოსკოვსა და ლენინგრადში ხვდა წილად 1937 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე.

სხვადასხვა დროს „ქეთო და კოტე“ საბჭოთა კავშირის 20 საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოპერის დადგმები განხორციელდა საზღვარგარეთაც – პოლონეთში (ორჯერ), ჩეხეთშიუნგრეთშიბულგარეთში.

შინაარსი

პირველი მოქმედება

XIX საუკუნის 80-იანი წლები, თბილისის გარეუბანი

თავად ლევან ფალავანდიშვილის სახლში წვეულებაა. თავადი სანადიროდ არის წასული, ხოლო სტუმრებს მისი და, კნეინა მარო მასპინძლობს.

ლევანი ნადირობიდან ბრუნდება. შორიდანვე მოისმის მისი ლაღი, მხიარული სიმღერა - თავადი შესანიშნავ გუნებაზეა. მაჭანკალი ბაბუსი ცდილობს ლევანს მდიდარი ვაჭრის - მაკარ ტყუილკოტრიაშვილის ლამაზი ქალიშვილი – ქეთო გაურიგოს. ეს ქორწინება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება - ვალებში ჩავარდნილი ლევანი ლამაზ საცოლესთან ერთად მისი მამის ქონებასა და თანხებსაც მიიღებს მზითვად, მაკარი კი წარჩინებულ გვართან დამოყვრდება.

ლევანს შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებული ძმისწული კოტე ეწვია. სტუმრებს ბაღში იწვევენ. კოტე ბიძას გამოუტყდება, რომ ცოლის მოყვანა აქვს განზრახული. თავის მხრივ ლევანიც ამბობს, რომ მასაც სურს დაოჯახება. საუბრის დროს კოტე იგებს, რომ ბიძამისს, რომელმაც არ იცის კოტეს საცოლის ვინაობა, მისი სატრფოს – ქეთოს ცოლად მოყვანა აქვს გადაწყვეტილი.

თავზარდაცემული კოტე ცნობილ მაჭანკალ ბარბალეს მიმართავს, რომელიც კარგი გასამრჯელოს ფასად დახმარებას პირდება.

ბარბალე და ბაბუსი კინკლაობენ – თითოეულს ლევანის მაჭანკლობა სურს. თავადი მათ წილის ჰყრას სთავაზობს. გამარჯვებული ბაბუსი დასცინის ბარბალეს, კინკლაობა ჩხუბში გადაიზრდება...

მეორე მოქმედება

მაკარი კმაყოფილია - თავადთან დამოყვრებით მას გზა ეხსნება მაღალი წრის საზოგადოებისაკენ, - რასაც ესოდენ ნატრობდა.

ქეთოსა და თავად ლევანის ნიშნობის დღეს საპატარძლო სასოწარკვეთილებას შეუპყრია, რადგან მას ლევანის ძმისწული კოტე უყვარს.

ბარბალეს რჩევით კოტე როიალის ამწყობის როლში ჩნდება მაკარის სახლში. ქეთოს ბიძაშვილები, მაკარის ნოქრები საქო და სიქო ქეთოს გაბედნიერებას ულოცავენ. ქეთო მათ თავის გასაჭირს უხსნის და დახმარებას თხოვს. ბარბალეც თავის გეგმას სთავაზობს მათ.

იკრიბებიან სტუმრები. მაკარს ყალბ უწყებას მიართმევენ, თითქოს მას სასწრაფოდ იბარებს გამომძიებელი. შეშფოთებული მაკარი ბოდიშს იხდის სტუმრებთან და მიდის.

ლევანი მოუთმენლად ელის მშვენიერი საცოლის გამოჩენას. და აი ისიც - ქეთოს ტანსაცმელში გამოპრანჭული ბარბალე მანჭვა-გრეხით გამოდის. „საცოლის“ სიმახინჯით აღშფოთებული და შეურაცხყოფილი თავადი ხმალს იშიშვლებს. შეშინებული სტუმრები იფანტებიან.

მესამე მოქმედება

მაკარი გაოცებულია, რომ თავადმა მისი ლამაზი ქეთო დაიწუნა. დახმარებისთვის ბარბალეს მიმართავს, რომელიც ვაჭარს ჰპირდება, რომ ერთ საათში ქეთოსა და თავადს ჯვარს დასწერს. ბარბალე წერილობით პირობას ართმევს მაკარს, რომ იგი თანახმაა ჯვარი დაიწერონ ქეთომ და...- დაბნეულ მაკარს სასიძოს სახელი ავიწყდება... – კოტე, კარნახობს მოხერხებული ბარბალე.

ქეთო და ბარბალე ეკლესიისკენ მიიჩქარიან, სადაც მათ კოტე ელოდება.

შემორბის აღელვებული ბაბუსი... ყველაფერს ფარდა ეხდება, მაგრამ უკვე დაგვიანდა: ქეთომ და კოტემ ჯვარი დაიწერეს.

თავადი ლევანი აღარ ბრაზობს – მეტოქე მისივე ძმისწული აღმოჩნდა. თავადი მამულის ნახევარს ჩუქნის კოტეს. ყველაფერი საერთო მხიარულებით მთავრდება.



ლილი გეგელია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ლილი გეგელია    


(დ. 12 აგვისტო1923თბილისი — გ. 21 ნოემბერი2000, იქვე) — ქართველი საესტრადო მომღერალი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი (1989). ღირსების ორდენის კავალერი (1997).

მამის დახვრეტისა და დედის დაპატიმრების შემდეგ იზრდებოდა ქუთაისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი და თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალური, 1942).

იხ. ვიდეო



1954 წლიდან იყო საქართველოს რადიოს, ხოლო 1956 წლიდან საქართველოს საესტრადო ორკესტრ „რეროს“ წევრი; საგანგებოდ მისთვის ქმნიდნენ სიმღერებს ქართველი და რუსი კომპოზიტორები, მათ შორის აღსანიშნავია: ლ. იაშვილის „უფლისციხესთან“ (მ. ლებანიძის ლექსი), „გელათი“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსი), „მოდიოდა ნინო მთებით (ა. კალანდაძის ლექსი), „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ (ი. ჭავჭავაძის ლექსი); ახმოვანებდა ფილმებს: მედეა ჯაფარიძე — „წარსული ზაფხული“ (კომპოზიტორი ო. გორდელი), ნატა კობახიძე — „ყვავილი თოვლზე“ (კომპოზიტორი რ. ლაღიძე), დოდო ჭიჭინაძე — „ნინო“ (კომპოზიტორი რ. ლაღიძე), მეგი წულუკიძე — „პალიასტომი“ (კომპოზიტორი დ. თორაძე), ლია ელიავა — „ჭიაკოკონა“ (კომპოზიტორი ბ. კვერნაძე); ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო სიმღერებს: ლ. იაშვილი „ია-ია“, კ. პევზნერი „გამოდი“, „გაზაფხულის ბრალია“, პ. ნალბანდიშვილი „ლურჯი იები“, ბ. კვერნაძე „სად მიხვალ“, გ. ცაბაძე „ჩემს სახლთან პატარა ბაღია"; გასტროლებით იმოგზაურა „რერო“-სთან ერთად: სსრკ-ში, ინგლისშიშოტლანდიაშიბელგიაშინიდერლანდებშიგერმანიაშიპოლონეთშიუნგრეთშიჩეხოსლოვაკიშა; სოლო კონცერტებით — სსრკ-ში, გერმანიაში.

გარდაიცვალა 2000 წლის 21 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იხ. ვიდეო გამოდი გამოდი ლილი გეფელია




воскресенье, 17 января 2021 г.

ბაძგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ბაძგი

ბაძგი  Ilex colchicum

 ყორი (ლათ. Ilex) — მცენარეთა გვარი ბაძგისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. აქვს მარტივი, ტყავისებრ ხეშეში, კიდეეკლიანი ფოთლები. ნაყოფი კურკიანაა, წითელი ან შავი, იშვიათად ყვითელი.

შეიცავს 400-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. 3 სახეობა იზრდება კავკასიაში. ესენია: წვრილნაყოფა ბაძგი (ლათ. Ilex stenocarpa) ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ჰირკანული ბაძგი (ლათ. Ilex hyrcanica) — თალიშში და კოლხური ბაძგი (ლათ. Ilex colchica) - საქართველოში.

კოლხური ბაძგა 2,5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია; ქვეტყეს ქმნის ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარებში). ფოთლოვან-წიწვოვანსა და წიწვოვან ტყეებში. კულტივირებულია ბაძგის ეგზოტიკური სახეობის უმრავლესობა მოშენებულია საქართველოში. მათგან აღსანიშნავია პარაგვაული ბაძგი ანუ პარაგვაული ჩაი, რომლის ფოთლებისაგან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ამზადებენ ჩაის - მატეს.

იხ. ვიდეო



ბაძგის მარადმწვანე სახეობები დეკორატიულია, აშენებენ ცოცხალ ღობეებად. მაგარსა და მძიმე მერქანს იყენებენ სადურგლო-სახარატო საქმეში. ფოთოლი, ნაყოფი და ქერქი იხმარება მედიცინასა და კულინარიაში. სახეობათა უმრავლესობა შეიცავს მთრიმლავ, ცხიმოვან და საღებარ ნივთიერებებს, ზოგი A1, B2 და C ვიტამინებს.

                                        მატე

მატე ტრადიციულ ჭურღელში
(სიტყვა ნასესხებია სამხრეთ ამერიკის ინდიელების ერთ-ერთი ტომის — კეჩუას ენიდან) — მარადმწვანე პარაგვაული ჩაის გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები. შეიცავს 1,8% კოფეინს, 0,05% თეობრომინს, 9-12% მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებს, A, B, C ვიტამინებს, ლიმონის მჟავასა და სხვა ნივთიერებებს. სამხრეთ ამერიკაში მისგან აყენებენ კოფეინით მდიდარ ჩაის მსგავს სასმელს. განსაკუთრებით პოპულარულია არგენტინაში, სადაც ის კანონით განსაზღვრულია როგორც "ეროვნული სასმელი". მატეს ეძახიან იმ ჭურჭელსაც (აკეთებენ გოგრისაგან), რომლიდანაც სვამენ ჩაის და თვითონ ხესაც. ის ასევე გამოიყენება დრუზების მიერ სირიაში

მიიჩნევა, რომ მატეს გამოყენება თავიდან დაიწყო გუარანის და ტუპის ტომებმა, რომლებიც დღევანდელი სამხრეთი ბრაზილიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. გვიან XVI საუკუნეში მატეს გამოყენება ფართოდ დაიწყეს ესპანელმა კოლონიზატორებმა. შუა XVII საუკუნეში პირველად მოახერხეს მატეს მცენარის კულტურული ჯიშების შექმნა.

იხ. ვიდეო



უპილოტო ავტომობილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   უპილოტო ავტომობილი

ავტომობილი კომპანია Waymo (Chrysler Pacifica Hybrid) გადის ტესტირებას სან-ფენცისკოში

სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი ავტომატური მართვის სისტემით, რ-საც შეუძლია ადამიანის გარეშე მართვა.
უპილოტო ავტომობილს შეუძლიაგა დაადგილება პროგრამუზრუნველყოფის სიტემისა და სენსორების საშუალებით. სოფტი  მართვის ავტომობილის ყველა  სისტემა საჭეს უხვევს გდაცემის შეცვლის საშუალებით, რ-იც დაფუძნებულია ავტომობილის მოქედებაზე.
ლიდარი - შროს მზომი ამომცნობი,
რადარი
კამერები
გლობალური პოზიციორების სიტემა (GPS)
გიროტაბილატორი
ზოგიერთი სისტემა ეყრდნობა ინფრასტრუქტურის სისტემებს (მაგალითად, ჩაშენებული გზის ან მის მახლობლად), მაგრამ უფრო მოწინავე ტექნოლოგიებს შეუძლიათ ავტონომიურად იმოძრაონ იმავე პირობებში, როგორც ადამიანი, სენსორების მონაცემების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს საჭის პოზიციისა და სიჩქარის შეცვლის შესახებ.
იხ. ვიდეო

თანამედროვე უპილოტო მანქანები იყენებენ ალგორითმებს, დაფუძნებული ბაიესური მეთოდის ერთდროული ლოკალიზაციისა და რუკების შედგენისა (SLAM, ერთდროული ლოკალიზაცია და რუკირება). ალგორითმების არსი არის მონაცემების კომბინირება ავტომობილის სენსორებიდან (რეალურ დროში) და რუკის მონაცემები (ხაზგარეშე). Google– ის Waymo– ს შვილობილმა კომპანიამ შეიმუშავა და გამოიყენა მოძრავი საგნების SLAM და აღმოჩენა და მიკვლევა (DATMO). Google უბერს უჩივის Google- ის უახლესი ტექნოლოგიის მოპარვის გამო. ამასთან, 2017 წლიდან Google- მა SLAM ბიბლიოთეკა საჯაროდ გამოაქვეყნა ნებისმიერი მესამე მხარის უფასოდ გამოყენებისთვის

ლა სკალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ლა სკალა

დაფუძნებული 1778, 
(იტალ. Teatro alla Scala - სიტყვასიტყვით "თეატრი კიბეზე"), ოპერის შენობა მილანშიიტალიაში.შენობა ააგეს ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელის შეკვეთით მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta.

ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზასჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი იყო. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტი იდგმება კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა. 1943 წელს ლა სკალის შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.

იხ. ვიდეო



ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ1986 წელს კი - რიკარდო მუტიმ2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.

ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერსმილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.

იხ. ვიდეო







დრიადა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 დრიადა 

 (ძვ. ბერძნ. δρυάδος, δρΰς „ხე“, კერძოდ „მუხა“) — ნიმფები, ხის მფარველები. (ასევე ნახე გამადრიადები.)

ძველი ბერძნები ჰყვებოდნენ, რომ მათ, ვინც ხეებს რგავენ და უვლიან, განსაკუთრებული სულები — დრიადები მფარველობენ. დრიადები უკვდავები არიან და როგორც ყველა უკვდავს, ერთობ ჭირვეული ზნე აქვთ. თუ გადაწყვიტეს, რომ ხეებს ერჩით, აუცილებლად გადაგემტერებიან და მათი მტრობა ცუდი ამბავია.

დრიადებთან ხუმრობა არ ვარგა.

ზოგჯერ დრიადები იწოდებოდნენ ხეების სახელების მიხედვით. ყველაზე ძველი ნიმფები არიან დრიადები, რომლებიც ურანის სისხლის წვეთიდან დაიბადნენ და იფანში (კოპიტი) ბინადრობდნენ მელიადი. ისინი არიან ერთადერთი მოკვდავი ნიმფებთაგანი. ყველაზე ცნობილი დრიადა არის დრიოპა.

იხ. ვიდეო

ზოგი წარმოდგენების მიხედვით დრიადები სახლდებიან ხეებში, ასევე იღებენ ადამიანის მაგვარ სახეს, ასტრალურად შეეძლოთ ურთიერთობა მათთან. ამასთან არ კარგავენ ტყესთან კავშირს. მათ შესახებ წარმოდგენები არაერთგვაროვანია, მშვენიერი მათში უერთდება აუხსნელს, შიშს.მშვენიერების მოყვარულ ბერძნებისათვის წარმოიდგენდნენ მათ - მარმარილოს კანიან ქალწულებთან. ქაოსის საწყისთან, ამიტომ მათი ხასიათი იყო თავისუფლების მოყვარული.

დრიადები ნიმფები არიან რომლებიც ყველა მცენარეს მფარველობს. ისინი ითვლებიან ყველაზე ლამაზებად და ყველაზე მრისხანენი. ყველა უბედურება ტყეში მათ სინდისზეა. მათ ძალიან უყვართ მხიარულება, ხშირად მათი ხუმრობა ავი გამოდის მაგრამ რეალურად ზიანს არ აყენებს ადამიანს. მხოლოდ შეშინებული ადამიანი ხვდება მათ განკარგულებაში. დრიადის ამოცნობა სხვა ქალიშვილებში შეუძლებელია. ისინი არაფრით არ გამოირჩევიან ადამიანისაგან.

იხ. ვიდეო






მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...