суббота, 27 февраля 2021 г.

ვუპერტალის შეკიდული გზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

              ვუპერტალის შეკიდული გზა

შეკიდული გზის მატარებელი ვუპერტალში
(გერმ. Wuppertaler Schwebebahn) — საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა ქალაქ ვუპერტალში, რომელიც წარმოადგენს მონორელსიან, ორლიანდაგიან, შეკიდულ სისტემას ესტაკადებზე. გააჩნია 20 სადგური. საერთო სიგრძეა - 13,3 კმ..აქედან 10 კმ. გადის მდ. ვუპერზე, 12 მ. სიმაღლეზე. დანარჩენი 3,3 კმ. კი - ქალაქის ქუჩებზე, 8 მ. სიმაღლეზე. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე - 60 კმ/სთ-ია. გზა აშენდა 1900 წელს და ექსპლუატაცია გაეწია 1901 წელს. გზის ოფიციალური სახელია - გერმ. Einschienige Hängebahn System Eugen Langen (ოიგენ ლანგენის მონორელსური შეკიდული გზის სისტემა).
იხ. ვიდეო
ერთ ბილეთი ღირს 2 ევრო და 90 ცენტი
ვუპერტალური რკინიგზიზ მატარებლის კატასტროფა (1999)
ფართო მონაცემები - თარიღი - 1999ე-ის 12 აპრილი, ადგიმდებარეობა - ვუპერტალი, ქვეყანა - გერმანია, სარკინიოგზო ხაზი - ვუპერტალის შეკიდული რკინგზა, მომხდარის ტიპი - მატარებლის ჩავარდნა მდინარეში, მიზეზი - ადამიანის ფატორი, სტატისტიკა - რაოდენობა მგაზვრების - 52, დაღუპული - 5 დაშავებული - 47
მოძრაობის დროს მატარებელს ბორბლები დაეყირავა დავიწყებული სამშენებლო ბრჭყალები, რის შემდეგაც იგი ლიანდაიდნა ჩამოვარდა და მდინარეში ჩავარდა.

                                    ვუპერტალი

(გერმ. Wuppertal) — ქალაქი გერმანიაში, ჩრ. რაინ-ვესტფალიის მიწაზე. ექვემდებარება დიუსელდორფის ადმინისტრაციულ ცენტრს. მიეკუთვნება ფედერალურ მხარეს. მოსახლეობა შეადგენს 357 177 ადამიანს (2007 წლის 30 ივლისის მონაცემებით). უკავია 168,41 კმ² ფართობი. ოფიციალური კოდია - 05 1 24 000. ქალაქი იყოფა 10 რაიონად. აქ გაედინება მდ. ვუპერი
ვუპერტალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი სახეობაა - ვუპერტალის შეკიდული გზა, რომელიც წარმოადგენს მონორელსებიან შეკიდულ სისტემას ესტაკადებზე და ასრულებს მეტროპოლიტენის ფუნქციას. ქალაქში ასევე არის სარკინიგზო სადგური, შორ მანძილზე მიმავალი მატარებლებისათვის
იხ. ვიდეო










ლიზინგი

         ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ლიზინგი

 A sign in Chicago offering space for lease

(ინგლ. lease — ქირით გაცემა) შემოღება უკავშირდება სატელეფონო კომპანია „ბულის“ მიერ განხორციელებულ ოპერაციებს. მისმა ხელმძღვანელობამ 1877 წელს მიიღო გადაწყვეტილება, კი არ გაეყიდა თავისი სატელეფონო აპარატები, არამედ გაეცა იჯარით. თუმცა პირველი საზოგადოება, რომლის ძირითადი საქმიანობის საფუძველიც გახდა ლიზინგური ოპერაციები, შეიქმნა 1952 წელს, სან-ფრანცისკოში. ეს იყო კომპანია „იუნაითედ სთეითს იზინგ კორპორეიშნ“ (ჰენრი შონფელდი), და ამდენად აშშ გახდა ახალი ბიზნესის, კერძოდ საბანკო ბიზნესის, სამშობლო.

იხ. ვიდეო რა აარის ლიზინგი



მსოფლიო პრაქტიკაში ტერმინი „ლიზინგი“ გამოიყენება, როგორც ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იჯარაზე დაფუძნებული გარიგება. იმის მიხედვით, თუ რა ვადითაა დადებული იჯარის ხელშეკრულება, განასხვავებენ იჯარის ოპერაციების 3 სახეს: მოკლევადიანი იჯარა-რენტინგი (ერთი დღიდან ერთ წლამდე); საშუალო ვადიანი იჯარა-ხაირინგი (1-დან 3 წლამდე); გრძელვადიანი იჯარა-ლიზინგი (3-დან 20 წლამდე და მეტი). ამიტომ ლიზინგის ქვეშ მოიაზრება მანქანებისა და მოწყობილობების გრძელვადიანი იჯარა ან მანქანებისა და მოწყობილობების იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ნაყიდია იჯარის გამცემის მიერ მოიჯარისათვის სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის და რომელზეც საკუთრების უფლებას იჯარის მთელი ვადის მანძილზე ინარჩუნებს მეიჯარე.

გარდა ამისა, ლიზინგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სპეციალიზირებული ლიზინგური კომპანიების (რომლებიც მოიპოვებს მესამე პირისათვის ქონებას და გადასცემს გრძელვადიანი იჯარით) შუამავლობით ძირითად ფონდებში დაბანდებების ფინანსირების სპეციფიკური ფორმა. ამგვარად, ლიზინგური კომპანია ფაქტობრივად აფინანსებს, აკრედიტებს მოიჯარეს, ამიტომ ლიზინგი ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „კრედიტი-იჯარა“. განსხვავებით ყიდვა-გაყიდვისაგან, რომლის დროსაც საკუთრების უფლება საქონელზე გადადის გამყიდველიდან მყიდველზე, ლიზინგის დროს საკუთრების უფლება იჯარის საგანზე უნარჩუნდება მეიჯარეს, ხოლო ლიზინგის მიმღები მოიპოვებს მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღებს შეუძლია შეისყიდოს იჯარის ობიექტი შეთანხმებული ფასით, გააგრძელოს ლიზინგის ხელშეკრულება ან დაუბრუნოს იჯარის ობიექტი მესაკუთრეს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ლიზინგს აქვს მსგავსება კრედიტთან, რომელიც გაცემულია მოწყობილობის შესაძენად. კრედიტის დროს ძირითად ფონდებში მსესხებელს ვალების დასაფარავად შეაქვს გადასახადები დადგენილ ვადებში. ამასთან ბანკი კრედიტის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ინარჩუნებს საკუთრების უფლებას დაკრედიტებულ ობიექტზე სესხის სრულ დაბრუნებამდე. ლიზინგის დროს მოიჯარე ხდება იჯარით აღებული ობიექტის მესაკუთრედ მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და საიჯარო ქონების ღირებულების სრულ გადახდამდე. თუმცა ამგვარი მსგავსება დამახასიათებელია მხოლოდ ფინანსური ლიზინგისათვის, ლიზინგის მეორე სახე-ოპერატიული ლიზინგი ხასიათდება კლასიკურ იჯარასთან დიდი მსგავსებით.

იხ. ვიდეო



თავისი იურიდიული ბუნებით, ლიზინგური გარიგება ითვლება საინვესტიციო ფასეულობების გრძელვადიანი იჯარის თავისებურ სახედ. ლიზინგური ოპერაციების ზუსტ განსაზღვრას აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან კანონით დადგენილი მისი გაფორმების ფორმის დაუცველობისას, ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ლიზინგურ გარიგებად, რაც ოპერაციის მონაწილეებისათვის გამოიწვევს არასასურველ ფინანსურ შედეგებს. ლიზინგის გამცემი არ ეყრდნობა აინაზღაუროს ყველა თავისი დანახარჯი ერთი ლიზინგის მიმღებისაგან შემოსული სალიზინგო გადასახადის ხარჯზე; ლიზინგური ხელშეკრულება, როგორც წესი, იდება 2-5 წლით. რაც გაცილებით ცოტაა მოწყობილობის ფიზიკური ცვეთის ვადაზე და შეიძლება ლიზინგის მიმღების მიერ ნებისმიერ დროს შეწყდეს.

იხ. ვიდეო

სუბლიზინგი - ეს არის უფლება  ქონების გამოყენების გადაცემა მესამე პირებზე. ამქირავებელი იღებს ვალდებულებას მოიძიოს მის მიერ მითითებული გამყიდველისგან მოიჯარის მიერ მითითებულ ქონებაზე საკუთრება და მიაწოდოს მოიჯარეს ეს ქონება დროებითი სარგებლობის საფასურის სახით, ნასყიდობის უფლებით ან მის გარეშე. ყველაზე ხშირად, იჯარა, როგორც დაფინანსების ინსტრუმენტი, გამოიყენება იურიდიული პირების მიერ, ეს გამოწვეულია საგადასახადო შეღავათებით. მსოფლიო პრაქტიკაში სამომხმარებლო იჯარა ფართოდ არის გავრცელებული. ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ გამყიდველისა და შესასყიდი ქონების არჩევანი ხდება მეიჯარის მიერ. მოიჯარე თავდაპირველად შეიძლება იყოს ქონების მესაკუთრე.
იჯარის საგადასახადო გავლენა კანონით განსხვავებულად განიხილება ქვეყნიდან ქვეყანაში. რუსეთში ლიზინგი საშუალებას იძლევა გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაცია, შესაძლებელია გადასახადოთ დღგ-ს გადახდის დრო. არსებითად, ლიზინგი არის ქონების გრძელვადიანი იჯარა, შემდგომი შესყიდვის უფლებით. რუსეთის მიერ რატიფიცირებული UNIDROIT საერთაშორისო ფინანსური იჯარის შესახებ კონვენცია არ ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლების ვალდებულებას და შესაძლებელია მხოლოდ იჯარით აღება. 2017 წელს, ბაზრის მონაწილეებსა და ექსპერტებთან ფართო საჯარო განხილვის დროს, შემოთავაზებული იქნა სალიზინგო ინდუსტრიის რეფორმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ბანკს მოითხოვს საიჯარო კომპანიების სპეციალური რეესტრის წარმოებაში.
იხ. ვიდეო



пятница, 26 февраля 2021 г.

კეპლერის კანონები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        კეპლერის კანონები

კეპლერრის კანები ორი პლანეტის ორბიტების მიხედვით

აღწერს პლანეტების მოძრაობას მზის ირგვლივ .

არ აღმოჩენილა ცარიელ ნიადაგზე. კეპლერს ხელთ ჰქონდა გამოჩენილი დანიელი ასტრონომის, თავისი მასწავლებლის ტიხო ბრაჰეს (1546-1601) მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგები, ბრაჰეს დაკვირვებები შეეხებოდა პლანეტების მოძრაობას მზის ირგვლივ, ეს იყო მზა მასალა და კეპლერს შეეძლო ამ მონაცემების დამუშავება, სისტემაში მოყვანა და აღმოაჩინა კიდეც კანონები, რომლებიც აღწერს პლანეტების მოძრაობას მზის ირგვლივ ეს კანონები კეპლერის კანონების სახელითაა ცნობილი:

  1. ყოველი პლანეტა მიმოიქცევა მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსში მზე იმყოფება;
  2. მზისა და პლანეტის შემაერთებელი მონაკვეთი დროის ტოლ შუალედებში ტოლი ფართობის ფიგურებს შემოწერს;
  3. სხვადასხვა პლანეტის ორბიტაზე შემოვლის პერიოდების კვადრატების შეფარდება მზემდე საშუალო მანძილების კუბებთან მუდმივი სიდიდეა.
იხ. ვიდეო


იოჰანეს კეპლერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          იოჰანეს კეპლერი

(გერმ. Johannes Kepler; დ. 27 დეკემბერი1571ვაილ-დერ-შტადტი – გ. 15 ნოემბერი1630რეგენსბურგი) — გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ–ერთი ფუძემდებელი, XVII საუკუნის ასტრონომიული რევოლუციის ერთ – ერთი საკვანძო ფიგურა. კეპლერის კანონებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის თეორია შექმნა.
იხ. ვიდეო

გრაცში კეპლერმა 6 წელი გაატარა. სკოლაში მას გაკვეთილების ჩატარების გარდა ასტრონომიული კალენდრების და პროგნოზების შედგენაც ევალებოდა. კალენდარი მთვარის ფაზების და პლანეტების მდებარეობის შესახებ ასტრონომიულ ინფორმაციას შეიცავდა; ამის გარდა, კეპლერი გრაცს „წინასწარმეტყველის“ როლშიც მოევლინა: იგი მოსავლის, ამინდის, სამხედრო და პოლიტიკური მოვლენების პროგნოზირებას ახდენდა. კეპლერის პირველივე პროგნოზები გამართლდა, რის გამოც მან გამოჩენილი ასტროლოგის რეპუტაცია შეიძინა. ღრმად მორწმუნე კეპლერს ასტროლოგიის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა იგი თვლიდა, რომ ციური სხეულები ადამიანების ყოფაზე უშუალო გავლენას არ ახდენენ, რომ ჰოროსკოპის შედგენისას სხვა, არაასტრონომიული მონაცემების გათვალისწინება იყო საჭირო, მათ შორი: ადამიანის ხასიათი, მისი საზოგადოებრივი სტატუსი და ჯანმრთელობა, პოლიტიკური ვითარება და ა. შ.

                                                                       

                           კეპლერის მზის სისტემა, კოსმოგრაფიის საიდუმლოება''
 

1596 წელს კეპლერის პირველი ასტრონომიული წიგნი – „კოსმოგრაფიის საიდუმლოება“ გამოქვეყნდა. ეს მისტიკური იდეებით გაჟღენთილი ნაშრომი გეოცენტრული სისტემის და პითაგორელების იდეების უცნაური ნაზავს წარმოადგენდა. კეპლერი მზიდან პლანეტებამდე მანძილსა და წესიერი მრავალწახნაგების ზომებს შორის რიცხვით თანაფარდობებს ადგენს. კეპლერის პრინციპულად მცდარ მოდელში სატურნის ორბიტის შემცველ სფეროში ჩახაზულია კუბი, ამ უკანასკნელში ჩახაზულია იუპიტერის ორბიტის შემცველი სფერო, რომელსაც მოსდევენ: ტეტრაედრში ჩახაზული მარსის სფერო, დოდეკაედრში არსებული დედამიწის სფერო, იკოსაედრში ჩახაზული ვენერას სფერო, დაბოლოს, ოქტაედრში ჩახაზული მერკურის სფერო. შემოხაზული და ჩახაზული მრავალწახნაგების და სფეროების ამ რთული სისტემის ცენტრში იყო მზე. კეპლერმა „კოსმოგრაფიის საიდუმლოება“ გალილეისა და ტიხო ბრაგეს გაუგზავნა. გალილეიმ საკუთრივ კეპლერის იდეებს არ მიაქცია ყურადღება, მისთვის არსებითი მხოლოდ ის იყო, რომ ჰელიოცენტრულ სისტემას კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ბრაგემ კეპლერის მოდელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა კეპლერი ურანიბორგში მაინც მოიწვია. ამ მეცნიერმა კეპლერის პოტენციალი ადეკვატურად შეაფასა. 1598 წელს გრაცში პროტესტანტების დევნა განახლდა. კეპლერს და სხვა პროტესტანტ სასულიერო პირებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ამიტომ მან გრაცი სასწრაფოდ დატოვა. ერთ თვეში მას განაჩენი შეუცვალეს და ქალაქში დაბრუნება შესთავაზეს. კეპლერი გრაცში დაბრუნდა, თუმცა ერთ თვეში იგი ბრაგესთან პრაღაში გაემგზავრა. ბრაგე სტუმარს სიხარულით შეეგება. ორივე მეცნიერი მოიხიბლა თანამშრომლობის პერსპექტივით. კეპლერი გრაცში ოჯახის წასაყვანად დაბრუნდა, აქ მას კვლავ აკავებენ და პროტესტანტიზმზე უარის თქმას სთხოვენ. მეცნიერმა სარწმუნოების შეცვლაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ის გრაციდან სამუდამოდ განდევნეს. 1600 წელს კეპლერი პრაღაში დასახლდა

                                                                

                                    Epitome astronomie copernicanae, 1618

კეპლერის თანამშრომლობა ტიხო ბრაგესთან ხანმოკლე აღმოჩნდა – 1601 წელს რუდოლფ II-ის პირადი ასტრონომი გარდაიცვალა. იმპერატორის პირადი ასტრონომის თანამდებობა კეპლერმა დაიკავა. ტიხო ბრაგე ასტრონომიულ დაკვირვებებს 25 წლის განმავლობაში აწარმოებდა; მის მიერ დაგროვილი უზარმაზარი მასალა კეპლერის ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით კეპლერმა პლანეტების მოძრაობის 3 კანონი აღმოაჩინა (იხ. კეპლერის კანონები).

1601 წელს მან „ფართობების კანონი“, ანუ კეპლერის მეორე კანონი ჩამოაყალიბა, რომლის თანახმად დროის ტოლ შუალედებში პლანეტის რადიუსვექტორი ტოლ ფართობებს შემოწერს. პირველი კანონი მან 1605 წელს ჩამოაყალიბა. ამ კანონის თანახმად, ყოველი პლანეტის ტრაექტორია ისეთი ელიფსია, რომლის ერთ–ერთ ფოკუსში არის მზე. ეს კანონები პირველად მოყვანილია „ახალ ასტრონომიაში“, ანუ კეპლერის იმ ნაშრომში, რომელიც 1609 წელს ჰაიდელბერგში გამოქვეყნდა. თავის მესამე კანონი კეპლერმა 1618 წელს აღმოაჩინა; ეს დებულება 1619 წელს გამოქვეყნებულ წიგნშია („სამყაროს ჰარმონია“) მოყვანილი. პრაღაში გატარებული ათწლეული სამეცნიერო მოღვაწეობის თვალსაზრისით კეპლერისთვის ყველაზე ნაყოფიერი იყო, თუმცა მატერიალურ სიძნელეებს ბოლო არ უჩანდა, რადგან ხელფასს მას არარეგულარულად უხდიდნენ. იმპერატორის ხაზინასთან უშედეგო დავას კეპლერმა არა ერთი დღე შესწირა.

„ახალი ასტრონომიის“ გარდა, პრაღაში კეპლერმა კიდევ ორი ფუნდამენტური ტრაქტატი შექმნა – „ასტრონომიის ოპტიკური ნაწილი“ (1604) და „დიოპტრიკა“ (1611). „ასტრონომიის ოპტიკურ ნაწილში“ კეპლერმა გეომეტრიული და ფიზიოლოგიური ოპტიკის მრავალი საკითხი განიხილა. მის მიერ შექმნილი მხედველობის თეორია თანამედროვე წარმოდგენებისგან თითქმის არ განსხვავდება. ამავე წიგნში შემკრები და გამბნევი ლინზების მოქმედების პრინციპია ახსნილი, მოყვანილია ახლომხედველობის და შორსმხედველობის კორექციის მეთოდები, განხილულია რეფრაქცია, დადგენილია დამოკიდებულება რაიმე ზედაპირის განათებულობასა და სინათლის წყარომდე მანძილს შორის. პრაქტიკულად, ამ ნაშრომმა ოპტიკური ხელსაწყოების თეორიას საფუძველი ჩაუყარა. ამავე ნაშრომში გეომეტრიული ოპტიკის ტერმინოლოგიაა შექმნილი. „დიოპტრიკაში“ სინათლის გარდატეხაა განხილული. კეპლერმა გარდატეხის კანონის სწორი ფორმულირება არ იცოდა (ამ კანონის კერძო შემთხვევა 1617 წელს სნელიუსმა დაადგინა, ზოგადი ფორმულირება კი 1637 წლითაა დათარიღებული და რენე დეკარტს ეკუთვნის). ამის მიუხედავად, კეპლერმა ოპტიკური ხელსაწყოების სწორი თეორია ააგო. „დიოპტრიკაში“ აღწერილია კეპლერის მიერ აწყობილი ტელესკოპი, რომელიც თანამედროვე რეფრაქტორების პროტოტიპია. 1611 წელს კეპლერის მფარველმა, იმპერატორმა რუდოლფმა, ტახტი დაკარგა. კეპლერი ტოვებს პრაღას და ლინცში მიემგზავრება. ზემო ავსტრიის მთავარ ქალაქში მას პედაგოგის ვაკანსია ელოდა.

იხ. ვიდეო


ლინცში კეპლერმა 14 წელი გაატარა. 1615 წელს „ღვინის კასრების ახალი სტერეომეტრია“ გამოქვეყნდა. ამ ნაშრომში განხილულია ამოცანათა ის კლასი, რომელმაც დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა წარმოშვა. საერთოდ, კეპლერი დიდი მათემატიკოსი იყო: მან კონუსური კვეთების თეორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. იგი აგრეთვე (ნეპერთან ერთად) ლოგარითმების თეორიის ერთ – ერთი შემოქმედი იყო. ლოგარითმის დღევანდელი აღნიშვნა კეპლერის მოგონილია. 1617 – 1622 წწ. მან გეოცენტრული ასტრონომიის პირველი სახელმძღვანელო შექმნა. პირველივე ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ სახელმძღვანელო „აკრძალულ წიგნთა ინდექსში“ აღმოჩნდა. 1619 წელს მეცნიერმა 20 წლის წინ დაწყებული ნაშრომი – „სამყაროს ჰარმონია“ დაასრულა. მასში პლანეტების მოძრაობის სამივე კანონია მოყვანილი. სამეცნიერო მოღვაწეობა გერმანიაში მძვინვარე ინკვიზიციამ შეაფერხა. კეპლერის დედას უმძიმეს დანაშაულში – შავ მაგიაში სდებდნენ ბრალს. გამოძიება 5 წელი გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი სხვადასხვა ინსტანციაში დედამისის უდანაშაულობის დამტკიცებას უშედეგოდ ცდილობდა.1620 წელს კატარინა დილეგში ჩააგდეს, მას კოცონზე დაწვა ემუქრებოდა. დაწყებულ პროცესზე კატარინას თავად კეპლერი იმდენად ოსტატურად იცავდა, რომ მოძალადე ფანატიკოსები ვერას გახდნენ. კატარინა გაათავისუფლეს, თუმცა გაწამებული ქალი ერთ წელიწადში გარდაიცვალა. 1624 წელს კეპლერმა ასტრონომიულ ცხრილებზე (ე.წ. „რუდოლფის ცხრილებზე“) 22-წლიანი მუშაობა დაასრულა. ამ ცხრილებს იგი თავის უმნისვნელოვანეს ნაშრომად მიიჩნევდა. ძველი ცხრილები სიზუსტით არ გამოირჩეოდა, ამიტომ ზღვაოსნები და ასტრონომები კეპლერის ახალ ცხრილებს მოუთმენლად ელოდნენ. 200 წლის განმავლობაში ამ ცხრილებს სიზუსტის მიხედვით ბადალი არ ჰყავდა.


ენერგეტიკული პირამიდა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ენერგეტიკული პირამიდა

ენერგეტიკული პირამიდა ,,კარკასული''
ნიუ-ეიჯი და ეზითერიკა ასე ეძახიან  პირამიდის ფორმის აღჭურვილობას, რ-იც თითქოსდა წარმოადგენს  გარდასახვას ან მომკრებს (აკუმულატორს) ბიოენერგიის, რ-იც არ არის აღირებული ფუნდამეტური მეცნიერების მიერ. ადამიანების რწმენით, ვისაც სჯერა პირამიდების განსაკუთრებული თვისებების, პირამიდულ სტრუქტურებს აქვთ სამკურნალო, მასტიმულირებელი, შემანარჩუნებელი თვისებები, გვამების მუმიფიკაცია და სხვა სასწაულების მოხდენა. უფრო მეტიც, ასეთი რწმენა ხშირად გამართლებულია ფსევდომეცნიერული მსჯელობით, რომლის გადამოწმება, როგორც წესი, დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
იხ. ვიდეო სხვათაშორის საინტერესოა
დღესდღეობით ხშირად მოჰყავთ ფსევდომეცნიერული ცნებები (ე.წ. პირამიდოლოგია - ინგლისური პირამიდოლოგია) ოქროს მონაკვეთის, ქრონული და ბრუნვის ველების გავლენაზე მათ თვისებებზე ხშირად ენერგეტიკული პირამიდების მოქმედების პრინციპის დასადასტურებლად. ენერგეტიკული პირამიდები მზადდება სხვადასხვა ზომის: რამდენიმე სანტიმეტრიდან ათობით მეტრამდე (და ასეთი არქიტექტურული სტრუქტურები ხდება ღირშესანიშნაობად ან მომლოცველობად). დიზაინი ასევე შორსაა სტანდარტიზაციისგან. ზოგი ავტორი მიიჩნევს, რომ საკმარისია ღრუ ჩარჩოს დასმა და რაც უფრო მაღალია პირამიდა, მით უფრო მძაფრია მისი გავლენა. სხვები თვლიან, რომ პირამიდა უნდა იყოს მყარი, სხვები - ღრუ. მასალები ასევე გამოიყენება სხვადასხვაგვარი: ქაღალდი, პლასტმასი, ქვა, მინა და ა.შ. ვიღაცას ურჩევნია მარტივი ფორმები, ვიღაც მნიშვნელოვანია დიზაინის ან ფორმის სირთულისთვის . ვიღაც უბრალოდ კოპირებს ძველი ეგვიპტის პირამიდების ფორმასა და პროპორციებს, როგორც ბოვისმა (ალფრედ ბოვისი, 12.01.1871-13.11.1947). პირამიდის ძალაუფლების მრავალი მორწმუნე ამტკიცებს, რომ რაც უფრო ზუსტად არის აშენებული პირამიდა, მით უფრო ძლიერი იქნება პირამიდისგან მომდინარე ენერგია. ენერგეტიკული პირამიდების იდეის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ პირამიდები შეიძლება გამოყენებულ იქნას ეზოთერიკაში მედიტაციის გასაუმჯობესებლად ან კარმის გამოსასწორებლად, ცნობიერების გარდაქმნა ან განვითარება, საკვები პროდუქტების, თესლის ხარისხის გაუმჯობესება და ა.შ. თუმცა, სხვადასხვა ავტორებს აქვთ ნაჩვენებია ერთი და იგივე შედეგის მიღწევის სხვადასხვა გზა. ზოგის აზრით, ეფექტის მისაღწევად, საკმარისია პატარა პირამიდის მაგიდაზე დადება, სხვების აზრით, პირამიდებში ჯდომაა საჭირო, მესამეში - ტყუილი, მეორეზე კი საჭიროა მედიტაცია. პირამიდაში
იხ. ვიდეო
საგაზეთო სტატიების გარდა, პირველი ცნობილი პუბლიკაცია (მასში საუბარია ხეოპსის პირამიდის მოდელის დატვირთვის თავისებურებებზე) არის ბროშურა ა. 1935 წელს ნიცაში ჩაფრენა ამავე ავტორის სტატია „ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტალღები. ექსპერიმენტები ბოვი ბიომეტრთან ”ფრანგულ ჟურნალში” ასტროსოფია ”, 1935 პირამიდის განსაკუთრებული თვისებების შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბეჭდი ნახსენები არის პატენტი No 91304, რომელიც გაიცა 1952 წელს ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პატენტებისა და გამოგონებების დეპარტამენტის მიერ პრაღის მკვიდრ კარელ დბალზე. (მიღებულია 1949 წლის 4 ნოემბერს, გამოქვეყნდა 1959 წლის აგვისტოში, ძალაშია 1952 წლის 1 აპრილს.) პატენტში ნათქვამია, რომ პირამიდის შიგნით ერთი დღით დარჩენილი საპარსის ნაკადი თვითმასწორებს. რუსულენოვანი ავტორები ხშირად მოიხსენიებენ პოლ ლიკენსის წიგნს "პირამიდების ენერგიის საიდუმლოებები". სამწუხაროდ, ეს წიგნი არის "გაუგებარი": ყველა ბმულს მივყავართ საიტებზე, რომლებიც თანხას საჭიროებს "ღორის ღორში" ჩამოსატვირთად, ხოლო პარაფრაზების ავტორებს არ მოჰყავთ წყაროს ბიბლიოგრაფიული მონაცემები. თანამედროვე ავტორების აზრით, ლიკენსმა დაწერა, რომ მან შესანიშნავი შედეგები მიიღო, კერძოდ: პირამიდაში ხორცის ნაჭრები არ გაფუჭდა, პური არ შემორჩენილა, თესლი უფრო სწრაფად გაბრწყინდა და მათი მოსავლიანობა გაიზარდა, წყალი ნელაც კი არ ყინავდა, გაფუჭებულმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა აღადგინეს თავდაპირველი მდგრადობა. მანქანის გაზქურას ზემოთ განთავსებულმა პირამიტამ შეამცირა საწვავის მოხმარება ნახევარზე მეტი და ა.შ. ლიკენსის წიგნის გარდა, ბოუის პუბლიკაციების გადათქმებს ეხება თანამედროვე New Age და წიგნების და სტატიების ეზოთერული ავტორები


Daimler AG

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             Daimler AG

ტიპი - სააქციოო საზოგადოება, ლისტისნგი ფრანგულ ბირჟაზე, იტალიური ბირჟაზე, დამფნუძებული  - 1883.,  განლაგებულია გერმანია - შტუტგარდი, მთვარი ფიგურა - ოლა კელენიუსი (წამრომდაგენელი დირექტორთა საბჭოსი, სფერო - საავტომობილო მრეწველობა, პროდუქცია - მუსბუქი ავტომობილი, სატვირთო ავტომობილი, ავტობუსები, ძრავები. ბუნვა - 153,261 მლრდ (2016 წ), წმინდა მოგება -  €8,784 მლრდ (2016 წ), აქტივი - $229,5 მლრდ(2015 წ), თანამშრომელთა რაოდენობა - 282 488 (31 დეკემბერი 2016)
 (ყოფილი: DaimlerChrysler) — მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი უდიდესი გერმანული კონცერნი. ამას გარდა, იგი ფინანსურ საქმიანობებსაც ეწევა და არის პირველი სააქციო საზოგადოება, რომელსაც აქციები მსოფლიო მასშტაბით აქვს ემისირებული
იხ.ვიდეო ისტორია წარმატების მერსედეს ბენცის, დაიმლერისა და მაიბახის

2007 წლის 14 მაისს DaimlerChrysler AG– მა გამოაცხადა Chrysler Group– ის განყოფილების 80.1% –ის 7.4 მილიარდ დოლარად გაყიდვა კერძო ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Cerberus Capital Management– ზე. გარიგება დასრულდა 2007 წლის 3 აგვისტოს. აქციონერთა კრებაზე 2007 წლის 4 ოქტომბერს DaimlerChrysler AG- ს სახელი შეეცვალა და გახდა Daimler AG. 2008 წლის 12 დეკემბერს დაიმლერმა შეიძინა რუსული სატვირთო მანქანების მწარმოებელი კომპანია KAMAZ PJSC– ს 10%, დაუყოვნებლივ 250 მილიონი დოლარით და 2012 წლამდე 50 მილიონი დოლარით და მიიღო ერთი ადგილი კომპანიის დირექტორთა საბჭოში. 2010 წლის 11 თებერვალს კონცერნმა თავისი წილი 11% -მდე გაზარდა
1 Deutsche Aerospace– მა, Daimler AG– ის შვილობილმა კომპანიამ, შექმნა PARM-2 ინდივიდუალური დანიშნულების საწინააღმდეგო პერსონალური ნაღმები. მათი განვითარება შეწყდა მხოლოდ 1998 წლის ბოლოს, კრიტიკული აქციონერების ინიციატივის მასიური პროტესტის შემდეგ. ამავე ჯგუფის (2001 წ.) თანახმად, Deutsche Aerospace კვლავ აწარმოებს ნაღმების Mine-Flach-Flach (MIFF) და Mine-Multi-Splitter-Passiv (MUSPA) მაღაროებს, რომლებსაც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი, გერმანიისგან განსხვავებით, ახასიათებს როგორც საბრძოლოს.

გეორგინა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                გეორგინა

დალია (Dahlia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს გორგლისებრ გამსხვილებული ფესვები 35-200 სმ სიმაღლის ღრუ ღერო, მოპოროსპირედ განლაგებული ფრთისებრი ან სამმაგ ფრთისებრი ფოთლები, კალათა ყვავილედი, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის მრავალი მილისებრი და ენისებრი ან მხოლოდ ენისებრი ყვავილისაგან შედგება.

გეორგინის დაახლოებით 15 სახეობა ველურად იზრდება მექსიკასა და გვატემალაში. ჰიბრიდიზაციით მიღებულია მისი 8 ათასზე მეტი ჯიში. ყვავილედის ტიპების მიხედვით ბაღის გეორგინები სამ ჯგუფად იყოფა: არაბუთხუზა, ნახევრად ბუთხუზა და ბუთხუზა.

დეკორატიულ მებაღეობაში გეორგინას იყენებენ მარტოული ან მასობრივი რგვისათვის, ყვავილწნულებში და სხვა; ამრავლებენ კალმით, გორგლის დაყოფით, თესლით. გეორგინა ბევრ ყვავილს იკეთებს, კარგად ხარობს განათებულ ადგილებსა და განოყიერებულ ნიადაგებზე.

იხ. ვიდეო

მექსიკის ინდიელები დალიას "ჩიჩიპატლს", "აკოკოტელს", "კოკოსოჩიტლს" უწოდებდნენ. ესპანური ინტერპრეტაციით, ეს სხვადასხვა ვარიაციით ნიშნავდა "ყვავილს ღრუ ღეროთი"

ლათინური დასახელება - Dáhlia  ყვავილს მიენიჭა მე-18 ს შვედეთის ბოტანიკოსის ანდრეი დალის კარლ ლინეუსის სტუდენტის საპატივცემულოდ. რუსული სახ. დალია ყვავილს 1803წ-ს მიენიჭა ბოტანიკ. კარლ ვილდენოვმა პეტერბუგის აკადემიკოსის - ბოტანიკოსის, გეოგრაფისა და ეთნოგრაფის იოჰან გეორგის საპატივცემულოდ ივან (იოჰან) გეორგი (1729 - 1802წწ) დაბადებით გერმანელი იყო, მაგრამ მუშაობდა და ცხოვრობდა  რუსეთში და ითვლებოდა რუსი მეცნიერად.

                                                                                           
                                           ზოგადი ხედი მიხალისეთა ბაღის სიეტლი, ვაშინგტონი
არასპეციალიზებულ ლიტერატურასა და სასაუბრო რუსულ ენაში ყვავილს უწოდებდნენ მამრობით სქესი. ,,დალია''

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...