пятница, 26 февраля 2021 г.

გეორგინა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                გეორგინა

დალია (Dahlia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს გორგლისებრ გამსხვილებული ფესვები 35-200 სმ სიმაღლის ღრუ ღერო, მოპოროსპირედ განლაგებული ფრთისებრი ან სამმაგ ფრთისებრი ფოთლები, კალათა ყვავილედი, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის მრავალი მილისებრი და ენისებრი ან მხოლოდ ენისებრი ყვავილისაგან შედგება.

გეორგინის დაახლოებით 15 სახეობა ველურად იზრდება მექსიკასა და გვატემალაში. ჰიბრიდიზაციით მიღებულია მისი 8 ათასზე მეტი ჯიში. ყვავილედის ტიპების მიხედვით ბაღის გეორგინები სამ ჯგუფად იყოფა: არაბუთხუზა, ნახევრად ბუთხუზა და ბუთხუზა.

დეკორატიულ მებაღეობაში გეორგინას იყენებენ მარტოული ან მასობრივი რგვისათვის, ყვავილწნულებში და სხვა; ამრავლებენ კალმით, გორგლის დაყოფით, თესლით. გეორგინა ბევრ ყვავილს იკეთებს, კარგად ხარობს განათებულ ადგილებსა და განოყიერებულ ნიადაგებზე.

იხ. ვიდეო

მექსიკის ინდიელები დალიას "ჩიჩიპატლს", "აკოკოტელს", "კოკოსოჩიტლს" უწოდებდნენ. ესპანური ინტერპრეტაციით, ეს სხვადასხვა ვარიაციით ნიშნავდა "ყვავილს ღრუ ღეროთი"

ლათინური დასახელება - Dáhlia  ყვავილს მიენიჭა მე-18 ს შვედეთის ბოტანიკოსის ანდრეი დალის კარლ ლინეუსის სტუდენტის საპატივცემულოდ. რუსული სახ. დალია ყვავილს 1803წ-ს მიენიჭა ბოტანიკ. კარლ ვილდენოვმა პეტერბუგის აკადემიკოსის - ბოტანიკოსის, გეოგრაფისა და ეთნოგრაფის იოჰან გეორგის საპატივცემულოდ ივან (იოჰან) გეორგი (1729 - 1802წწ) დაბადებით გერმანელი იყო, მაგრამ მუშაობდა და ცხოვრობდა  რუსეთში და ითვლებოდა რუსი მეცნიერად.

                                                                                           
                                           ზოგადი ხედი მიხალისეთა ბაღის სიეტლი, ვაშინგტონი
არასპეციალიზებულ ლიტერატურასა და სასაუბრო რუსულ ენაში ყვავილს უწოდებდნენ მამრობით სქესი. ,,დალია''

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...