воскресенье, 21 февраля 2021 г.

პალეონტოლოგია

      ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет   

                          პალეონტოლოგია

თემა - ბიოლოგია, გეოლოგია, საგანი -  ნამარხი ნაშთები, კვალი. კვლევა - ცხოვრებისეული საქმიანობა. დაარსების თარიღი - XIXს. ძირითადი - პალეოზოოლოგია - მიმართულებები, ტერაფორმირება და სხვ.

(ბერძ. palaios ძველი, on (ontos) არსება და logos მოძღვრება) — მეცნიერება ნამარხი ორგანიზმების შესახებ. დედამიწის ამგებ ქანებიში ნაპოვნ განამარხებულ ორგანიზმთა ნაშთების (სკელეტი,ნიჭარა,ნაკვალევი,სპიკულები,აღნაბეჭდები და სხვა) მიხედვით შეიძლება მათი აგებულებისა და ნაწილობრივ მათი ცხოველთმოქმედებისა და ცხოვრების ნირის გამოცნობა, აგრეთვე დედამიწის იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ეს ორგანიზმები ცხოვრობდნენ დედამიწაზე, მათ გავრცელებაზე და რაც მთავარია, ერთმანეთს შორის და თანამედროვე ცოცხალ ორგანიზმებთან მათი გენეტიკური კავშირის შესახებ.

პალეონტოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ჟორჟ კიუვიე (Cuvier 1769-1832)

პალეონტოლოგიას უდიდესი გამოიყენებითი მნიშვნელობა აქვს სტრატიგრაფიაში

იხ. ვიდეო პალეპნტოლოგია  ტრისული პერიოდი 

პალეონტოლოგია ბიოლოგიისა და გეოლოგიის საზღვარზე მდებარეობს, მაგრამ არქეოლოგიისგან იმით განსხვავდება, რომ არ სწავლობს ანატომიურად თანამედროვე ადამიანებს. ამჟამად იგი იყენებს მეცნიერების ფართო სპექტრის, ბიოქიმიის, მათემატიკისა და ინჟინერიის მეთოდებს. ამ ყველა მეთოდის შესწავლამ პალეონტოლოგებს საშუალება მისცა ეპოვათ ევოლუციური ცხოვრების დიდი ნაწილი, მას შემდეგ რაც დედამიწამ სიცოცხლის შენარჩუნებას შეუწყო ხელი, დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ. იმის გამო, რომ პალეონტოლოგიაში ცოდნა გაფართოვდა, გაჩნდა სპეციალური სფეროები, ზოგი მათგაი იკვლევს ნამარხი ორგანიზებს გარკვეულ ტიპებზე აკეთებს აქცენტს, ზოგი კი ეკოლოგიასა და ეკოლოგიური ისტორიის ასპექტებს შეისწავლის, როგორიცაა უძველესი კლიმატი.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...