вторник, 16 февраля 2021 г.

თავის ტკივილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        თავის ტკივილი

ქალი, რომელსაც აწუხებს თავის ტკივილი - დარგი ნევროლოგია

სხვადასხვა დაავადების ყველაზე ხშირი სიმპტომი; უმეტესად ტვინის გარსების, ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებისას აღინიშნება. თავის ტკივილს იწვევს თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება, სიმსივნე, თავზურგტვინის სითხის ცირკულაციის მოშლა, ქალასშიგა წნევის მომატება, ჰიპერტონიული დაავადებაჰიპოტონია, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა (ტვინის ვენებში სისხლის შეგუბება და სხვა), ინფექციაინტოქსიკაცია, აგრეთვე თავის ტვინის მსხვილი სისხლძარღვების პერივასკულარული ნერვული წნულების დაზიანება და სხვა. თავის ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოკალიზაციას, დაწყების დროს, მიმდინარეობას და თანმხლებ ნიშნებს. აუცილებელია ავადმყოფის ყოველმხრივი (ნევროლოგიური, შინაგანი ორგანოების, თვალისყურისა და სხვა) გამოკვლევა. ზოგჯერ დიაგნოზის დასადგენად მიმართავენ ქალას რენტგენოგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიას, ანგიოგრაფიას, რეოგრაფიას და სხვა მეთოდებს.

საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა 150-ზე მეტი სახის პირველადი და მეორეული თავის ტკივილი. თავის ტკივილის სიხშირე ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს თუ თავი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სტკივა, ზოგი თვეში 15 დღეა თავმტკივანი. ზოგიერთ თავის ტკივილს განმეორებადობა ან კვირაობით და თვეობით გახანგრძლივება ახასიათებს. ტკივილი მსუბუქიც შეიძლება იყოს და ძლიერიც, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, ზემგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ, რაც ტკივილის მიზეზზეა დამოკიდებული.

თავის ძლიერი ტკივილის შეტევას, მეტწილად თავის ერთ-ერთ ნახევარში ჰემიკრანია ანუ შაკიკი ეწოდება, რომელიც სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილია. თავის ტვინში დაქსაქსული სისხლძარღვის კედლებში არსებული ნერვული ბოჭკოების გააქტიურება სისხლძარღვების დროებით შევიწროებას იწვევს, სისხლის ნაკადი მცირდება და, შესაბამისად, ტვინი ვეღარ იღებს საკმარის ჟანგბადს. მკურნალობის გარეშე შეტევა 4-დან 72 საათამდეც კი გრძელდება.

იხ. ვიდეო

ცალკეული ხსენება თავის ტკივილის ბუნების შესახებ მოხსენიებულია და აღწერილი შაკიკი 5000წლის წინ მისი 
კლინიკური სურათი. XIX—XVI ს-ში ჩვ. წ. აღ. ბაბილონის ლიტერატურაში ასევე იყო აღმოჩენილი შეტევა თავის ტკივილის
რ-აც უტოლებდნენ ელვის ნათებას.
ეტიმოლოგია - არსებობს 200-მდე ფორმა თავის ტკივილის, მიზეზი სხვადასხვაა. ყველაზე უწყინარიდან სოცოცხლის  საფრთხეს ყოფნის
ადამიანის.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...