воскресенье, 14 февраля 2021 г.

ალექსანდერ ჰუმბოლდტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ალექსანდერ ჰუმბოლდტი    

გერმ. Alexander von Humboldt
(გერმ. Alexander von Humboldt; დ. 14 სექტემბერი1769ბერლინი — გ. 6 მაისი1859ბერლინი) — გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური. ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1800), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1818).დაიბადა საქსონიის კურფიურსტის კარისკაცის ოჯახში. ვ. ჰუმბოლდტის ძმა. 1787-1792 სწავლობდა ბუნებისმეტყველებას, ეკონომიურ მეცნიერებებს, სამართალსა და სამთო საქმეს ოდერის ფრანკფურტისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში, ჰამბურგის სავაჭრო და ფრაიბერგის სამთო აკადემიებში. 1790 იოჰან ფორსტერთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, ნიდერლანდსა და ინგლისში. 1793 წელს გამოქვეყნდა ჰუმბოლდტის ბოტანიკური-ფიზიოლოგიური გამოკვლევა „ფრაიბერგის მიწისქვეშა ფლორა“. 1799-1804 ფრანგ ბოტანიკოს ე. ბონპლანთან ერთად იმოგზაურა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, საიდანაც ჩამოიტანა მდიდარი კოლექცია, რომელსაც ამუშავებდა პარიზში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 1807-1834 გამოვიდა ჰუმბოლდტის 30-ტომიანი „მოგზაურობა ახალი ქვეყნის ბუნიობის მხარეში 1799-1804 წლებში“. 1827 წელს ჰუმბოლდტი პარიზიდან გადავიდა ბერლინში, სადაც ასრულებდა პრუსიის მეფის კამერჰერისა და მრჩევლის მოვალეობას.
იხ. ვიდეო


1829 ჰუმბოლდტმა იმოგზაურა რუსეთში. აზიის ბუნების საკითხებს მიუძღვნა შრომები: „ფრაგმენტები აზიის გეოლოგიიდან და კლიმატოლოგიიდან“ და „ცენტრალური აზია“. ჰუმბოლდტის მეცნიერული შეხედულებანი დედამიწისა და სამყაროს ბუნების შესახებ გადმოცემულია მონუმენტურ შრომაში „კოსმოსი“ (ტ. 1-5, 1845-1862).

ჰუმბოლდტის შეხედულებანი დაედო საფუძვლად ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობას, აგრეთვე მცენარეთა გეოგრაფიასა და კლიმატოლოგიას. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იმდენად ფართო იყო, რომ თანამედროვენი მას „XIX საუკუნის არისტოტელეს“ უწოდებდნენ. ჰუმბოლდტი იყო ჰუმანიზმის დამცველი, იგი გამოდიოდა რასებისა და ხალხების უთანასწორობისა და დამპყრობლური ომების წინააღმდეგ.

იხ. ვიდეო



ჰუმბოლდტის სახელი ეწოდება მთელ რიგ გეოგრაფიულ ობიექტებს, მათ შორის ქედებს ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მთას კუნძულ ახალ კალედონიაში, მყინვარს ჩრდილოეთ და დასავლეთ გრენლანდიაში, მდინარესა და რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აშშ-ში, რამდენიმე მცენარეს, მინერალსა და კრატერს მთვარეზე. ძმების ალექსანდერ და ვილჰელმ ჰუმბოლდტების სახელს ატარებს ბერლინის უნივერსიტეტი.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...