понедельник, 22 февраля 2021 г.

ემილ ზოლა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ემილ ზოლა

(ფრანგ. Émile François Zola; დ. 2 აპრილი1840 — გ. 29 სექტემბერი1902) — გავლენიანი ფრანგი მწერალი, ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, თეატრალური ნატურალიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილით, და საფრანგეთის პოლიტიკური ლიბერალიზაციის წამყვანი ფიგურა, დრეიფუსის საქმის გამოძიების აქტივისტი.
იხ. ვიდეო


ემილ ზოლა იტალიურ-ფრანგული წარმომავლობის ოჯახში დაიბადა. მამამისი იტალიელი ინჟინერი, „ექსის“ წყალგაყვანილობის სისტემაში მუშაობდა. ზოლამ ბავშვობა ექს-ან-პროვანსში გაატარა, სადაც იგი მხატვარ სეზანს დაუმეგობრდა. ბუნებით რომანტიკოსი ემილი ბავშვობიდანვე ლექსებს წერდა. შვიდი წლისაც არ იყო, მამა რომ გარდაეცვალა და ოჯახი უსახსროდ დარჩა. 1858 წელს დედამისი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ემილი პარიზისა და მარსელის ლიცეუმში სწავლობდა, პარიზში უსახსროდ დარჩენილი ყმაწვილი იძულებული იყო თავშესაფარში ეცხოვრა, რომელიც სავსე იყო ქურდებით, მაწანწალებითა და მეძავებით. იგი საშინელ სიღარიბეში იმყოფებოდა. ზოლა საშუალო ტანის, წვერიანი, ძალიან მგრძნობიარე მამაკაცი იყო, რომელსაც სახეზე მუდმივი მელანქოლია აღბეჭდვოდა. ახლომხედველი ზოლა ცოტა ენასაც უკიდებდა, თუმცა მშვენიერი ტენორი იყო. მან იცოდა ჭამის "ფასი". 40 წლისა 100 კილოგრამს იწონიდა. 1887 წლიდან მკაცრი დიეტის დაცვით, მან გახდომა შეძლო.

                                                                     
ემილ ზოლას მშობლები 

ახალგაზრდობაში ემილს შეუყვარდა ლუიზა სოლიარი, თავისი მეგობრის და. თავშესაფარში გატარებულმა წლებმა ზოლას ქალებთან ურთიერთობა ასწავლა. 25 წლისა გატაცებული იყო ალექსანდრა მელით, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსი იყო.

                                                                           
ემილო ზოლა თავისი შვილბთან ერთად
ემილ ზოლა ორჯერ იყო დაქორწილებული

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...