пятница, 26 февраля 2021 г.

ემპირიზმი

      ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ემპირიზმი

ჯონ ლოკი, ბრიტანული ემპირიზმის წამყანი ფილოსოფოსი

 (ბერძ. ἐμπειρία - გამოცდილება) — თეორია, რომელიც ცდას აღიარებს შემეცნების ერთადერთ წყაროდ. იგი არ უარყოფს გონების ანუ აბსტრაქტული აზროვნების როლს შემეცნების პროცესში, მაგრამ კატეგორიულად კრძალავს მის მიერ ცდის საზღვრებს მიღმა გასვლას და უპირისპირდება რაციონალიზმს, რომელიც ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს. აზროვნება, თუგინდ თეორიული და აბსტრაქტული, ოღონდ ცდის ფარგლებში — ასეთია ემპირიზმის მოთხოვნა.

ემპირიზმი ჩამოყალიბდა ახალი დროის ფილოსოფიაში და თავიდანვე ინგლისურ ფილოსოფიას დაუკავშირდა, მისი აშკარად გამოხატული ნიშანი გახდა. ფრენსის ბეკონის შემდეგ ემპირიზმის გამგრძელებლები არიან ჯონ ლოკიტომას ჰობზიდეივიდ ჰიუმი და ჯორჯ ბერკლი. ემპირიზმი რაციონალიზმზე უფრო მეტად იფარგლება შემეცნების პრობლემით. ბეკონი მხოლოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებათა მეთოდოლოგიას გვაწვდის, ჰობსი - მექანიცისტურ დოქტრინას, ბერკლი კი - არამატერიალისტურს, თუმცა ორივე ხაზს უსვამს ფილოსოფიის გნოსეოლოგიურ ასპექტს. ლოკთან და ჰიუმთან ფილოსოფია თითქმის მთლიანად შემეცნების პრობლემა და დოქტრინაა. ემპირიზმი ფაქტების, დეტალების, შემეცნებითი და ნებელობითი ფენომენების, ანუ ზოგადად ფსიქიკური პროცესების ფილოსოფიაა. ემპირისტები არ სწავლობენ უნივერსალურ პრინციპებს. იმ დროს, როდესაც რაციონალიზმი ვოლფის მშრალი და პრეტენზიული სისტემატიზაციით სრულდება, ემპირიზმი ჰიუმის სკეპტიკურ ფენომენიზმში სრულდება. თითქოსდა მეცნიერების პროგრესისადმი მტრულად განწყობილი რაციონალიზმი ადამიანის ცოდნასა და რეალობის ამოწურვის თითქმის ღვთაებრივ უნარს ასხამს ხოტბას. მეცნიერებათა პროგრესი მხოლოდ ემპირიზმის დამსახურება არაა, რადგანაც მეცნიერების დარგების წინსვლა ასევე უკავშირდება მათემატიკის განვითარებასაც, რომელიც რაციონალისტურ გარემოში ვითარდება.

იხ. ვიდეო ემპირიზმი და ცოდნის საიდუმლოება

ემპირიული და თეორიული ცოდნის ორი ძირითადი, ურთიერთდაკავშირებული ტიპია (შემეცნების მეთოდები), თვისობრივად განსხვავდება, არსებითად, ობიექტური რეალობის ასახვის მნიშვნელობით და ფორმით. ემპირიული ასახავს რეალობას მისი გარე კავშირებისა და ურთიერთობების მხრიდან. ის აფიქსირებს პროცესებისა და მოვლენების გარე გამოვლინებებს, შეიცავს ყველაფერს, რაც ჭვრეტისთვის არის შესაძლებელი (ყველაფრის დანახვა, მოსმენა, შეგრძნება და გაგება). თეორიული - ტოვებს ემპირიულს და გადადის "ინდივიდუალურ სტადიაზე", ახდენს დაგროვილი მასალის სისტემატიზაციას, შინაგანი ურთიერთობების პრინციპის დაცვას და მოძრაობის ნიმუშებს



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...