среда, 24 февраля 2021 г.

გიორგი ელიავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        გიორგი ელიავა 

(დ. 26 იანვარი[ძვ. სტ. 13 იანვარი] 1892საჩხერე — გ. 10 ივლისი1937თბილისი[1]) — ქართველი მეცნიერი, მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი, რეპრესირებული.

გიორგი ელიავა სწავლობდა ნოვოროსიისკის, ჟენევისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. ეს უკანასკნელი დაამთავრა 1916 წელს. იმავე წელს ელიავა დაინიშნა ტრაპიზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1917 წლიდან კი თბილისის ცენტრალური ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიის გამგედ. 1918–1921 და 1925–1927 წლებში მუშაობდა პარიზშიპასტერის ინსტიტუტში. სწორედ ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა კანადელი ბაქტერიოლოგი ფელიქს დერელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამედიცინო პრაქტიკაში ბაქტერიოფაგის გამოყენებას.

1923 წელს გიორგი ელიავას ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. 1927 წლიდან განაგებდა თსუ-ს ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან — მიკრობიოლოგიის კათედრებს. 1934 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური. 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად სფეროს ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა.

ელიავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას, რაც შემდგომ წარმატებით დადასტურდა.

1937 წლის 23 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა. მას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1937 წლის 9 ივლისს გიორგი ელიავას უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გამოუტანა განაჩენი - დახვრეტა. გიორგი ელიავა და მისი მეუღლე დახვრიტეს 10 ივლისს, ხოლო მათი ერთადერთი ქალიშვილი შუა აზიაში გადაასახლეს.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...