четверг, 18 февраля 2021 г.

აბრაამ გოტლობ ვერნერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  აბრაამ გოტლობ ვერნერი

 (გერმ. Abraham Gottlob Werner; დ. 25 სექტემბერი 1750, ვერაუ, ჰერლიცთან ახლოს — გ. 30 ივნისი 1817დრეზდენი) — გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი. მის სახელთანაა დაკავშირებული მსხვილი გეოლოგიური სკოლის შექმნა.

1771 წლიდან ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. 1775 წლიდან ასწავლიდა ფრაიბერგის სამთო აკადემიაში. გარეგანი იერისა და ქიმიური შემადგებლობის ნიშნით, ვერნერმა განავითარა ქანებისა და მინერალების კლასიფიკაცია. მის მიერ შექმნილი მინერალოგიის ე. წ. „ისტორიულ-საბუნებისმეტყველო“ სკოლა, მოწინავე იყო მთელ დასავლეთ ევროპაში და ხასიათდებოდა მრავალრიცხოვანი დეტალური გამოკვლევებითა და მინერალების მორფოლოგიის ფართო დახასიათებით. საბოლოოდ, აღნიშნულმა კვლევებმა და მათმა მიმართულებამ, საფუძველი მოუმზადა ვერნერის მიერ შექმნილ მინერალების კლასიფიკაციას.

რადგან წარსულში დედამიწის ქერქში შემჩნეული იყო სხვადასხვა ასაკის ფორმაციები ვერნერმა მათ ასაკის მიხედვით უწოდა: პირველეული, მეორეული, მესამეული, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა წარმოშობისას — მეოთხეული ფენები, რომლებიც მიახლოებით შეესაბამებიან ახლანდელი გაგებით პალეოზოურისწინა, პალეოზოურ, მეზო-კაინოზოურსა და მეოთხეულ ქანებს. თითოეულ ფორმაციას დამახასიათებელი პეტროგრაფიული იერი აქვს. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ პეტროგრაფია ფორმაციის შეფარდებითი ასაკის მაჩვენებელია და შეგვიძლია გამოვიყენოთ შორეული კორელაციებისათვისაც. ეს მეთოდი ისტორიული გეოლოგიის პირველი მეტად პრიმიტიული საფუძველი იყო.

ვერნერი აგრეთვე თვლიდა, რომ ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო ვერნერსა და მის მიმდევრებს „ნეპტუნისტები“ ეწოდათ.

ვერნერი ფართოდ იყენებდა XVIII საუკუნეში წარმოშობილ ტერმინს „გეოგნოზიას“ (1780). ვერნერის ერთ-ერთმა მოწაფემ ფრიდრიხ მოოსმა (1773-1839 წწ.), შემოგვთავაზა მინერალების სიმყარის ათბალიანი სკალა (მოოსის სკალა).

აღსანიშნავია, რომ ცნობილი გეოლოგი აკადემიკოსი სევერგინი, აკრიტიკებდა ვერნერის მიერ შექმნილ მინერალების ცალმხრივ კლასიფიკაციას. ეს უკანასკნელი ცდილობდა უპირველეს ყოვლისა, ქიმიური პრინციპების შემოღებას. აბრაამ გოტლობ ვერნერის ცნობილი მოწაფეები იყვნენ: ალექსანდერ ჰუმბოლდტი და ლეოპოლდ ბუხი.

იხ. ვიდეო

                                 ნეპტუნიზმი

ღმერთი ნეპტუნი 

(ლათ. Neptunus — ნეპტუნი, რომაულ მითოლოგიაში ზღვებისა და წყლების ღმერთი) — გეოლოგიური მოძღვრება ქანების (მათ შორის — ამოფრქვეული ქანების) წარმოშობის შესახებ წყლიდან დალექვის გზით; გავრცელებული იყო XVIII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნის დასაწყისში; სახელწოდება მომდინარეობს რომაული მითოლოგიის ზღვის ღმერთის — ნეპტუნის სახელის მიხედვით. აბრაამ გოტლობ ვერნერი თვლიდა, რომ ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო ვერნერსა და მის მიმდევრებს „ნეპტუნისტები“ ეწოდათ. საპირისპიროდ, ჯეიმზ ჰატონი ამტკიცებდა, რომ დედამიწის ისტორიაში დიდ როლს თამაშობენ შინაგანი პროცესები, რომელთა წყარო მიწის შინაგანი სითბოა და ბევრი ქანი — იგივე გრანიტი და ბაზალტი — მაგმური წარმოშობისაა. ნეპტუნისტებსა და პლუტონისტებს შორის დისკუსია დიდ ხანს გაგრძელდა და უკანასკნელთა გამარჯვებით დამთავრდა. XIX საუკუნის დასაწყისში დამტკიცდა, რომ ბაზალტი ვულკანური წარმოშობისაა და შესაბამისად, ნეპტუნიზმი როგორც მოძღვრება უარყოფილი იქნა.

ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟორჟ ბიუფონმა დედამიწის ასაკი 75 ათასი წლით განსაზღვრა. ნეპტუნიზმის მეტად ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: გერმანიაში — აბრაამ გოტლობ ვერნერი, საფრანგეთში — ჟან ანდრე დელიუკი, დიდ ბრიტანეთში — რიჩარდ კირვანი.

იხ. ვიდეო





Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...