суббота, 20 февраля 2021 г.

ლოგიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                ლოგიკა

გრეგორ რეიში ,, ლოგიკა წარმოადგენს მისი ცენტრალურ თემას''  Margarita Philosophica, 1503/08 (?) ორი ძაღლი veritas (ლათ. ჭეშმარიტება ) და falsitas (ლათ - ტყვილი - ედევნება კურდღელი problema  - ლოგიკა შევიარაღდე ხმალით სილოგიზმი იჩქაროს უკან მარცხნივ გროტში ქვედა ნაწილში გამოსახულია პერმანიდე, რ-თანაც ლოგიკურმა არგუნეტაციამ მიარწია ფილოსოფიას

ბერძ. λόγος (ლოგოს) — თავდაპირველად ნიშნავდა სიტყვას, ან რაიმე ნათქვამს, შემდგომში ფიქრის ან აზრის მნიშვნელობა მიეცა, ხშირად მოიხსენიება, როგორც არგუმენტთა შესწავლა, თუმცა მისი ზუსტი განსაზღვრება დღემდე ფილოსოფოსთა დისკუსიის საგანია. ნებისმიერი გაგებით, ლოგიკოსთა ამოცანაა მართალი და მცდარი დედუქციების შესწავლა და „კარგი“ არგუმენტების „ცუდისგან“ განსხვავების დადგენა.

ტრადიციულად ლოგიკა ისწავლებოდა, როგორც ფილოსოფიის განშტოება. XIX საუკუნის შუა წლებიდან ლოგიკა მათემატიკაში ისწავლებოდა, ხოლო უფრო მოგვიანებით კი — კომპიუტერულ მეცნიერებაში. ლოგიკა, როგორც მეცნიერება, იკვლევს არგუმენტების სტრუქტურას, კლასიფიცირებას უკეთებს მათ სპეციალურად შემუშავებული სქემების მიხედვით. მაშასადამე, ლოგიკა შეიძლება ყოვლისმომცველი გახდეს და მასში შედის მოსაზრებანი ალბათობასა და მიზეზ-შედეგობრიობაზე. ლოგიკის სწავლების საგანია, ასევე, მცდარი არგუმენტების სტრუქტურა და პარადოქსები.

იხ. ვიდეო


ინტელექტუალური საქმიანობიას ფორმების და საშუალებებს შიასწავლის არა მხოლოდ ლოპგიაკაში (კიდევ ., ფსიქოლოგიაში, ეპისტემოლოგიაში, გსიქოლინგვისტიკაში) ამიომ უფრო ვიწრო გაგება ლოგიკის როგორც მეცნიერების სადაც ძრითადია შინაარსის მსჯელობის.

სიმბოლური წარმოდგენების გამოყენებით სწორი აზროვნების წესების შესწავლა წარმოადგენს სიმბოლური ლოგიკის კვლევის სფეროს. ფორმალური სტრუქტურის სახით სწორად აზროვნების წესებისა და ოპერაციების წარმოდგენა იძებნება ფორმალურ ლოგიკაში. ფორმალური სტრუქტურები, რომლებიც ასახავენ სწორი აზროვნების ფორმალურ ასპექტებს და აკმაყოფილებენ მათემატიკური სტრუქტურების მოთხოვნებს, ისევე როგორც სხვა მსგავსი მათემატიკური სტრუქტურები, შესწავლილია მათემატიკური ლოგიკაში.

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...